მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 243-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ჭიჭიკო ალექსანდრეს ძე კოპალიანი დაიბადა 1938 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
ჭიჭიკო კოპალიანი ბედნიერად ცხოვრობდა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად,ვიდრე მათი სიმშვიდე აფხაზეთის ომის დაწყებამ დაარღვია.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
ჭიჭიკო კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, ის ერთ-ერთი იმ გმირთაგანია,რომლის საფლავი დღემდე უცნობია. ამ ომს შეეწირა მისი შვილი ვენორ კოპალიანი,რომელიც აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი საბრძოლო მოქმედება გამოირჩეოდა სამხედრო საქმის მაღალი ცოდნით,რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო მამაცობისთვის“. ის აფხაზეთის დაცემის შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში. 1998 წლის 14 იანვარი ვენორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... მშობლიურ კუთხეს და დიდ გულისტკივილს აფხაზეთს დაუბრუნდა. ადგილს,სადაც მამის საფლავი ეგულებოდა. სამწუხაროდ ვერ შეძლო უკან დაბრუნება, გმირულად დაიღუპა აფხაზეთში.