წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონი შეიქმნა ქალაქ სოხუმში, თავდაცვის მინისტრის 1993 წლის 8 მაისის (#197) ბრძანებით.
ბატალიონის შექმნის მიზანი სოხუმის ჩრილო-დასავლეთით შრომა-კომანი-ახალშენის მიმართულების შემდგომი ფორტიფიკაცია და საჯარისო დანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება იყო. დამტკიცდა 690-კაციანი მეთაურთა და მებრძოლთა საშტატო შემადგენლობა. ბატალიონის მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახლდათ პოლკოვნიკი ამირან კიკაბიძე, ხოლო 1993 წლის 11 ივნისის (#213) ბრძანებით მე-8 ბატალიონის მეთაურად დაინიშნა ვიცე-პოლკოვნიკი რეზო ასმავა.
ბატალიონი დაკომპლექტდა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა შენაერთში ფორმირებული ოთხი ასეულისაგან, რომელთაც მე-8 (სამთო) ბატალიონში გაერთიანებამდე, განვლილი ჰქონდა საბრძოლო გზა: 1993 წლის 7 მაისის (#196) ბრძანებით, ბატალიონის პირველ ასეულში გაწევრიანდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონიდან გადმოსული ე.წ. ცუგუროვკის ასეულის 170 მებრძოლი.
1993 წლის 2 ივნისის (#211) ბრძანებით, ბატალიონის მე-2 ასეულში გაწევრიანდა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის ბაგრატიონის
სახელობის რაზმის 48 მებრძოლი. 1993 წლის 28 მაისის (#205) ბრძანებით, ბატალიონის მე-3 ასეულში გაწევრიანდა ტანკ-საწინააღმდეგო დივიზიონიდან გადმოყვანილი 104 მებრძოლი, ძირითადად სოფელ ზემო კომანიდან.
1992 წლის 2 ნოემბრის (#79/77) ბრძანებით მე-8 ბატალიონის მე-4 ასეულში გაწევრიანდა შექმნილი კავშირგაბმულობის ბატალიონის მთლიანი შემადგენლობა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ძირითადად ბესლეთის სოფლის საბჭოს (სოფ. აბჟაყვა) მკვიდრთაგან, 74 მებრძოლის სახით.
1993 წლის 26 მაისის (#204) ბრძანებით, ბატალიონში ირიცხებოდა აგრეთვე, თბილისელი მოხალისეებისაგან შემდგარი დაზვერვის ოცეული.
მოქმედების არეალისა და სპეციფიკის მიხედვით ბატალიონს ხშირად სამთოსაც უწოდებდნენ. ბატალიონის შტაბი მდებარეობდა ბირცხისა და იაშთხვის მთებს შორის ცუგუროვკის სიმაღლის ასასვლელთან მდებარე „პოლიეთილენის“ საამქროს შენობაში.
ბატალიონის ოფიცრობას შეადგენდა ზემოხსენებული სოფლებისა და ქალაქ სოხუმის მკვიდრნი. აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან, ბატალიონში გაწევრიანებულმა ასეულებმა განიცადეს ცოცხალი ძალის დანაკარგი გაერთიანებამდე და მის შემდეგაც...
ადეიშვილი გონერ
ადეიშვილი საულ (ზური)
ახობაძე კახა
ბერია ვასილ
ბენიძე ზური
ბერულავა ვახტანგ
ბერულავა მურმან
ბერულავა რომან
ბოჯგუა ვახტანგ
გამსახურდია ალექსანდრე
გადრანი გენადი
გვიჩიანი ადამ
გვიჩიანი ელგუჯა
გიორბელიძეები ავერიონ და ნუგზარ
გიორბელიძე ზურაბ
გოგია ნიკოლოზ
გულედანი გუნტერ
გურჩიანი ზურა
ეფაძე დავით (დათო)
თაბუკაშვილი მამუკა
თოდუები ზაურ და დათო
კალანდარიშვილი ამირან
კალანდარიშვილი ტარიელ
კახიანი მალხაზ
კახიანი ვლადიმერ
კახიანი ავთანდილ
კვანტალიანი გოჩა
კვანჭიანი შოთა
კვანჭიანი ჭუჭუ (რევაზ)
კვიციანი ეგნატე
კვიციანი ილია
კოპალიანი ელგუჯა
კოპალიანი მურმან
კოპალიანი ნუგზარ
264 საქართველოსთვის
კურტანიძე აკაკი
ლაშხია ლაშა
მაისურაძე შოთა
მიქელაძე მინდია (ბაჩუკი)
მუშკუდიანი ბადრი
ნანავა საშა
პაკელიანი ზაზა
პაკელიანი მერი
სალნთხუციშვილი თემურ
სუბელიანი ანზორ
ფანჩვიძე ომარ
ქარდავა დემურ
ქირია კობა
ყურაშვილი ბონდო
შენგელია ზურაბ
ცხვარაძე ალექსანდრე
ცხვარაძე გურამი (გური)
ძაძამია თენგიზ
ჩხეტიანი თამაზ
ჩხეტიანი მურთაზ
ჩხეტიანი მერაბ
ხვედელიძე ბადრი
ჯიმშელეიშვილი ნავაზ