სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10640

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა წულაია 1971-93წ. გარდ. ზემო კინდღიში ოჩამჩირე დ. სოფ. გუმბრა წყალტუბო იმერეთი გოჩა წულაია 1971-93წ. გარდ. ზემო კინდღიში ოჩამჩირე დ. სოფ. გუმბრა წყალტუბო იმერეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი წულაია სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

გოჩა წულაია 1971-93წ. გარდ. ზემო კინდღიში ოჩამჩირე დ. სოფ. გუმბრა წყალტუბო იმერეთი

გოჩა წულაია გარდაიცვალა 19.01.1993 ზემო კინდღიში საცხ. ადგილი წყალტუბო, სოფ გუმბრა 1971 წლის 15 ნოემბერი


ვრცელი ინფორმაცია დაჯგუფება თეთრ არწივზე http://mematiane.ge/product-details.php?id=6165

„მე აუცილებლად უნდა წავიდე, დღეს ჩემი სამშობლოს ბედი წყდება და ვინც ვაჟკაცია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაზე წინ ქვეყნის გასაჭირი უნდა დააყენოს, დღეს არ არსებობს იქ წასვლაზე დიდი საქმე პატარა საქართველოში. შეიძლება, მე ვცდები, მაგრამ ასე მწამს და სხვაგვარად არ შემიძლია,“ – ეს წერილი 22 წლის წინ სამშობლოზე შეყვარებულმა „ღიმილის ბიჭმა“ დედას დაუწერა.

აფხაზეთის ომის სისხლიანი დღეების  დროს ის, რაც 22 წლის გოჩა წულაიამ ვერ შეძლო, მტრის ზურგს უკან დგომა და იმ ადგილისგან შორს ყოფნა იყო, სადაც მისი სამშობლოს ბედი წყდებოდა. ომში გაიპარა და მშობლებს პატიება დიდი პატრიოტიზმის  გამომხატველი პატარა წერილით სთხოვა. სამშობლოს სადარაჯოზე მდგომს სნაიპერის გამიზნულმა ტყვიამ მოუსწრო. მონატრებული შვილი მშობლებს შინ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირად დაუბრუნდა.

სამშობლოსთვის დაღუპული გმირის დედა მანა წულაია, ოცდაორი წელია, ცხოვრებას მის მეხსიერებაში  ახალგაზრდა ჭაბუკად დარჩენილი გოჩას მონატრებით აგრძელებს და ამ დიდ მწუხარებას იმის განცდით იმსუბუქებს, რომ მან ღირსეული გმირი გაუზარდა სამშობლოს. დედის მოგონებები გოჩაზე საამაყო და ცრემლნარევია.


„აფხაზეთის ომის კადრებს ტელევიზიით უყურებდა გოჩა, ბოლთას სცემდა და მუჭებს მაგიდაზე უბრახუნებდა, როცა უყურებდა, როგორ იღუპებოდნენ ქართველები და ნადგურდებოდა ჩვენი მიწა-წყალი.  ამ კადრების ნახვის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ გოჩა აუცილებლად წავიდოდა ომში.  სტუდენტი იყო და თბილისში სწავლობდა, სწორედ იმ დროს, როცა ის ლექციებზე გვეგულებოდა, ომში გაგვეპარა. 15 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღისთვის ჩამოვიდა, მეგობრებთან ერთად სტუდქალაქში დაბადების დღე გადაიხადა და მეორე დღეს კვლავ ომში წავიდა. ტელევიზიით კადრები გადიოდა, ჩვენი ჯარისკაცები „მრავალჟამიერს“ მღეროდნენ. გოჩას სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული, რომ არ დაგვენახა, მაგრამ მე ხმით ვიცანი ჩემი შვილი. მტკივა მისი ჩვენს გვერდით არყოფნა, მაგრამ მეამაყება, რომ სახელოვნად წავიდა ამ ქვეყნიდან. როცა გოჩას გარდაცვალება გავიგე, უფალს ვევედრებოდი, ჩემი შვილი ყოფილიყო უკანასკნელი დაღუპული ქვეყნისთვის. მაგრამ მას შემდეგაც ბევრი ვაჟკაცი შეეწირა სისხლიან  ომს.“

წავიდა და წავიდა...

გოჩა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრინში დაიბადა. 22 წლის უნახავი შვილი მშობლების წარმოსახვაში დღესაც ღიმილიანი, კეთილი და მეგობრების მოყვარული ახალგაზრდა ჭაბუკია. ამ დიდ ტკივილს გოჩასგან დატოვებული ის საამაყო წარსული უმსუბუქებთ, რაც ერთეულების ხვედრია მხოლოდ.

საკუთარ შვილზე წარსულში საუბარი უჭირს  მამას და ამბობს, რომ გოჩა მისთვის იქამდე იცოცხლებს, სანამ მეგობრები გაიხსენებენ.

ბორის წულაია, გოჩას მამა: „გოჩას ჩემს მიმართ საოცარი რიდი ჰქონდა. მოკრძალებული იყო და პატივს სცემდა ჩემს აზრს. მე, როგორც მშობელი, მისი ომში წასვლის მომხრე არ ვიყავი. ეს აღმოჩნდა სწორედ ის საკითხი, სადაც გოჩა ჩემი სიტყვის წინააღმდეგ წავიდა და სამშობლოს სამსახური მშობლების სურვილზე წინ დააყენა, შეეწირა კიდეც თავის ქვეყანას. წავიდა ჩვენგან, მაგრამ დარჩა ჩვენთვის როგორც სასახელო შვილი. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. დავამატებ მხოლოდ დიდ სამადლობელ სიტყვას გოჩას მეგობრების მისამართით, რომლებსაც ის დღემდე ისევ უყვართ და ახსოვთ, როგორც ჭაბუკობის დროს.“

კეთილი, გულისხმიერი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, კარგი შვილი და საუკეთესო მეგობარი –  ასე იხსენებს გოჩა წულაიას მისი ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი შალვა კირთაძე (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე). ამბობს, რომ გოჩა მეგობრებს მხოლოდ ფიზიკურად გამოაკლდა, სულიერად და შეგრძნებით კი მუდამ მათ გვერდითაა, ამიტომაც ყოველწლიურად ქართული სუფრითა და სადღეგრძელოებით ისევ ისე აღნიშნავენ მის დაბადების დღეს, როგორც 22 წლის წინ. ფაქტია, რომ ეს ძლიერი და გამორჩეული მეგობრობის შედეგია მხოლოდ,  თავად გოჩას მეგობარი კი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.


„გოჩა თავად იყო განსაკუთრებული და  გამორჩეული, ამიტომ ის, რომ ჩვენ ის 22 წლის შემდეგაც ისევე გვიყვარს და გვახსოვს, როგორც სტუდენტობის დროს, ეს ბუნებრივია. გოჩა ახსოვთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, რადგან მისი სტუდენტობის მეგობრები მთელს საქართველოში არიან მოფენილნი და გოჩას დაბადების დღეზე არამარტო ქუთაისიდან, სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან.“


როგორც მშობლები ამბობენ, გოჩა იქამდე იცოცხლებს, სანამ ის მეგობრებს ემახსოვრებათ, მაშინ გამოდის, რომ ის არც არასდროს მომკვდარა, რადგან 22 წლის შემდეგაც მეგობრების განუყრელი ნაწილია. მის სახელს და გვარს კი მისი ძმიშვილი, უმცროსი გოჩა წულაია აგრძელებს, რომელიც ღვთიური სასწაულით ოჯახში ერთი წლის თავზე სწორედ იმ დღეს შემოვიდა, რა დღესაც გოჩამ სახლი დატოვა. მშობლები შვილიშვილში გოჩას ფიზიკურ და თვისობრივ მსგავსებას ხედავენ და ცდილობენ, ამით  დიდი სიცარიელე შეივსონ.

უკვე 22 წელია, გოჩას დედა ოცნებობს, მიეცეს საშუალება იმ ადგილას ჩავიდეს, სადაც მისმა შვილმა სული დალია, უნდა, მას იქ დაუნთოს სანთელი. „ღიმილის ბიჭის“ დედას ღრმად სწამს, რომ ყოველი გასული წელი მას ნანატრი ოცნების ახდენასთან აახლოვებს.  

წყარო http://psnews.ge/index.php?m=149&jur_id=410




გოჩა თენგიზის (ბორისის) ძე წულაია დაიბადა 1969 წლის 15 ნოემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრინში.

1976 წელს სწავლა დაიწყო გუმბრინის დაწყებით სკოლაში, შემდეგ სწავლობდა წყალტუბოს პირველ საშუალო სკოლაში, ხოლო მერვე კლასიდან ქუთაისის ფიზიკამათემატიკის სკოლა-ინტერნატში, რომელიც დაამთავრა 1985-86 სას. წელს და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე.

1988 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ქ. სტერლიტამაკში, ხოლო შემდეგ მანჩეგორსკში.


1992 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ბიზნესის უმაღლეს სკოლაში, სადაც სწავლის დროსაც წავიდა მოხალიჯედ „თეთრი არწივის“ სწრაფი რეაგირების პირველი კორპუსის არტილერისტთა ბრიგადაში.

რომელც ფიზიკოსებისაგან იყო დაკომპლექტებული. დაიღუპა კინდღში 1993 წლის 19 იანვარს.

გოჩა იყო ერთ-ერთი იმ ორ მებრძოლს შორის, რომლებმაც გადაიარეს ზეწრებში გამოხვეულებმა გუმისთის თოვლიანი ნაპირი, გადაცურეს გუმისთა 7-8 იანვარს და მეორე მხარეს ააფეთქეს მტრის პოზიციები, შემდეგ კი უკან უვნებლები დაბრუნდნენ. 19 იანვარს სნაიპერის ტყვიით დასრულდა მისი სიცოცხლე,

ის ვერ მოესწრო მისი დიპლომის ხელის შეხებას, რომელიც დაკრძალვის დროს გამოგვიგზავნა უნივერსიტეტმა.

უყვარდა მოგზაურობა, ნაღირობა, მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი. იცოდა და სწავლობდა საქართველოს ისტორიას. ჯარიდან გვწერდა: რომ ჩამოვალ, მიწას უნდა ვაკოცო, თურმე, რა ქვეყნის შვილი ვყოფილვარო. შესწირა კიდევაც თავი მის თავისუფლებას.


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.03.2021
ბოლო რედაქტირება 15.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0