სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილი ოჯახი. (თიანეთი) მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილი ოჯახი. (თიანეთი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბოსიკაშვილი სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილი ოჯახი. (თიანეთი)

 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.17
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი
თიანეთის მაზრაში, კერძოდ, ერწოს მხარეში, XIX ს-ის II ნახევრიდან სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა სუხიაშვილების ოჯახი, სადაც რამდენიმე სასულიერო პირი აღიზარდა.

დიაკვანი გიორგი აბრაამის ძე სუხიაშვილი 1839 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1860 წელს ბულაჩაურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1861 წლის 25 ივლისს ჭოპორტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1864 წლის 1 მარტს ლალისყურის ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში განამწესეს. 1867 წლის 9 თებერვლიდან ნაქალაქარის ღლვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მედავითნეა. 1879 წელს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1881 წლის 21 მარტს დიაკვნად აკურთხეს. 1893 წლის 25 მაისს 304 მუხლის საფუძველზე უჩივლეს და მისი საქმე განსახილველად თიანეთის მაზრის სასამართლოს გადაეცა. ამ ეტაპზე არაა ცნობილი, როგორ დასრულდა ეეს გამოძიება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დიაკვანი გიორგი კვლავ გვხვდება ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. 1907 წლის 2 აგვისტოს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა X ს-ის 10-იან წლების მიწურულს. ჰყავდა მეუღლე მარინა ევსტათის ასული (დ. 1843წ.) და შვილები:



მღვდელი იოანე (1862-1949წწ.), ილია (1865-1918წწ.), მიხეილი (დ. 1869წ.), დავითი (დ. 1872წ.), რაქილი (დ. 1875წ.), ევსტათი (დ. 1879წ.) მარიამი (დ. 1881წ.), თებრონია (დ. 1883წ.), თეოდორე (დ. 1885წ.). მისი შვილებიდან სასულიერო სამსახური უფროსმა ვაჟმა, იოანემ გააგრძელა. მღვდელი იოანე სუხიაშვილი 1862 წელს დაიბადა. 1885 წლის მაისში მან დაამთავრა სოფ. ამტნისხევის ოთხწლიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1885 წლის 16 სექტემბერს ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ განამწესეს. 1886 წლის მაისში ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1888 წელს ნაქალაქარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1892 წლის ნოემბერში ისევ ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წლის 1 აგვისტოს, მამამისის, დიაკვან გიორგის პენსიაზე გასვლის გამო, ნაქალაქარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაინიშნა. XX ს-ის 20-იან წლებში, როდესაც იოანეს უფროსმა ვაჟმა, მღვდელმა აკაკიმ ანაფორა გაიხადა და სასულიერო ხარისხზე უარი თქვა, მამამისმა იოანემ მღვდლობის საიდუმლოს მიღების სურვილი გამოთქვა. ამასთან, 1926 წლის მარტის დასაწყისში ამტნისხევის ეკლესიის მრევლმაც ითხოვა მისი ხელდასხმა. აი, რას სწერდნენ ისინი თიანეთის ოლქის მთავარხუცეს, დეკანოზ გრიგოლ ჯინჭველიძეს: „უმორჩილესად ვსთხოვთ თქვენს მაღალკურთხევას, რომ კეთილი ინებოთ და ჩვენს მრევლში ნამყოფი, ნაქალაქარის მედავითნე ივანე გიორგის ძე სუხიაშვილი, რომელმაც ჩვენში დაიმსახურა კეთილ-სვინდისიერად და ერთგულად ოცდაორი წელიწადი, ამაზედ ვსთხოვთ თქვენს მაღალკურთხევას, რომ ჩვენზედ მიიღოთ თქვენი მამობრივი კურთხევა და გვიშუამდგომლოდ, სადაც ჯერ არს, რომ მღვდლად გვიკურთხოთ ივანე სუხიაშვილი,რითაც ვიქმნებით კმაყოფილნი“. თავის მხრივ, მამა გრიგოლმა 1926 წლის 23 აპრილს იოანეს ალავერდის ეპარქიის მმართველთან გაუწია რეკომენდაცია და სწერდა, რომ „მედავითნეს, ბოსიკაშვილს,მივეცი წინადადება, რომ გამოცხადებულიყო თელავში, საგამოცდო კომისიაში. ეს გაიგო ამტნისხევის მრევლმა და თავის სამრევლო საბჭოს სახელით გამოგზავნა თხოვნა, რომელსაც ამასთანავე გაახლებთ. მრევლი თხოულობს თავის მღვდლად ხელდასხმას ნაქალაქარის მედავითნის სუხიაშვილისას, აფასებს რა მის 22 წლის ერთგულ სამსახურს მათთან და ამასთანავე მიღებულია სახეში: ა) სუხიაშვილი, როგორც ადგილობრივი, სიკვდილამდინ მათთან დარჩება და ბ) მეოთხე მუხლი „წესდებისა“, რომელიც, თანახმად რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომისართა მიერ გამოცემული ინსტრუქციისა, ამტნისხევის სამრევლო საბჭომ, 1924 წლის დამდეგს, ეკლესიის ქონების სიის ასლთან და სარეგისტრაციო ფურცლებთან ერთად წარადგინა თბილისის საორგანიზაციო საინსტრუქტურო დაწესებულებაში მრევლის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამბობს, რომ კულტის მოსამსახურეთ მღვდელმთავრის დასტურით ირჩევს რელიგიური საზოგადოება, ამიტომ რაკი მრევლი უპირატესობას აძლევს სუხიაშვილს ბოსიკაშვილთან შედარებით (ბოსიკაშვილი ოსთაგანია, ესეც იმ მხრიდან მოსული, თუმცა დიდი ხანია თიანეთის მაზრაშია) დაენიშნოს მას სათანადო გამოცდა კომისიაში იმ დროს, როცა უბრძანებს მას მღვდელმთავარი, და თუ აღმოჩნდება ღირსი, ხელდასხმულ იქმნას მღვდლად და ამით დაკმაყოფილებულ იქმნას მრევლის სურვილი. ფიზიკური ნაკლი მას არა აქვს რა, მხოლოდ დაწითლებული აქვს თვალები და ექიმების კვლევით ეს სიწითლე არ უშლის მის მხედველობას“. 1926 წლის 14

31-1  საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.18
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი (გაგრძელება)

მაისს იოანე თელავში გამოცხადდა და გაიარა საგამოცდო კომისია. კომისიის თავმჯდომარე ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე) იყო, ხოლო წევრები დეკანოზები: ლევან ვარდიაშვილი და იოანე შოშიაშვილი. მათ დაადგინეს: „მედავითნე ივანე გიორგის ძე სუხიაშვილი გამოიცადა ტიბიკონში, საღმრთო სჯულში, კატეხიზმოში და საერთო მომზადებაში. კომისიამ სცნო იგი საკმაოდ მომზადებულად და ღირსად მღვდლობის ხარისხის მიღებისათვის“. ამავე წლის მაისის ბოლოს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი. იგი წლების განმავლობაში ერთგულად და პატიოსნად ასრულებდა ღვთისმსახურებას ამტნისხევის სამრევლოში.


დიაკვანი გიორგი სუხიაშვილი ოჯახით;

1938 წლის 14 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) წერილს უგზავნის თიანეთის ოლქის მთავარხუცესს, დეკანოზ იროდიონ სისაურს: „გაცნობებთ, რომ 1938 წ. თებერვლის 7 ღვთივგანისვენა ყოვლადსამღვდელო ალექსი წილკნელმა. ინებეთ განკარგულება განსვენებულის ლოცვათა შინა მოხსენებისათვის. წილკნის-ურბნისის ეპარქიას დროებით განაგებს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი კალისტრატე". თავის მხრივ, მამა იროდიონმა წერილები გაუგზავნა თავისი ოლქის სამღვდელოებას და სთხოვა მათ, წირვა-ლოცვებში ახლად შესვენებული მეუფე ალექსის მოხსენიება. მათ შორის იყო მამა იოანე სუხიაშვილიც. 1938 წლის 28 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მას კვლავ გაუგზავნა სპეციალური მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ 1939 წელს იგი ისევ უფლებამოსილია, შეასრულოს ყოველგვარი ქრისტიანული ღვთისმსახურება და წესები თავისი მრევლისა და გარეშეთათვისაც, როდესაც ისინი მიმართავენ მას ამგვარი თხოვნით. 1945 წლის 28 მარტს შედგენილ საქართველოს საკათალიკოსოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და ღვთისმსახურთა ჩამონათვალში აღარ იხსენიება მღვდელმსახურთა სიაში. 1948 წლის 14 სექტემბერს მისი შვილიშვილი, ნაქალაქარის რვაწლიანი სკოლის მოწაფე ოთარ ბოსიაშვილი თიანეთის რაიონის ფინგანის გამგეს სწერდა: „მოგახსენებთ, რომ ჩემი ოჯახი შესდგება შემდეგი შემადგენლობით: მე, თვით ოთარ ბოსიკაშვილი, და 90 წლის პაპა ძალზე მოხუცებული, ამასთან ერთად, სმენა დაკარგული და უსინათლო ორივე თვალებით. გვყავს ოჯახში ერთი ცხენი დაერთიდეკეულიორი წლისა. ამით მინდა მოგახსენოთ, რომ პაპაჩემის სახელზე მოვიდა ფულადი გადასახადი თანხით 475 მან. პაპაჩემს სთვლიან, როგორც ინდმეწარმეს, პაპაჩემი კი არ მუშაობს არც კოლმეურნეობაში და არც სახლში მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო. საკარმიდაო ნაკვეთი გვიჭერია 0, 15 მეასედი. მე კი 1941 წლიდან ვითვლები კოლმეურნეობის წევრად და ვმუშაობ კოლმეურნეობაში არდადეგებზე, როგორც მოწაფე. ამით გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში, მიაქციოთ ყურადღება პაპაჩემის მოხუცებულობას, ავადმყოფობას და მიაქციოთ ყურადღება ჩემს მოწაფეობასა და გაგვანთავისუფლოთ გადასახადებიდან, როგორც ძალზე ჩამორჩენილი ოჯახი. იმედია, ყურადღებას მიაქცევთ ჩემ განცხადებას და არ დამტოვებთ უკმაყოფილოდ“. ამის შემდეგ მოხუცებულ მოძღვარს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1949 წელს მშვიდად მიაბარა სული უფალს. დაკრძალულია ნაქალაქარის სოფლის სასაფლაოზე, ჰყავდა მეუღლე ნატალია ზაქარიას ასული ბაიაშვილი (1865-15.10.1921წწ.) და შვილები: ანა/ანეტა (დ. 1891წ., გათხოვილი წიწაკიშვილზე), მღვდელი აკაკი (1893-1953წწ.), მედავითნე არჩილი (დ. 1896წ.), ევა (დ. 1898წ., გათხოვილი ომარ ქანთარიაზე), ნინო (1900-1988წწ.), გიორგი (დ. 1909წ.). მამა იოანეს ვაჟებიდან სასულიერო სამსახური აკაკიმ და არჩილმა აირჩიეს. აკაკი მღვდელი იყო, არჩილი მედავითნე.



მღვდელი აკაკი სუხიაშვილი 1893 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1906-1910 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ დაოჯახდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. 1913 წელს ქ. ახალციხის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1914 წლის 28 ივლისს შტატში დაამტკიცეს. 1914 წლის 19 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და იმავე ტაძარში დატოვეს. 1916 წლის 13 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიაში სოფ. ახატელის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1917 წლის თბილისში გადაიყვანეს და წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1918 წელს მამა აკაკი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს და ერწოში,

31-2  საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.19
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი (გაგრძელება)
სოფ. სვიმონიანთხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გააგრძელა მსახურება. მისი შვილიშვილების გადმოცემით, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მათ ბინაში გაათია ღამე და ამის შემდეგ დაიწყო მოძღვრის შევიწროება, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ხელისუფლების მიერ ძლიერ შევიწროებულმა მოძღვარმა ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში ჩადგა. 1926 წლის 9 ივნისს თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) საერო ტანისამოსში მყოფი სამღვდელოების სიას უგზავნის. სიაში მეექვსე რიგში ვკითხულობთ: „სვიმონიანთხევისა, აკაკი სუხიაშვილი, მდივნობს სვიმონიანთხევის რაიონის აღმასკომში“. XX ს-ის 30-იან წლებში აკაკი გადავიდა საცხოვრებლად თბილისში, სადაც ყოფილმა მოძღვარმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და ამით არჩენდა ოჯახს. გარდაიცვალა 1953 წლის 6 დეკემბერს. დასაფლავებულია კუკიის ეკლესიის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ნინო და შვილები: კონსტანტინე, ქრისტეფორე, დავითი, შალვა, ნათელა, ავთანდილი.

მედავითნე არჩილ სუხიაშვილი 1896 წელს დაიბადა. 1912 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. 1915 წლის 23 დეკემბერს საღოლაშენის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1916-1922 წლებში იყო პედაგოგი. 1922 წელს რვა თვე ისევ მსახურობდა ეკლესიაში. 1929 წლის 20 ნოემბერს იგი საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს სწერდა: „მოგახსენებთ, რომ მე ვარ ადგილობრივი მაცხოვრებელი ხევსურებში, რომელიც დღემდისინ ვმსახურობდი ტოლათსოფლის 4 წლ. შრ. სკოლის მასწავლებლად. ვარ კი მასწავლებელი სულ თოთხმეტი წლისა. ამ ხნის განმავლობაში მარტო რვა თვე მქონდა გაწყვეტილი კავშირი სკოლასთან 1922 წელში ავადმყოფობის გამო და ვიყავი მაშინ დიაკვნად. შემდეგ მასწავლებლობაში საბჭოთა არჩევნებში ადგილობრივმა მთავრობამ, როგორც საიმედო და ნდობით აღჭურვილ პიროვნებას ხმა არ ჩამოურთმევია ჩემთვის. 1926 წელში მქონდა განცხადება შეტანილი მოქალაქეობრივი უფლების წარდგენის შესახებ ერწოს თემ. აღმასკომში, რომელმაც შუამდგომლობა აღძრა ამის შესახებ თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის წინაშე, რომელიც დღემდისინ არა სჩანს პასუხი. ამისათვის გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს გარემოებაში და აღმიდგინოთ მოქალაქის ყოველ უფლებებში, რომ შემეძლოს შემდეგშიაც განათლების დარგში მუშაობა, რომელიც ამა წლ. 15 ნოემბრიდან ვითვლები მოხსნილად. ამასთანავე, გიდგენთ ამონაწერს და მოწმობას ჩემი დამსახურებისას“. 1930 წლის 4 იანვარს ცაკთან არსებულმა მოქალაქეობრივი და საარჩევნო ხმის უფლებების აღმდგენმა ცენტრალური კომისიის სხდომამ მას საარჩევნო ხმის უფლება აღუდგინა. 
მამა იოანეს მეგობარი გახლდათ მღვდელი თევდორე ბოსიკაშვილი, რომლის ვაჟ დავითს ცოლად ჰყავდა მამა იოანეს ასული ნინო. იგი 1859 წელს გლეხ დავით და ტაისია ეფრემის ასულ ბოსიკაშვილების ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1884 წლის 27 აპრილს თუშეთში, დართლოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1886 წლის 26 ივნისს ფარსმის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1887 წლის 19 მარტს ბახტრიონის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1889 წლის 4 აპრილს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1890 წლის 18 დეკემბერს ზემო თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1904 წლის 3 მაისს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1910 წლის 29 მაისს საყდრიონის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა, სადაც 10/12 წელი ღირსეულად იმსახურა. 1926 წლის 20 თებერვალს თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) სწერდა: „საყდრიონის მღვდლის თეთრაძის და მედავითნის ბოსიკაშვილს შორის ამტყდარ უთანხმოებაზე მოხსენებით თავი შეგაწყინეთ. ამ უთანხმოებამ იძულებულ ჰყო 55 წლის ნამსახური მედავითნე მიეტოვებინა საეკლესიო სამსახური, როგორც ის მწერს თავის განცხადებაში, რომელსაც ამასთანავე გაახლებთ. ჩაითვალოს ბოსიკაშვილი განთავისუფლებულად თანახმად განცხადებისა, ხოლო მღვდელს თეთრაძეს მიეცეს წინადადება, უსათუოდ გაუსწოროს ბოსიკაშვილს ყველა ანგარიში კანონიერად, წინააღმ-

31-3  საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.20
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი (დასასრული)
დეგ შემთხვევაში გადაყვანილ იქმნას იგი სხვაგან“. ამ წერილიდან რამდენიმე დღეში თევდორე გათავისუფლდა საყდრიონის ეკლესიიდან. 1926 წლის 10 ივნისს იგი დროებით დაინიშნა სვიმონიანთხევის სამრევლოში. ამავე პერიოდში თიანეთის ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა გრიგოლ ჯინჭველაძემ შესთავაზა, თელავში სამღვდელო კომისია გაევლო. ეს საქმე დროში გაიწელა, რადგან თევდორე ლოგინად ჩავარდა. „1926 წლის 22 ივლისს მთავარხუცესი ჯინჭველაძე წერდა: სვიმონიანთხევის სამრევლოში ჩემ მიერ მივლინებული თევდორე ბოსიკაშვილი დამიხვდა ლოგინში მწოლიარე, რადგან მას დასიებოდა მუხლი და ექიმს გაეკეთებინა „ოპერაცია“. რამდენიმე თვეში იგი გამოჯანმრთელდა და კომისია გაიარა. 1926 წლის დეკემბერში ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე) იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის მაზრის სოფ. ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად და ნიშნა. გარდაიცვალა 1932 წლის ივნისის დასაწყისში დაკრძალულია სოფ. საყდრიონის საერო სასაფლაოზე. მისი მეუღლე იყო ეკატერინე ბაქრაძე. ჰყავდა ორი შვილი: ევგენია (1891-11.10.1961წწ., ნაქალაქარის სკოლაში რუსული ენის პედაგოგი), დავითი (1893-1943წწ., რომელიც საყდრიონში ასწავლიდა რუსულ ენას, ხოლო ნაქალაქარში კი მსახურობდა მდივან-მოანგარიშედ).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.12.2025
ბოლო რედაქტირება 30.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0