ერმილე მაჭარაშვილი 1973-93 ერმილე მაჭარაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს საჩხერის რაიონი სოფელ კორბოული.
1990 წელს წარ ჩინებთ დაამთავრა კორბოულის M2 საშუალო სკოლა. უყვარდა ცეკვა.. სიმღერა, ოცნებობდა იურისტი გამხდარიყო, მაგრამ ოყნება ოცნებად დარჩა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვში„ ივანოვოს პროფესიულ-ტექნი, სასწავლებელში, პარალელურად სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოსამზადებელ განყოფილებაზე.
ამ პერიოდში საქართველოში მთელი ძალით გაიშალა ეროქნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ერმილე თვალს ადევნებდა აფორიაქებულ საქართველოს და გული სამშობლოსაკენ მიუწევდა. მას კარგად ასსოვდა "ვისი გორისა იყო– მამულზე უსაზღეროდ შეყვარებულმა.
ჭაბუკმა მშობლიურ ბუდეს მიაშურა და უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, 1992 წლის აგვისტოდან მსახურობდა ქ. ქუთაისის მოტომსროლელთა.
ბრიგადის II ბატალიონში. მონაწილეობას იღებდა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, იბრძოდა ოჩამჩირეში, შემდეგ სოხუმში. სოხუმის დაცემის შემდეგ დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მშობლებმა - ზაველი და ლიუცი მაჭარაშვილებმა დიდსანს არაფერი იცოდნენ შვილის შესახებ, ვიდრე აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდმა არ აცნობათ, რომ მათი შვილი ითელება უგზო-უკელოდ (2018 წელს ჩამოსვენებულია, დაკრძალულია მშობლუირი სოფლის სასაფლაოზე, ეს ინფორმაცია მოგვაწოდა შორენა სიხარულიძემ)
დაკარგულად, სასელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 28 აპრილის ბრძანებულებით ერმილე მაჭარაშვილი დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისათვის
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
რუბრიკა „ერთი გმირის ისტორია“
ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას
სტატია დაამუშავა შორენა სიხარულიძემ (ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
ერმილე მაჭარაშვილი
დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. მსახურობდა ქუთაისის 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეორე ბატალიონში. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით, სოხუმისთვის ბრძოლაში, 1993 წლის 26 სექტემბერს, როცა დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანას ცდილობდა. ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2018 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, მისი ნეშტი ამოცნობილ იქნა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე...
რატი მაჭარაშვილი, ერმილეს ძმა "მასზე 4 წლით უფროსი ვარ... ბავშვობიდან მართლა გამორჩეული ბიჭი იყო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე, კეთილშობილი. მის ირგვლივ არ არსებობდა ადამიანი, ვისაც თუნდაც, მისხალი წყენა ჰქონოდა ერმილეს მიმართ; არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს სთესდა ირგვლივ; თუ ვინმეს რაიმე განსაცდელი ჰქონდა, იმის მიუხედავად, მისი მეგობარი იყო თუ არა, დასახმარებლად პირველი, სწორედ ჩემი ძმა მირბოდა. ყველა ღონეს მიმართავდა, ოღონდ ადამიანს გვერდით დადგომოდა და გაჭირვებაში მარტო არ მიეტოვებინა. სკოლის დამთავრებისთანავე რუსეთში, ივანოვოში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩამოვიდა სამშობლოში, სავალდებულო სამხედრო სამსახური რომ გაევლო. შინაგან ჯარში მოუწია სამსახური_ ქუთაისის 21-ე ბრიგადის მეორე ბატალიონში; რამდენიმე კვირის შემდეგ_ხონში გადმოიყვანეს. ორიოდ თვეში კი, აფხაზეთში ომი დაიწყო და, რა თქმა უნდა, სამშობლოს დასაცავად წავიდა. თუმცა, ჯარში კი არა, სადაც უნდა ყოფილიყო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიაონობისთვის საბრძოლველად მაინც წავიდოდა და, მის ამ სურვილს, წინ ვერავინ აღუდგებოდა. 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში, რაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა, პერიოდულად ჩამოდიოდა სახლში_ ერთი ან ორი კვირით და შემდეგ ისევ ფრონტზე მიდიოდა. 1993 წლის იმ ავბედით 26 სექტემბრამდე, ოჯახმა ყოველთვის ვიცოდით, სად და როგორ იყო ერმილე, 26 სექტემბრის შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა_ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ჩვენი დაჭრილი ბიძაშვილის, ზაზა მაჭარაშვილის გამოსაყვანად შებრუნდა ბრძოლის ველზე და იქ იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ... წლების განმავლობაში ვცდილობდით, რაიმე ინფორმაცია მოგვეპოვებინა მისი ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა, 25 წელი გაურკვევლობაში ვიყავით და ლოდინით დაღლილი დედაჩემს, შვილის საფლავი ჰქონდა სანატრელი...წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დიდი დახმარებით, მისი ნეშტი, 2018 წლის აპრილში ჩამოვასვენეთ...
ზაზა მაჭარაშვილი 1973 -93წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კორბოული საჩხერე
... ერმილე და ზაზა ერთად წავიდნენ ომში და ერთადაც დაიღუპნენ... ზაზას გარეშე სოფელში არ ჩავალო, უთქვამს, თურმე. დარწმუნებული ვარ, იცოდა, რომ ფაქტობრივად, სიცოცხლეს სწირავდა ზაზას გადასარჩენად რომ მიდიოდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უკან მაინც არ დაიხევდა, რადგან არც უკან დახევა არ სჩვეოდა და არც გასაჭირში ჩავარდნილ კაცს დატოვებდა!
... ერმილეს სამარხისთვის, ახალ რაიონში, სკოლის ეზოში მიუგნიათ_ სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად იყო დაკრძალული.. შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ აფხაზ ქალს დაუსაფლავებია, თანაც, სამარხს ეტყობოდა, რომ მართლა პატივით და ღირსებით დაუკრძალავს; საკუთარ მიცვალებულს რომ მოუვლი, ის გაუპატიოსნებია; ერთ საფლავში 11 მიცვალებული იყო, თურმე, და მათგან ყველა ცალ-ცალკე იყო თავისი ნივთებით დაკრძალული ისე, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელი ყოფილიყო. ასეთი შენახული საფლავი აქ არასოდეს გვინახავსო_ წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გვითხრეს. თუკი რამე პირადი ნივთი ჰქონდა ჩემ ძმას, ყველაფერი თან ჰქონდა მიცვალებულს_ სავარცხელი, ტყავის სამაჯური, ქამარიც კი... ნეშტი თავად ვნახე და ვიცანი_ ჩემი ძმა იყო.. მისი სხეულის ნაწილებს, კარგად ეტყობოდა ნატყვიარი _ სნაიპერის მიერ მისთვის გულში 2-ჯერ ნასროლ ტყვიას გაეგლიჯა გული, რომელიც საქართველოსთვის უცემდა!
მე მის გარდა, სხვა დედმამიშვილი არ მყავს.. ერმილეს არც შვილი დარჩა... სანუგეშოდ ერთად ერთი ის მაქვს, რომ ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცს რომ ეკადრება, ისე გავიდა ამ ქვეყნიდან!"
ზურაბ პრელმანი, ერმილე მაჭარაშვილის თანამებრძოლი_ "ერმილე სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის დროს გავიცანი ხონში. არა ერთ ბრძოლაში მოგვიწია ერთად მონაწილეობის მიღება. ბოლოს, უკვე 22 სექტემბერს, თვითმფრინავით სოხუმში გაფრენა მოგვიხდა. დაახლოებით 7 საათი გვალოდინეს_ სოხუმი უარზე იყო ჩვენ მიღებაზე. რადგან ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა. თვითმფრინავის დაჯდომა უდიდეს რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ბოლოს მაინც ჩავფრინდით. ზუსტად იმ დღეს დაეშვა ჩვენი ბორტი ბაბუშერას აეროპორტში, როცა თბილისიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი, რუსული საზენიტო ჭურვების შედეგად შუაზე გაიპო და ცეცხლი ეკიდა...ეს იყო იმდენად მძიმედ სანახავი, რომ ამის გახსენება დღესაც მზარავს... ჩავფრინდით თუ არა, იმავე წუთს პოზიციებზე გაგვიყვანეს. პირველი ბრძოლები ფუნიკულიორზე მოგვიხდა, ჩვენი მეთაური და 4 თანამებრძოლი დაიჭრა, შემდეგ კი, იქიდან, ახალ რაიონში გადაგვიყვანეს, გუმისთასთან. რამდენიმე საათი ძალიან მძიმე, მართლა გააფთრებული ბრძოლა მოგვიწია. ორი დაღუპული ბიჭი უნდა გამოგვეყვანა_თუთისანი და შინოვი. მათ იქ ვერ დავტოვებდით! სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდით, ბრძოლა დაუნდობელი იყო... გამოსვლის დროს, ახალ რაიონში ერმილეს ბიძაშვილი, ზაზა დაიჭრა. ერმილე, თითქმის უკვე გამოსული იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, მაგრამ ზაზას ამბავი რომ გაიგო, თქვა_ მე ვერსად წავალ, ზაზას აქ ვერ მივატოვებ, უნდა გამოვიყვანო და ვუპატრონო, ერთად წამოვედით ომში და შინ ერთადვე უნდა დავბრუნდეთო... შევიდა ზაზას საშველად და იქიდან ვეღარ გამოვიდა... ზაზასთან ერთად დაიღუპა... იმ ბრძოლებში ბევრი თანამებრძოლი დაიჭრა, ბევრიც_ დაიღუპა... 26 სექტემბერი იდგა_ სოხუმი უკვე ეცემოდა; მხოლოდ ჩვენ არ ვეცემოდით სულით.. თუმცა, მეც დავიჭერი, მარცხენა მკლავის არეში. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩვენ ე.წ. შტაბამდე მაინც მივაღწიე დაჭრილმა, ექიმებმა იქვე აღმომიჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდეგ აგუძერას საავადმყოფოში ჩამიყვანეს. 27 სექტემბერს, გამთენიისას, თევზსაჭერი სეინერი შემოვიდა პორტში, რომლითაც დაჭრილი წამომიყვანეს... სოხუმში უკვე გამარჯვების ‘’სალუტებს’’ ისროდნენ აფხაზები... ღმერთის ნება იყო, ალბათ, მე რომ გადავრჩი, თუმცა, დაღუპული ერმილეს ცხედრის გამოტანა ვერ შევძელი.. საოცარი ბიჭი იყო, ვაჟკაცი, ერთგული მეგობარი, საიმედო საყრდენი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. მას არც უწევდა იმ ბოლო ბრძოლებში წამოსვლა, რადგან ახალჩამოსული იყო ოჩამჩირიდან. მაგრამ რადგან მისმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა სოხუმში წასვლა, მარტო არ გაუშვა_მასთან ერთად მაინც წავიდა. ძალიან ძლიერი მებრძოლი იყო, მოწესრიგებული ჯარისკაცი. ერმილე იყო ადამიანი, რომელმაც შიში არ იცოდა! უკანდახევა არ სჩვეოდა. ყველა წელიწადს ვიკრიბებით გადარჩენილი’’თვითმფრინავის ბიჭები’’ ქუთაისში, სამშობლოსათვის დაღუპული გმირების მემორიალთან და ვიხსენებთ ჩვენ თანამებრძოლებს, ომის იმ მძიმე დღეებს..ომის, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ სოხუმში, იმ მიწას არ ჩავეხუტებით, სადაც ჩვენმა ძმებმა ამქვეყნიური სიცოცხლე დაასრულეს და მარადისობას შეუერთდნენ..."
ერმილე მაჭარაშვილი 1995 წელს, დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისთვის.