კოპალიანი ვენორ ჭიჭიკოს ძე, დაიბადა 10 ნოემბერი 1964 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. გარდაიცვალა 14 იანვარი 1998 წელს ენგურზე
29 წელი ბედნიერად გაატარა იმ მშვიდობიან და ლამაზ მხარეში, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია.
1992 წლის აგვისტოში, როცა აფსუებსა და ქართველებს შორის უცნაური ომი დაიწყო, მშვიდობიანი ცხოვრება მოეშალა ვენორისაც. პირველი დღიდან იარაღით საქართველოს მთლიანობას, იცავდა იმ მხარეს, სადაც პირველად დაირწა მისი აკვანი, სადაც უმღეროდნენ ნანას.
ვენორი დევნილად იქცა. მაგრამ ომის შემდეგ ვერ შეეგუა თბილისის მშვიდობიან ცხოვრებას და ისევ იქ დაბრუნდა, სადაც მამის ღია საფლავი ეგულებოდა.....ის ვეღარ დაუბრუნდა ოჯახს.
ვენორ კოპალიანი განისვენებს ძმათა სასაფლაოზე იმ ვაჟკაცების გვერდით, რომლებმაც სიცოცხლე არ დაზოგეს მისი მშობლიური კუთხის--აფხაზეთის შენარჩულენისთვის.
მათი თავდადება მოზარდი თაობისათვის პატრიოტიზმის გაკვეთილია, საქართველოს მომავალი გამთლიანების საწინდარია.
ვენორ კოპალიანი ვიდეოზე 1:33 და 2:13
მამა ჭიჭიკო კოპალიანი 1938-93წწ. დაკარგ. 55 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი
დედა ბენდელიანი ნინა ნიკოლოზის ასული 1930-2017წწ დაიბადა სოფელი ლუხვანი ცაგერი. მეუღლის ნინო ბერულავას მონათხრობი: ვენორი სანამ აფხაზეთში შევიდოდა დავალებით 98 ში 14 იანვარ არი გარდაცვლილი დამიბარა ,მამა უგზოუკვლოდ დამეკარგა მე აუცილებლად მამის საფლავი უნდა ვიპოვო სხვანაირად ვერ ვიცხოვრებო ,მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს მითხრა ..დედაჩემი დაუმარხავი არ დამიტოვო თუ ვერ დავბრუნდი აფხაზეთიდანო .მართლაც არ დაბრუნდა ..19 წელი ერთად ვიცხოვრეთ და ვზარდეთ ობლები სასწაული ქალი იყო გმირი დედა
მეუღლესთან ნინო ბერულავასთან ერთად დაქორწინდნენ 1988 წელს
მეუღლე და შვილები თეონა კოპალიანი და თემურ კოპალიანი
მეუღლე ნინო ბერულავა ლევარდის ასული დაბადებულია 19 მაისი 1970წელი, ოჩამჩირე
მეუღლე ნინო ბერულავა: ვენორის მეგობრები არიან .24 წელია არცერთი დაბადების დღე და გარდაცვალების დღე არ დაუტოვებივართ მარტო მე და ჩემი შვილები საფლავზე ,ყოველთვის ჩემს გვერდით არიან .
ფეხზე დგას მარცხნიდან ავთო ქოიავა, ემზარ ლომაია, ზის მარჯვნიდან ვალერი ჯიქია, დავით ღვინჯილია.