ზაზა მაჭარაშვილი 1973 – 26/09/1993
ზაზა მაჭარაშვილი დაიბადა 1973 წლის პირველ იანვარს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში, ზაზა და ერმილე მეზობლები იყვნენ და დაწყებით კლასებში ერთად სწავლობდნენ. ზაზას ძალიან. უყვარდა ქართული მუსიკა, უკრავდა ფანდურზე და სალამურზე. 1988 წელს დაამთავრა შომახეთის არასრული საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ქ. ჭიათურის M2 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
1992 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ქ. ქუთაისის მოტომსროლელთა ოცდამეერთე ბრიგადის მეორე ბატალიონში. იბრძოდა აფსაზეთში. მშობლებმა, ლიანა და ანზორ მაჭარაშვილებმა დიდხანს არაფერი. იცოდნენ შვილის შესახებ. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდმა. აცნობა, რომ მათი შვილი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
ალალმართალი, მშრომელი ოჯასი ყოველდღე ელის უგზო-უკვლოდ. დაკარგულ ვაჟკაცს, დაუსრულებლად გაგრძელდა ლოდინი. ცრემლმა და მწუხარებამ თვალებში სინათლე დააკლო ზაზას დედას, რომელმაც აკანკალებული ხმით გვიამბო: “ზაზა. ჩემს შვილებს შორის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სასიათით. აღზრდა არ დამიკლია, ეტყობა ბუნებითაც თანდაყოლილი ჰქონდა სიყვარულის და კაცთმოყვარეობის თვისება. ყველა ეცოდებოდა, დაჯდებოდა და. მთელი დღე
გულმოკლული ილაპარაკებდა იმაზე, თუ ვინმეს მიმართ უსამართლობას დაინასავდა.