ვახტანგ გორგასალის 1-2-3 ხარისხის ორდენოსნების სია
კახაბერ ბოსიკაშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1968 წლის 8 მაისს.
კახაბერ ბოსიკაშვილი
სამშობლოს სიყვარული დედის რძესთან შეისისხლხორცა... უსაზღვროდ უყვარდა საქართველო და როცა აფხაზეთს გაუჭირდა თბილისელი ბიჭი კახაბერი უთქმელად ჩადგა საბრძოლო ბატალიონში.
იგი ჩაირიცხა 1992 წლის სექტემბერში, მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციებში, რომელიც შეასრულა ბატალიონმა აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ იბრძოდა სოფელ ლაბრაში, კინდღში, ტამიშში, შრომაში და სოხუმში.
1993 წლის სექტემბერი... მტერმა კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება და განიარაღებულ სოხუმს შემოუტია. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა, მიუხედავად სიმწრისა მებრძოლები მაინც არ უთმობდნენ ქართულ მიწას მტერს...
1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმის დაცვისას უგზო-უკვლოდ იქნა დაკარგული სამშობლოსათვის თავდადებული კახაბერ ბოსიკაშვილი.
იგი დაჯილდოებულია უმაღლესი ჯილდოთი--ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
თქვენს სამარადჟამო საუფლოში უთუოდ მოაღწევს ამბავი საქართველოს გამარჯვებისა, რასაც თქვენ უყოყმანოდ შესწირეთ სიცოცხლეს.
შეიძლება იყოს კახაბერ ბოსიკაშვილი დაუდასტურებელია
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი