გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
გიორგი (გიზო) წულაია დემაგულის ძე დაიბადა 1968 წლის 6 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ცელინოგრადში (ასტანა).
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/164
1974–1985 წლებში სწავლობდა თბილისის № 39 საშუალო სკოლაში.
1985–1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში.
1988 წლიდან სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 5 ოქტომბერს დაიკარგა უგზო–უკვლოდ ქალაქ გაგრასთან.
დარჩა მშობლები – დემაგული წულაია და ნელი წულაია და და– გურანდა წულაია.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.