სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ხვიჩა შალვაშვილი 1969-1993წწ  27/09/93წწ. გარდ. 24 წლის, სოხუმი აფხაზეთი დ. თბილისი ხვიჩა შალვაშვილი 1969-1993წწ  27/09/93წწ. გარდ. 24 წლის, სოხუმი აფხაზეთი დ. თბილისი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შალვაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

285       ბეჭდვა

ხვიჩა შალვაშვილი 1969-1993წწ 27/09/93წწ. გარდ. 24 წლის, სოხუმი აფხაზეთი დ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე



ხვიჩა (გულისა?) შალვაშვილი იოსების ძე დაიბადა 1969 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში.



1975–1986 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 155–ე საშუალო სკოლაში.

1988–1990 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

მუშაობდა ქ. თბილისის სამხედრო კომენდატურაში. 1992 წლიდან იყო ,,ავღანმელთა" ბატალიონის წევრი.


1993 წელს მუშაობა დაიწყო უშიშროების სამინისტროში (სამხედრო წოდება – ზემდეგი).

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა  ქ. სოხუმში მინისტრთა საბჭოს დაცვის დროს (საფლავი უცნობია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენით.



შალვაშვილი ხვიჩა

''ერთი ვაჟკაცი და ისიც საშობლოს''


დაიბადა 1969 წლის 30 სექტემბერს ქ,. თბილისში. სწავლობდა 155 საშუალო სკოლაში. 1990 წელს მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა ყველგან და ყოველთვის. უპირველეს მოვალეობად მას მიაჩნდა დაეცვა სამშობლოს ხვალინდელი დღე. ხვიჩა იზრდებოდა წმინდა მოწამეთა, სამშობლოსათვის თავდადებულთა მაგალითზე. ფიზიკურად ახოვანი ზღაპრიდან მოსულ გმირს ჰგავდა, სულითაც რაინდი იყო.

სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო.

ხვიჩა იოსების ძე შავლაშვილი “ავღანელთა“ ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა 1992 წლის სექტემბერში. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში ტამიშში, გუმისთაზე, შრომაში, კინდღში.

1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის ანძაზე განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს გამოიჩინა თავი. ბრძოლის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდას ბევრი თანამებრძოლი ცეცხლიდან გამოუყვანია.

1993 წლის 27 სექტემბერი – 6.00 საათი.

თენდება, ქალაქი ეცემა; ქალაქი მტრის ხელშია.

განიარაღებულ ქალაქში განიარაღბული მთავრობის სახლს მტერი ადვილად არგებს გასაღებს; და ასე იწყება უიმედო დასასრული . . .

ავღანელთა 40 კაციანი ჯგუფი შენობაში შევიდა.

“ავრანელები“ თვლიან, რომ შენობა არ უნდა მიატოვონ.

თანდათან უმართავი ხდება სიტუაცია.

ყველა მხრიდან მტერი უტევს, ნაღმტყორცნის ჭურვისგან რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება.

სამშობლოს მანამ უნდა ეფერო, სანამ მომხდური არ შეგახსენებს, რომ შენს სამშობლოს შენი სიცოცხლე ასევე სჭირდება.

თბილისელ “ავღანელებს“, ამ მამაც მეომრებს, ნაბიჯიც არ დაუხევიათ უკან. სოხუმის უკანასკნელ დღეებს ახსოვთ მათი ერთგულებაც და თავგანწირვაც (40 მეომრიდან 13 გადარჩა).

და. . . სწორედ ამ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმის მინისტრთა საბჭოს დაცვის დროს დაიკარგა უგზო-უკვლოდ ხვიჩა იოსების ძე შავლაშვილი.

სამი დის ერთად-ერთი საფიცარი ძმა - ხვიჩა იოსების ძე შავლაშვილი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ოერდენით.

22 წლის გმირმა ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა, მაგრამ მან დიდი სახელი დატოვა ქვეყნის, სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების წინაშე.

“ერთი ვაჟკაცი და ისიც სამშობლოს“.

ქართული ფუძე, ქართული ძირი ისევ ყვავილობს . . . 

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური-ის სტატია

ხვიჩა შალვაშვილი

1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასთან ერთად იმყოფებოდა. იგი დახვრიტეს... 

დაიბადა 1969 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში.1975–1986 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 155–ე საშუალო სკოლაში. 1988–1990 წლებში, იმსახურა  სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მუშაობდა ქ. თბილისის სამხედრო კომენდატურაში.

ხვიჩა  შავლაშვილი “ავღანელთა“ ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა 1992 წლის სექტემბერში. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში ტამიშში, გუმისთაზე, შრომაში, კინდღში.1993 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს უშიშროების სამინისტროში (სამხედრო წოდება – ზემდეგი).

1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავას დასაცავად შესულ მებრძოლთა შორის იყო. როგორც შემდგომ გაირკვა, ის დახვრიტეს...

ცირა შალვაშვილი, ხვიჩა შალვაშვილის და: " ჩემი ძმა სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ბიჭი იყო, ამიტომაც წავიდა ომში, რომ ქვეყნის ერთიანობის  დასაცავად თავისი წვლილი შეეტანა. უშიშროებაში მუშაობდა. ჩვენი მეზობელი ბიჭებიც იყვნენ მასთან ერთად წასულები, მათ შორის ანდრო კაკიაშვილი, რომელიც ომიდან დაჭრილი ჩამოიყვანეს და საბედნიეროდ, გადარჩა. ხვიჩა თავისი ნებით წავიდა ჩვენი სამშობლოს დასაცავად; ორჯერ იყო წასული, პირველად რომ ჩამოვიდა, ძალიან ცუდად იყო, ძალიან განიცდიდა აფხაზებთან ომს_ ძმები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენო, ამბობდა. სექტემბრის ბოლოს, უკვე, მეორედ წავიდა; მაშინ ავიამიმოსვლა აფხაზეთთან გართულებული იყო.. ჩემი ძმა 3 დღე-ღამე აეროპორტში ათენებდა და აღამებდა. საცოდავი დედაჩემი, ყოველ დღე მიდიოდა აეროპორტში და ეხვეწებოდა, არ წასულიყო_  დედის გული, ალბათ, გრძნობდა, რომ ხვიჩას რაღაც საფრთხე ელოდა; ხვიჩა დედის მუდარამაც ვერ შეაჩერა, ვერ შეუსრულა დედას თხოვნა,  არ დარჩა_ სამშობლოს ვერ ვუღალატებო და წავიდა...

ხვიჩა, ბოლოს,  ჩემმა სიძემ ნახა, თუ სწორად მახსოვს, 26 სექტემბერს_სვანეთიდან უნდა გადმოსულიყვნენ, მაგრამ ჩემ სიძეს არ გამოყვა_ ბატონ ჟიულის და ჩემ ბიჭებს ვერ მივატოვებ, ბოლომდე მათთან ერთად ვიქნებიო. იცით, ალბათ, ის ჟიული შარტავას დაცვის წევრი იყო... 27 სექტემბერს დაიღუპა..იგი  მინისტრთა საბჭოს შენობაში იყო, ჟიული შარტავასთან და დანარჩენ მებრძოლებთან ერთად.

რა და როგო როგორ მოხდა, დეტალები, ზუსტად არავინ იცის... რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა, ერთადერთი გადარჩენილი_გვარად ფიცხელაური, დედაჩემიც ფიცხელაური იყო და მან, დედას, პირდაპირ უთხრა, რომ ხვიჩა დახვრიტესო...  დედაჩემი ხვიჩაზე დარდს გადაყვა...

როგორც თანამებრძოლთა ნაამბობიდან ვიცით, ჩემი ძმა, იქვე დახვრიტეს. 25 წელი, ხვიჩას საფლავიც არ გვქონდა, თუმცა, ამ წლების განმავლობაში,კიდევ ცოცხლობდა ჩვენში პატარა იმედი, რომ, იქნებ, სადმე ცოცხალი ყოფილიყო... 

... 5 წლის წინ ‘’წითელმა ჯვარმა’’ იპოვა ხვიჩას ნეშტი და თბილისში გადმოასვენა. კიდევ ერთხელ დავიტირეთ,  სიცოცხლეზე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ჩემი ძმა, რომელმაც, თავისი სიცოცხლე, საქართველოსთვის გაწირა.

ძალიან კარგი ძმა მყავდა. ბავშვობიდან მართლა გამორჩეული ბიჭი იყო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე, კეთილშობილი. მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს სთესდა ირგვლივ. 23 წლის იყო, ცოლ-შვილი არ ჰყავდა...  ყველას დაამახსოვრა თავი თავისი ვაჟკაცური ხასიათით, აღნაგობით; ხვიჩა ყველას ძალიან უყვარდა... დიდუბეში დღემდე ახსოვთ, დიდი პატივისცემით და სიყვარულით იხსენებენ ის ადამიანები, ვინც მას იცნობდა..."

ხვიჩა შალვაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულებით, დაჯილდოებულია ვ.გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0