სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კოპალიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

253       ბეჭდვა

ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

უფროსი  ლეიტენანტი  ნუგზარ  ნიკოლოზის  ძე  კოპალიანი  დაიბადა   1960  წლის  22 ოქტომბერს, გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ყადაში. დაამთავრა   ბესლეთის  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის შემდეგ  მიიღო  განათლება  სოხუმის  ინდუსტრიულ  ტექნიკუმში.მუშაობდა  სოხუმის შემოვლითი  გზის  მშენებლობაზე - სამთო-აფეთქებით  სამუშაოებზე.


      1992  წლის  ოქტომბრიდან, ნუგზარ  კოპალიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო   კორპუსის  23-ე  ბრიგადის   კავშირგაბმულობის  ბატალიონში,(შემდგომ  გარდაიქმნა  მე-8  ბატალიონად). იყო  მე-4  ასეულის მე-3  ოცეულის  მეთაური.  ებარა  ასეულის  ნაღმტყორცთა  ბატარეა. იბრძოდა    მდინარე  გუმისთის  პოზიციებზე,სოფელ  შრომაში  და  ცუგუროვკის  მაღლობზე,დაჭრილსაც  კი  არ  მიუტოვებია  პოზიციები. თავისი  საბრძოლო  საქმიანობიდან  გამომდინარე ,  ნაღმის  გაშვების  გათვლის   საოცარი  სიზუსტის,აკურატულად  საქმის  ბოლომდე   მიყვანისაა და  ამავე  დროს  ტყის  მოხდენილ  ფრინველთან  უცნაური   მსგავსების  გამო  მეომრებმა  ზედმეტსახელად  „კოდალა“ შეარქვეს, მოწინააღმდეგეც  კი  ამ  სახელით  მიმართავდა  რაციით  მოლაპარაკების  დროს.

    1993  წლის   სექტემბერში,სოხუმზე  განხორციელებული   მორიგი  თავდასხმის  პირველ  დღეს,ბირცხის  მთაზე  შემოღწეული  მტრის  განსადევნად,სოფელ  ბესლეთის  მკვიდრთა  პირველი  ჯგუფის  წარუმატებლობის  შემდეგ, მან  ხელმეორედ  შეკრიბა  რაზმი  სოფლის  მოხალისეებისგან.დაგეგმა  ოპერაცია  ძველი  პოზიციების  აღსადგენად  და  120  მმ  ნაღმტყორცნებით  სოხუმის  შემოვლითი  გზის  ჩრდილოეთიდან   ჩასაკეტად.  ეს  ოპერაცია  დაგვიანებული  აღმოჩნდა - მტერმა  ბირცხა  დაიკავა. პოზიციებმდე  არმისულ  რაზმს  ჩასაფრებული  მოწინააღმდეგე  თავს  დაესხა  და  20  სექტემბერს  ნუგზარ  კოპალიანი  უთანასწორო  ბრძოლაში  დაიღუპა.   მადლიერმა  მეომრებმა,ბრძოლის  ველზე  არ  დატოვეს  მეგობრის  ცხედარი,ღამით ჩამოიტანეს  მთიდან.

   ნუგზარ  კოპალიანი  დაკრძალულია  სოფელ  ბესლეთში,საკუთარ  ეზოში.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა   და  თავგანწირვისათვის  ნუგზარ  კოპალიანი,  სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ღირსების  ორდენითა   და   მედლით „მხედრული  მამაცობისთვის“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0