ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან
ეგნატე გაბლიანი - (1881 - 1937 ), ეგნატე გიორგის ძე გაბლიანი დაიბადა მულახის საზოგადოების ისტორიულ სოფელ ზაარდლაშში . გადმოცემით ცნობლია რომ ეგნატე ბავშვობიდან გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და თავისი კუთხის დიდი სიყვარულით . ეგნატემ განათლება მიიღო ქუთაისის გიმნაზიაში სადაც მამამისს გიორგის წაუყვანია და მოუწყვია , ამის შემდეგ ეგნატემ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე . ეგნატე სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა . ეგნატე მეფის რუსეთის დროს გახლდათ ბოქაული შემდეგ ბეჩოს მაზრის უფროსი , ( აღსანიშნავია ერთი ცნობილი ფაქტი , იყო პერიოდი როცა სვანეთს უჭირდა სახელმწიფო გადასახადის გადახდა , სვანეთის დელეგაცია ეგნატეს თაოსნობით ეწვია კრემლს რათა ეს საქმე მოეგვარებინათ , დელეგაციამ მიზანს მიაღწია სვანებს სახელმწიფო ფულადი გადასახადი მნოეხსნათ ხოლო ის ასკილის შეგროვებით შეეცვალათ ) სვანეთის მამასახლისი და მახვში რომელიც ყველა სვანს ერტნაირად უყვარდა , აგრეთვე ეგნატე გახლდათ მედიატორი კაცი რომელმაც ამ მხრივაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა სვანეთში . ეგნატე გახლდათ წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი , სვანეთის განმანათლებელი და თავკაცი . ცნობილია რომ ეგნატე გაბლიანი მეგობრობდა , ილია ჭავჭავაძესთან , ექვთიმე თაყაიშვილთან , სერგო კლდიაშვილთან , ნიკო მართან , კონსტანტინე გამსახურდიასთან
( ცნობილია რომ როცა კონსტანტინეს ბოლშევიკები დევნიდნენ ის სვანეთში ეგნატე გაბლიანს და ბესარიონ ნიჟარაძეს შეუფარიათ ) . ეგნატე გახლდათ პირველი სვანი არქეოლოგი , იყო პუბლიცისტი , სვანეთის მოამაგე , მკვლევარი , იკვლევდა სვანეთის ყოფას მის კულტურას , მრავალ პრესაში აშუქებდა სვანეთის პრობლემებს , აგრეთვე ეგნატე გახლდათ მწერალი მან დაგვიტოვე სამი უბრწყივნალესი ნაშრომი ესენია , ძველი და ახალი სვანეთი , თავისუფალი სვანეთი , ჯიხვი სვანეტის მთებში , ( ცნობილია აგრეთვე ეგნატეს წერილი გაზეთ ივერიაში სოფელ ზაარდლაშის შესახებ ) . 1921 წელს საბჭოთა კავშირი საქართველოს თავს დაესხა და დაიპყრო , ცნობილია რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ პირველმა აჯანყებამ სვანეთში იფეთქა , ეგნატე გაბლიანი გახლდათ 1921 წლის სვანეთის აჯანყების ერთ - ერთი მეთაური ( აგრეთვე მეთაურები იყვნენ ბიძინა პირველი , ნესტორ გარდაფხაძე , ბესარიონ ხერგიანი და მოსოსტრ და კონსტანტინე დადეშქელიანები ) . ეგნატე გაბლიანი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ აჯანყებაში და სვანეთში ამ აჯანყების ერთ - ერთი მეთაური იყო , ( ეგნატე და ბიძინა უშვალო კონტაქტში იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ) . ბოლშევიკები ეგნატე გაბლიანის დაპატიმრებას ლამობდნენ , ეგნატე იძულებული იყო ტყეში გახიზნულიყო , ის დაახლოებით 3 წელი თავს აფარებდა ზაარდლაშის ტყეს , მაგრამ აღსანიშნავია რომ მისი მოღვაწეობა ამ ხნის მანძილზე არ შეწყვეტილა , ( გვალდაში ერთ ადგილს დღესაც ეწოდება ,, ეგნატეს გამოქვაბული " , ,, ეგნატეე ნაალგანვარ " ). ბოლშევიკური მთავრობა იძულებული გახდა ეგნატე ეს მართლაც ძლიერი , ჭკვიანი , წინდახედული და შეუპოვარი პიროვნება შეერიგებია რადგან ეგნატეს სვანი ხალხი წინამძღოლად აღიარებდა . ეგნატე გაბლიანი ამის შემდეგ სხვა სვან პიროვნებებთან ერთად სვანეთის ზრუნვას შეუდგა . ეგნატე ყველა თავის თანამდებობას სვანეთისა და სამშობლოს განვიტარებისთვის იყენებდა . ეგნატე გაბლიანის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით გაიყვანეს სვანებმა პირველი საავტომობილო გზა სვანეთის მთებში , ( სვანეთის გზაზე ორ გვირაბს დღესაც ქვია ,, ეგნატეს ტუნელები ' ' ) . ეგნატეს მეთაურობით დაპროექტდა მაგანას ხიდი , გზის მშენებლობა 1935 წელს დასრულდა . ეგნატე გახლდათ ერთ - ერთი მთავარი ინიციატორი მესტიის აეროპორტის მშენებლობისა , ეგნატეს თაოსნობით ეს საქმე წარმატებით დასრულდა . ეგნატე გაბლიანი გახლდათ სვანეთის პირველი ისტორიულ თნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელი ( 1936 ) და მისი პირველი დირექტორი , აღსანიშნავია ისიც რომ ეგნატეს კოლექციების შეგროვება საკუთარი სახლიდან დაუწყია რათა ხალხს მისთვის მიებაძა . ეგნატეს მეუღლე გახლდათ ცნობილი პედაგოგი , ლენინის ორდენოსანი ვერა თევზაძე , მათ ყავდათორი შვილი გივი და ეთერი . ვინ იცის კიდე რამდენ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა ეგნატე გაბლიანი რომ არა 1937 წლის ის პერიოდი რა დროსაც ქვეყნის ასობით შეუპოვარი ვაჟკაცი საბედისწერო გზას გაუყენეს . ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით 1937 წელს დახვრიტეს ეგნატე ადამიანი რომლის უკანასკნელი სიტყვები ბოლშევიკების მიერ სვანეთიდან გაყვანის დროს იყო ,, სვანეთის სალოცავებო თქვენ იცით მე რა გამიკეტებია ' ' . ეგნატე გაბლიანი სვანეთსა და სრულიად საქართველოს ღირსეულად ემსახურა , ის სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა . ეგნატე გაბლიანი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში .