სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კოპალიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი დაიბადა 1963 წლის 16 ივნისს სოხუმის რ-ნი სოფელ კელასურში. 


1992 წლის 14 აგვისტოდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23 ბრიგადის პირველ მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.

ავღანეთში ჰქონდა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური.

გურჯი კოპალიანი 1993 წლის 17 მარტს სოფელ აჩადარაში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. წინა ხაზზე გმირულად გარდაიცვალა.



დავჯაილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.


გურჯი კოპალიანი.დაიღუპა 15-16 მარტის სოხუმზე შტურმის დროს 16მარტს..ამ დროისთვის დაჭრილი,საავადმყოფოში მყოფმა         გაიგო თუ არა,რომ სოხუმზე განხორციელდა მტრის მთლიანი ბრძოლისუნარიანი ძალებით  შტურმი,ბევრი ფიქრის გარეშე იმავდროულად დაჭრილი გაეშურა საბრძოლო პოზიციებისკენ.სამწუხაროდ ეს ბრძოლა უკანასკნელი გამოდგა მისთვის. ის ერთ-ერთაგანი იყო ვინც კი რუსეთ-საქართველოს 1992წლის ომის დაწყებისთანავე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში.იბრძოდა ყველგან სადაც კი გასაჭირი იყო.როგორც ავღანეთის ომის გამოცდილმა ვეტერანმა თავისი რჩევებითა და თავისი მოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის დაბადების საქმეში!

„ ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია

    16 მარტი... დილის 5 საათზე  ბრიგადის  მზვერავმა სოხუმელმა ბესიკ გეთიამ 1-ლი ბატალიონის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუმისთის ხიდის მისვლამდე სომხების სახლების სარდაფებში იმალებოდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები. რომლებსაც სომხების სახლთან გზა ჰქონდთ ჩაკეტილი.

     გზის იქეთა მხარეს ჩარჩენილი იყო ბატალიონის 1-ლი ასეული, (მეთაური გია ელიავა). ასეულის შემადგენლობაში, რამდენიმე ლეჩხუმელი მებრძოლის გარდა, თითქმის ყველა ზემო კელასურელი მეომარი იყო.

       1-ლი ბატალიონის უფროსის მოადგილემ, ზემო კელასურელმა მაიორმა იური ომანაძემ, ამ ამბის გაგებისთანავე, სწრაფად დაიწყო გამოცდილი მებრძოლების შეგროვება...

         - არავითარი სამხედრო ტექნიკა იქ არაა საჭირო.  ისეთი ადგილებია სამხედრო ტექნიკით ვერსაიდან ვერ მიუდგები. მხოლოდ მე და ჩემი რამდენიმე მებრძოლი ბიჭი წავალთ და როგორმე შევეცდებით გზის გახსნას... - უთხრა მაიორმა იური ომანაძემ ბატალიონის ხელმძღვანელობას.

   

იური ომანაძე                                                                                                  

    - და გზის გახსნა, მხოლოდ რამდენიმე მებრძოლით გინდა? - უთხრეს მას.

    ომანაძე წელში გასწორდა, იგი სპორტული აღნაგობის, ჩაფსკვნილი, ძლიერი პიროვნება იყო. კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირის პრიზიორი იყო კლასიკურ ჭიდაობაში. ვაჟკაცურად შედგა მათ წინ და მტკიცედ  უთხრა:                                                                                                          

    - საფრთხეში ჩემი თანასოფლელი ბიჭებია, ჩემი ბავშვობის მეგობრები, ჩემი თანაკლასელები და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები... ახლა ჩვენთვის ვის ცალია?.. მთელი ფრონტის ხაზი გუმისთის ხიდიდან ზღვის პირამდე ცეცხლის ალშია გახვეული... რა ვქნა? ჩემი სოფლის ბიჭებს განსაცდელში ხომ ვერ მივატოვებ?.. მათი დახმარება ჩემი ვალია. უნდა წავიდე...

           სწრაფად შეტრიალდა და რამდენიმე მებრძოლთან ერთად წავიდა.

         გუმისთის ხიდის მისვლამდე 150 მეტრის დაშორებით ე. წ. „ზერკალოსთან“ ხელმარჯვნივ, ფერდობზე, საოცრად მომხიბლავ ადგილას,  ორმაგი ბლოკით კოხტად ნაგები სამი ორსართულიანი სახლი იდგა, სადაც სომხები ცხოვრობდნენ.  ერთი მხრივ სოხუმის შოსე უვლიდა, ცოტა მოშორებით მდინარე გუმისთა ჩამოუდიოდა. სახლების უკანა მხარე ცადაზიდული მწვანე მთებით იყო გარს შემოჯარული. ერთი სიტყვით  სომხების სახლებს ვერსაიდან ვერ მიუდგებოდა „მტერი“, ისე მაგრად იყო „ბუნებისგან“ დაცული.

          თენდებოდა, მაგრამ გარეთ გამოსვლას ვინ გაბედავდა?..  ყველგან „გრადების“  თუ ჰაუბიცების რეაქტიული ჭურვები სტვენა-სტვენით დაფრინავდნენ, მხოლოდ სომხების უშიშარი ძაღლები  ღავღავებდნენ შეუსვენებლად.

         ქართველმა მებრძოლებმა მისვლისთანავე ყოველი  მხრიდან გააფთრებით შეუტიეს  სომხების ორსართულიანი სახლის სარდაფს, სადაც აფხაზური მხარის ბოევიკები იყვნენ გამაგრაბული. შიგნით  მყოფთ კარგად ესმოდათ, თანდათან, როგორ უახლოვდებოდათ ქართველები, ყვირილი, შეძახილები, ხელყუმბარის გამაყრუებელი აფეთქების ხმა, მაგრამ უშედეგოდ, სარდაფის კედლების სისქე ორ ბლოკიან წყობაზე გაცილებით მეტი იყო.

          - დაყარეთ იარაღი!.. - გაისმა ფორტოჩკიდან აფხაზთა  მეთაურის ყვირილი.

          - ენაზე ესროლე! - ომანაძემ მოღრიალე ბოევიკზე ანიშნა გურჯი კოპალიანს.

         გურჯიმ მიზანში ამოიღო სარდაფის ფორტოჩკა და ადგილზე გაშეშდა.

         იური ომანაძემ გურჯი კოპალიანს მოხედა მის მეგობარს სახე ალეწილი  ჰქონდა...

- რა მოხდა?

- პირდაპირ, სარდაფის ფორტოჩკას შეხედე, ხედავ, ყომბარმტყორცნს? - და თითი სომხის ორსართულიან სახლისკენ გაიშვირა, სადაც, ქვემოთ, სარდაფის ვიწრო, ოდნავ შესამჩნევ ფორტოჩკის ქვედა კუთხეში თავი ჰქონდა გამოყოფილი AGS-17 მარკის ავტომატურ ყუმბარმტყორცს.

           რამდენიმე წუთი და სარაფიდან ავტომატური ყუმბარმტყორცნის ჭურვების გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. ქართველებმა საპასუხოდ სამოცი-სამოცდაათი მეტრიდან ცეცხლგამჩენი ტყვიები დაუშინეს. სახლების სახურავს ლაწალუწი გაჰქონდა, სომხების სახლები ცეცხლის ალში ეხვეოდა...

         სასტიკი ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. აფხაზთა სამყოფელის აღება იოლი არ აღმოჩნდა, სარდაფიდან რუსების ავტომატური ყუმბარმტყორცნი დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა და ბიჭებს თავის წამოწევის საშუალებას არ აძლევდა.

        უცებ ერთი ჭურვი  სოხუმელი რევაზ სიმონიშვილის ახლოს აფეთქდა, ძლიერი აღნაგობის ბიჭმა თავის წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

 - ნუ გეშინია, ძმაო, ახლავე ბიჭებს დავუძახებ... - სწრაფად მიხოხდა სასიკვდილოდ დაჭრილ მეგობართან ბირცხელი გურამ ფანჩვიძე.                                                                                     

      - არა გურამ, არა ძმაო! - ძლივს ამოილაპარაკა. - გათავებული ვარ უკვე და ეგ არის!..- ამის თქმა და თავი მარცხნივ გადაუვარდა.

         გურამ ფანჩვიძემ წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, რომ სარდაფიდან გამოსროლილმა ყუმბარმტყორცნის ჭურვის ნაფლეთებმა მკერდი დაუცხრილეს და უსულოდ დავარდა რევაზ სიმონიშვილის გვერდით.

        გზიდან  სამოციოდე ნაბიჯის დაშორებით ველური ბილიკი მიემართებოდა სომხის ორსართულიანი სახლისკენ. ეს მონაკვეთი დანაღმული არ უნდა ყოფილიყო. და ეს ბილიკი სარდაფს მთების მხრიდან უვლიდა. სოხუმელმა თამაზ მიქაძემ სასწრაფოდ იხმო ორი თბილისელი მებრძოლი ( მათი ვინაობა სამწუხაროდ ვერ დავადგინე ) მაგრამ უეცრად ბუჩქნარებს იქით, სახლის უკანა მხარეს, რაღაც სხეული შენიშნა,  ვიღაცა მიწაზე მიხოხავდა ხელყუმბარით, ქართველი მებრძოლების მიმართულებით. ორი წუთი და  აფხაზი ბოევიკი  წამოიმართა და ხელყუმბარის ქართველებისკენ გადაგდება დააპირა, თამაზ მიქაძე იძულებული გახდა ესროლა და მოეკლა აფხაზი ბოევიკი. მაგრამ გახსნილი ყუმბარა ხელში აუფეთქდა  და აფეთქების ხმაზე სარდაფის მხრიდან ტყვიების წვიმა წამოვიდა. სოხუმელი თამაზ მიქაძე და ორი თბილისელი მებრძოლი  მკერდდაცხრილული დავარდნენ მიწაზე...

        იური ომანაძემ  ცოცხლად დარჩენილ მეგობრებთან, ზემო-კელასურელ გურჯი კოპალიანთან,  სოხუმელ გიორგი თვალთვაძესთან  და სოხუმელ ჯუმკა ( გვარი ვერ დავადგინე) ერთად სარდაფს მეორე მხრიდან შემოუარეს, სადაც კაპიტალურად ნაგები შენობის გვერდით რეზინის მოზრდილი ბაჩონკები ელაგა. ბიჭებო ბაჩონკას მოშორდით, ბენზინი არ იყოს მასში. - იყვირა იური ომანაძემ, როცა შეამჩნია ბაჩონკის თავი გარედან იყო სველი. - ამ მხეცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. - სულ რამდენიმე წუთში შენობის ორივე მხრიდან, აფხაზებმა ცეცხლოვანი ტყვიების ჯერი გამოუშვეს. რამდენიმე ბენზინიანი ბაჩონკა აფეთქდა, მაგრამ ბიჭებმა დროზე მოასწრეს გაუჩინარება. 

           ომანაძემ ერთერთ ჩამბელ მებრძოლს  უბრძანა ბატალიონის მეომრებისთვის ეცნობებია შექმნილი მდგომარეობა... თვითონ კი მტკიცედ გადაწყვიტა , გურჯი კოპალიანთან, გიორგი თვალთვაძესთან და სოხუმელ მებრძოლ ჯუმკასთან ერთად სახლის სარდაფისკენ თავგანწირული ბრძოლით გაეკვლია გზა და აფხაზური მხარის ბოევიკები როგორმე სარდაფშივე ჩაეხოცა. სიკვდილთან ბრძოლა, რა თქმა უნდა საშინელება იყო, მაგრამ როცა გმირობაზეა, ლაპარაკი, სულით ძლიერი ქართველი მებრძოლები ყველაფერზე მიდიან...

         ტყვიების წვიმაში, ელვის უსწრაფესად მიაღწია იური ომანაძემ სარდაფის ფორტოჩკამდე და გახსნილი ხელყუმბარა ზუსტი სროლით გააძვრინა ფორტოჩკის ქვედა კუთხეში. ძლიერი აფეთქების ხმამ აფხაზი ბოევიკები პანიკამ მოიცვა, ამით ისარგებლა  ჯუმკამ, სარდაფში როგორღაც შეძვრა და ორი წინასწარ გახსნილი ხელყუმბარებით გაშტერებული შეუვარდა მგლის ხროვას... აფეთქების ტალღამ სახლი შეაზანზარა. სარდაფში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა...

    სასიკვდილოდ დაჭრილი ომანაძის გამოყვანა სცადეს გურჯი კოპალიანმა და გიორგი თვალთვაძემ მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში სამივე დაიღუპა...


გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი
დაიბადა 1963 წლის 16 ივნისს, ქ. სოხუმის რ-ნი სოფ.კელასური.
გურჯი კოპალიანი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელთა ბატალიონის რიგებში ჩაირიცხა 1992 წლის 14 აგვისტოდან. მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში, მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. იგი იყო დისციპლინირებული, შედგრად და შეუპოვრად იცავდა მშობლიურ მიწა-წყალს.
გ. ნ. კოპალიანი თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა, როგორც პატრიოტი და კეთილსინდისიერი მებრძოლი.
ერთ-ერთი შემოტევის დროს კერძოდ; აჩადარაში თავის მებრძოლებთან ერთად მტრის ჯგუფს დიდი ზარალი მიაყენა.
გ. ნ. კოპალიანს საომარი მოქმედებების დიდი გამოცდილება ჰქონდა, რადგანაც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა ავღანისტარში.
1993 წლის 17 მარტს უთანასწორო ბრძოლას ქ. სოხუმის რ-ნი, სოფელ აჩადარაში (კეძოდ გუმისთის მიდამოებში) მტერთან ბრძოლის დროს წინა ხაზზე გმირულად დაეცა. სიკვდილის შემდეგ გ. ნ. კოპალიანი დაჯილოებულია ვ. გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით

წყარო მარინა ნაჭყებია


გარდაიცვალნენ ერთად  გიორგი გურამის ძე თვალთვაძე 1962-93წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი


იური ომანაძე ომარის ძე 1957-1993წწ გარდ. 36 წლის აფხაზეთში დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი





თამაზ (ხვიჩა) მიქაძე

თამაზ გივის ძე მიქაძე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს II

საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელთა ბატალიონის რიგებში

ირიცხებოდა 1992 წლის 4 ოქტომბრიდან (ბრძანება N72) და დაინიშნა მესამე

საცეცხლე ოცეულში 1 ნოემბრიდან.

აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს, მან თავი გამოიჩინა,

როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა

მებრძოლმა. მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა

საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 16 მარტს სოფ. აჩადარასთან მიმდინარე ბრძოლის დროს გმირულად

დაიღუპა.

დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 


ავტორი ნუგზარ ქებურია  გ ი ო რ გ ი - ჯ უ მ კ ა  თ ვ ა ლ თ ვ ა ძ ე

                                        

           16 მარტი... დილის 5 საათზე  23-ე ბრიგადის  მზვერავმა სოხუმელმა ბესიკ გეთიამ 1-ლი ბატალიონის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუმისთის ხიდის მისვლამდე სომხების სახლების სარდაფებში იმალებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბოევიკები. რომლებსაც სომხების სახლთან გზა ჰქონდთ ჩაკეტილი...

            თენდებოდა, მაგრამ გარეთ გამოსვლას ვინ გაბედავდა?..  ყველგან „გრადების“  თუ ჰაუბიცების რეაქტიული ჭურვები სტვენა-სტვენით დაფრინავდნენ, მხოლოდ სომხების უშიშარი ძაღლები  ღავღავებდნენ შეუსვენებლად.

            - დაყარეთ იარაღი!.. - გაისმა სარდაფის სარკმელიდან ავაზაკთა  მეთაურის ყვირილი.

          - ენაზე ესროლე! - ომანაძემ მოღრიალე ბოევიკზე ანიშნა გურჯი კოპალიანს.

         გურჯიმ მიზანში ამოიღო სარდაფის სარკმელი და ადგილზე გაშეშდა.

         იური ომანაძემ გურჯი კოპალიანს მოხედა მის მეგობარს სახე ალეწილი  ჰქონდა...

- რა მოხდა?

- პირდაპირ, სარდაფის ფორტოჩკას შეხედე, ხედავ, ყომბარმტყორცნს? - და თითი სომხის ორსართულიან სახლისკენ გაიშვირა, სადაც, ქვემოთ, სარდაფის ვიწრო, ოდნავ შესამჩნევ სარკმელის ქვედა კუთხეში თავი ჰქონდა გამოყოფილი AGS-17 მარკის ავტომატურ ყუმბარმტყორცს.

            ომანაძემ ერთერთ ჩამბელ მებრძოლს  უბრძანა ბატალიონის მეთაურისთვის ეცნობებია შექმნილი მდგომარეობა... თვითონ კი მტკიცედ გადაწყვიტა , გურჯი კოპალიანთან, სოხუმელ გიორგი (ჯუმკა) თვალთვაძესთან და მის განუყრელ მეგობართან თამაზ (ხვიჩა) მიქაძესთან ერთად სახლის სარდაფისკენ თავგანწირული ბრძოლით გაეკვლია გზა და მტრის ბოევიკები როგორმე სარდაფშივე ჩაეხოცა. სიკვდილთან ბრძოლა, რა თქმა უნდა საშინელება იყო, მაგრამ როცა გმირობაზეა, ლაპარაკი, სულით ძლიერი ქართველი მებრძოლები ყველაფერზე მიდიან...

         ტყვიების წვიმაში, ელვის უსწრაფესად მიაღწია იური ომანაძემ სარდაფის სარკმელამდე და გახსნილი ხელყუმბარა ზუსტი სროლით გააძვრინა სარკმელის ქვედა კუთხეში. ძლიერი აფეთქების ხმამ ბანდიტური ფორმირების ბოევიკები პანიკამ მოიცვა, ამით ისარგებლა  გიორგი (ჯუმკა) თვალთვაძემ, სარდაფში როგორღაც შეძვრა და ორი წინასწარ გახსნილი ხელყუმბარებით გაშტერებული შეუვარდა მგლის ხროვას... აფეთქების ტალღამ სახლი შეაზანზარა. სარდაფში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა...

    სასიკვდილოდ დაჭრილი ომანაძის გამოყვანა სცადეს გურჯი კოპალიანმა და თამაზ (ხვიჩა) მიქაძემ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში სამივე დაიღუპაა

არსენ გულბანის ვეტერანი მოგონება

ერთი დღით ადრე სანამ დაიღუპებოდნენ ცხონებული ხვიჩა მიქაძე და ჯუმკა(გიორგი)თვალთვოძე ისინი გელოვანის ქუჩაზე მეზობლები იყვნენ ერთმანეთის ერთად იზრდებოდნენ ომშიც ერთად იყვნენ პოზიციებზე(მიმინო)ეერთად დადიოდნენ ერთმანეთს ძმებივით უფრთხილდებოდნენ,წინა დღეს მარტში ორივემ სახლში გამომიარეს მომიკითხეს ,დანაჭერს რამე ხომ არ გჭირდება არსენო ვეხვეწე დარჩით ხვალ წადითპოზიციები ჩემი სახლიდან 1,5საათის ფეხით სავალი იყო,სიცილი დაიწყეს ტრანსპორტი გვყავსო ,გამიყვანეს გარეთ და მეც გავოცდი !თეთრი ცხენი ყავდათ საიდანღაც მითხრეს რაღას მოძრაობებია პოზიციებზე მგონი ემზადებიან იქ უნდა ვიყოთ ბიჭებს ვერ დავაღალატებთო !ვეხვეწე მეც წამოვალ ცხენზე მე დავჯდები თქვენ ფეხით წამოდით (ფეხებში ვიყავი დანაჭერი)უარი მითხრეს შწნ ჯერკიდევ სუსტად ხარ გიჭირს სიარული რამე რომ მოხდეს მერე ჩვენ თავს ვერ ვაპატიებთო ,რაჟოკებს მაინც მოგაწვდით,ტყვიებს დავტენი ვეხვეწე არაფერმა გასჭრა ! ხალისიანი მუდამ ორივე მომღიმარე მახსოვს ცხენზე რომ ამხედრდნენ იხუმრეს ხაჯარადზე უკეთესი ბიჩები ხომ ვართო !?ცხონებულმა დედაჩემა დალოცა რომ არ დამივიწყეს მომიკითხეს!რას და ვინ იფიქრებდა ვინმე რომ ორივე ვერ დაბრუნდდებოდნენ ,ორივე ერთ უბედურ სომხის სახლში აჩადარის სარკესთან ექიმის სახლში ჩასაფრებულ მტერს გმირულად შესწირავდნენ სიცოცხლეს საკუთარ ქალაქს და კუთხეს!უფალმა გაანათლოს მათი სული და მარადიული ხსოვნა ყველა გმირს ვინც სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოსათვის!





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0