კოპალიანი ავთანდილ გრიშას ძე
დაიბადა 1962 წლის 31 ივნისს ქ. სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში.
კოპალიანი ავთანდილი გრიშას ძე ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის საინჟნერო -მესანგრეთა ასეულში მენაღმედ.
1993 წლის 14 მარტს მესანგრეთა ნაწილში საგანგაშო ცნობა მიიღეს წინა ღამით, რუსეთს ავიაციის სოფელ გუმისთაში ჩამოგდებულ ბობბათაგან ერთ-ერთი არ აფეთქდა, მორიგი უბედურების თავიდან ასაცილებლად და ბომბის გასაუვნებელ ყოფად შემთხვევის ადგილზე გაემართა მესანგრეთა დიდი ჯგუფი.
ძნელი იყო სიტყვებით გადმოცემა იმ ნგრევითა და უბედურებისა, რაც იმ ღამეს თავს დასტყდომოდა სოფელს.
თითქოს თავის მორიგ მსხვრეპლს ელოდა ურჩხული, როგორც კი 12 ადამიანს თავს წაადგა ორმოს, სადაც ბომბი ჯერ კიდევ უვნებლად იდო.. კიდევ ერთხელ შეძრა მიდამო გამაყრუებელმა აფეთქებამ და მას მოყოლილმა უბედურებამ. 12 სიცოცხლე თვალის დახამხამებაში გაიფანტა ჰაერში.
1993 წლის 24 მარტს საქართველოს მიწამ მიაბარა 12-ვე დაღუპული.სწორედ მათ შორის იყო კოპალიანი ავთანდილ გრიშას ძე.სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს
გიული თაკალანძე
კაპიტანი გიული რაფიელის ძე თაკალანძე დაბადებული 1952 წლის 4 თებერვალს გალის რაიონ სოფ. ოტობაიაში. სოხუმის სკოლა- ინტერნატის დამთავრებისთანავე 1969 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. 1992 წლის ომის დაწყების პირველი დღიდან, ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. დანიშნეს 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა სამსახურის უფროსად, იყო კაპიტანი.
კაპიტანი თაკალანძე გიული რაფიელის ძე 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის სამსახურშია 1992 წლის ოქტომბრიდან .
1993 წლის 13 მარტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა. მეორე დღეს გიული თაკალანძემ მიიღო საბრძოლო დავალება სოფ. აჩადარის საბრძოლო პოზიციაზე 500კგ აუფეთქებელი ავია ბომბის განაღმვის შესახებ, მესანგრეების ჯგუი გავიდა სოფ. აჩადარაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გასულ მესანგრეთა ჯგუფს თან გაჰყვა ჯურნალისტებიც. განაღმვის მომენტში ბომბი აფეთქდა და მასთან ერთად იმსხვერპლა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე (გვარდიელბი: რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე. ჟურნალისტები: საქართველოს პრესცენტრის თანამშრომლები - გიორგი პოპიაშვილი და ალექსანდრე კარაპეტიანი, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები ჯუმბერ ეზუგბაია და გულიკო გოდოლაძე) მესანგრეთა ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით წასული იყო მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად.
სამწუხაროდ მათი ცხედარი ისე იქცა ნაფლეთებად რომ ცალ-ცალკე მათი დაკრძალვა ვერ მოხერხდა. დასაფლავებულია კურჩენკოს პარკში ძმათა სასაფლაოზე. გიული თაკალანძე დაჯილდოვებულია მედალით მხედრული მამაცობისათვის. 14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა.
ფოტო დაამუშავა დავით გოცირიძემ დაბადებულია 20 ოქტომბერი 1991 წელს თელავში