გიორგი გურამის ძე თვალთვაძე დაიბადა 1962 წლის 07 იანვარს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა მე-17 საშუალო სკოლაში წარჩინებული მოსწავლე აქტიურად მონაწილებდა საშუალო სკოლის ღონისძიებებში. გატაცებული იყო სპორტში.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1982წელს წარჩინებიით პედაგოგიური ფაკულტეტის სრული კურსი.
ამავე წელს გაიწვიეს არმიის რიგებში, სამხედრო-სავალდებული სამსახური მოიხადა რუსეთის ფედერაციის ქალაქ რუზაში.
საომარი მოქმედებების დროს გიორგი თვალთვაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელი ბატალიონის ოცმეთაურად, მისი რაზმი. „მიმინო“ იბრძოდა სოფელ აჩადარაში.
გიორგი თვალთვაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მარიასთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი თვალთვაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ჯუმა თვალთვაძე გარდ. 16 მარტი 1993წ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი
გაზეთი ჯიხა http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/272319/1/Jixa_1993_N9.pdf
გარდაიცვალნენ ერთად თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 1964-93წწ. გარდ. აჩადარა აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი
იური ომანაძე ომარის ძე 1957-1993წწ გარდ. 36 წლის აფხაზეთში დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი
ავტორი ნუგზარ ქებურია გ ი ო რ გ ი - ჯ უ მ კ ა თ ვ ა ლ თ ვ ა ძ ე
16 მარტი... დილის 5 საათზე 23-ე ბრიგადის მზვერავმა სოხუმელმა ბესიკ გეთიამ 1-ლი ბატალიონის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუმისთის ხიდის მისვლამდე სომხების სახლების სარდაფებში იმალებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბოევიკები. რომლებსაც სომხების სახლთან გზა ჰქონდთ ჩაკეტილი...
თენდებოდა, მაგრამ გარეთ გამოსვლას ვინ გაბედავდა?.. ყველგან „გრადების“ თუ ჰაუბიცების რეაქტიული ჭურვები სტვენა-სტვენით დაფრინავდნენ, მხოლოდ სომხების უშიშარი ძაღლები ღავღავებდნენ შეუსვენებლად.
- დაყარეთ იარაღი!.. - გაისმა სარდაფის სარკმელიდან ავაზაკთა მეთაურის ყვირილი.
- ენაზე ესროლე! - ომანაძემ მოღრიალე ბოევიკზე ანიშნა გურჯი კოპალიანს.
გურჯიმ მიზანში ამოიღო სარდაფის სარკმელი და ადგილზე გაშეშდა.
იური ომანაძემ გურჯი კოპალიანს მოხედა მის მეგობარს სახე ალეწილი ჰქონდა...
- რა მოხდა?
- პირდაპირ, სარდაფის ფორტოჩკას შეხედე, ხედავ, ყომბარმტყორცნს? - და თითი სომხის ორსართულიან სახლისკენ გაიშვირა, სადაც, ქვემოთ, სარდაფის ვიწრო, ოდნავ შესამჩნევ სარკმელის ქვედა კუთხეში თავი ჰქონდა გამოყოფილი AGS-17 მარკის ავტომატურ ყუმბარმტყორცს.
ომანაძემ ერთერთ ჩამბელ მებრძოლს უბრძანა ბატალიონის მეთაურისთვის ეცნობებია შექმნილი მდგომარეობა... თვითონ კი მტკიცედ გადაწყვიტა , გურჯი კოპალიანთან, სოხუმელ გიორგი (ჯუმკა) თვალთვაძესთან და მის განუყრელ მეგობართან თამაზ (ხვიჩა) მიქაძესთან ერთად სახლის სარდაფისკენ თავგანწირული ბრძოლით გაეკვლია გზა და მტრის ბოევიკები როგორმე სარდაფშივე ჩაეხოცა. სიკვდილთან ბრძოლა, რა თქმა უნდა საშინელება იყო, მაგრამ როცა გმირობაზეა, ლაპარაკი, სულით ძლიერი ქართველი მებრძოლები ყველაფერზე მიდიან...
ტყვიების წვიმაში, ელვის უსწრაფესად მიაღწია იური ომანაძემ სარდაფის სარკმელამდე და გახსნილი ხელყუმბარა ზუსტი სროლით გააძვრინა სარკმელის ქვედა კუთხეში. ძლიერი აფეთქების ხმამ ბანდიტური ფორმირების ბოევიკები პანიკამ მოიცვა, ამით ისარგებლა გიორგი (ჯუმკა) თვალთვაძემ, სარდაფში როგორღაც შეძვრა და ორი წინასწარ გახსნილი ხელყუმბარებით გაშტერებული შეუვარდა მგლის ხროვას... აფეთქების ტალღამ სახლი შეაზანზარა. სარდაფში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა...
სასიკვდილოდ დაჭრილი ომანაძის გამოყვანა სცადეს გურჯი კოპალიანმა და თამაზ (ხვიჩა) მიქაძემ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში სამივე დაიღუპა...
არსენ გულბანის ვეტერანი მოგონება
ერთი დღით ადრე სანამ დაიღუპებოდნენ ცხონებული ხვიჩა მიქაძე და ჯუმკა(გიორგი)თვალთვოძე ისინი გელოვანის ქუჩაზე მეზობლები იყვნენ ერთმანეთის ერთად იზრდებოდნენ ომშიც ერთად იყვნენ პოზიციებზე(მიმინო)ეერთად დადიოდნენ ერთმანეთს ძმებივით უფრთხილდებოდნენ,წინა დღეს მარტში ორივემ სახლში გამომიარეს მომიკითხეს ,დანაჭერს რამე ხომ არ გჭირდება არსენო ვეხვეწე დარჩით ხვალ წადითპოზიციები ჩემი სახლიდან 1,5საათის ფეხით სავალი იყო,სიცილი დაიწყეს ტრანსპორტი გვყავსო ,გამიყვანეს გარეთ და მეც გავოცდი !თეთრი ცხენი ყავდათ საიდანღაც მითხრეს რაღას მოძრაობებია პოზიციებზე მგონი ემზადებიან იქ უნდა ვიყოთ ბიჭებს ვერ დავაღალატებთო !ვეხვეწე მეც წამოვალ ცხენზე მე დავჯდები თქვენ ფეხით წამოდით (ფეხებში ვიყავი დანაჭერი)უარი მითხრეს შწნ ჯერკიდევ სუსტად ხარ გიჭირს სიარული რამე რომ მოხდეს მერე ჩვენ თავს ვერ ვაპატიებთო ,რაჟოკებს მაინც მოგაწვდით,ტყვიებს დავტენი ვეხვეწე არაფერმა გასჭრა ! ხალისიანი მუდამ ორივე მომღიმარე მახსოვს ცხენზე რომ ამხედრდნენ იხუმრეს ხაჯარადზე უკეთესი ბიჩები ხომ ვართო !?ცხონებულმა დედაჩემა დალოცა რომ არ დამივიწყეს მომიკითხეს!რას და ვინ იფიქრებდა ვინმე რომ ორივე ვერ დაბრუნდდებოდნენ ,ორივე ერთ უბედურ სომხის სახლში აჩადარის სარკესთან ექიმის სახლში ჩასაფრებულ მტერს გმირულად შესწირავდნენ სიცოცხლეს საკუთარ ქალაქს და კუთხეს!უფალმა გაანათლოს მათი სული და მარადიული ხსოვნა ყველა გმირს ვინც სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოსათვის!