სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელგუჯა კოპალიანი 1964-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი ელგუჯა კოპალიანი 1964-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კოპალიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ელგუჯა კოპალიანი 1964-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ელგუჯა  შაქროს ძე  კოპალიანი   დაიბადა  1964   წლის  11  ნოემბერს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  თავისუფლებაში.  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ  მუშაობდა  ქარხანა  „სოხუმელსაწყობში“.

   1992  წლის  აგვისტოში  ელგუჯა  კოპალიანი  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგა.  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  I   ასეულში.  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  ცუგუროვკისა  და  იაშთხვის   სიმაღლეების  დასაცავად.

  ელგუჯამ  განსაკუთრებით  გამოიჩინა  თავი  1993  წლის  2-27  ივლისს,ცუგუროვკაში  მიმდინარე  ბრძოლების  დროს.  ელგუჯასნაირი  მებრძოლების  სიმამაცემ  და  თავგანწირვამ  არ  მისცა  მტრის  ჭარბ  ძალებს   დაეკავებინათ  სტრატეგიული  მნიშვნელობის  სიმაღლეები   სოხუმის  მისადგომებთან.

  13  ივლისს  ბიძის  -  ბრძოლაში  დაღუპული  კაკო  კურტანიძის  დაკრძალვის  შემდეგ, ელგუჯა  თანამებრძოლთა  დასახმარებლად  პოზიციებისკენ  მიიჩქაროდა, როდესაც  სასტიკ  საარტილერიო  დაბომბვაში  მოხვდა,ჭურვის  აფეთქების  შედეგად   მიღებული  ჭრილობებით  ქართველი  ვაჟკაცი  დაიღუპა.

   ელგუჯა  სიცოცხლეშივე  იყო  დაჯილდოვებული  არაერთი  სიგელითა   და  საბრძოლო  მედლით.

ელგუჯა კოპალიანი  დაკრძალულია  სოფელ  თავისუფლებაში  გმირი  ბიძის  -  კაკო  კურტანიძის  გვერდით. ელგუჯა  კოპალიანს  დარჩა  მეუღლე  და   ქალიშვილი.

  საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის   ელგუჯა  კოპალიანი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.

 წარდგენილია  ვახტანგ  გორგასლის  II  ხარისხის  ორდენზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.06.2021
ბოლო რედაქტირება 19.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0