სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი 1835-1902წწ დეკანოზი დაბ. სოფ ალი (ხაშური) გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი 1835-1902წწ დეკანოზი დაბ. სოფ ალი (ხაშური)

1835-1902 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მაჭარაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი 1835-1902წწ დეკანოზი დაბ. სოფ ალი (ხაშური)

დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 1902

დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი 1835 წელს გორის მაზრაში, სოფ. ალში,მღვდლის ოჯახში დაიბადა. დედა ორჯონიკიძის ქალი გახლდათ. ოჯახში რვა დედმამიშვილი იზრდებოდა, რომელთაც ბავშვობიდანვე ღრმად უნერგავდნენ უფლისა და სამშობლოს სიყვარულს. პატარა გრიგოლმა თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა რუსეთში, სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1858 წელს წარჩინებით დაასრულა. მან საფუძვლიანად იცოდა ქართულ და რუსულ ენაზე საღვთო და საეკლესიო წიგნები, გალობა და ტიბიკონი. 1858 წელს ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე გრიგოლი სამშობლოში ბრუნდება და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად იწყებს მუშაობას. ამავე პერიოდში მან ჯვარი დაიწერა ნატალია იოანეს ოქროპირის ასულზე (1846). სამწუხაროდ, მათ შვილები არ ეყოლათ და მთელი თავიანთი ყურადღება და მზრუნველობა მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას მოახმარეს.



11-1  საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.18
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902 (გაგრძელება)

დეკანოზი გრიგოლი შესანიშნავი პედაგოგი და აღმზრდელი გახლდათ. ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ფოთში, მან დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა ახალგაზრდებს შორის. მოწაფეებს განსაკუთრებულად უყვარდათ და აფასებდნენ მას თავისი უბრალო და მშვიდი ხასიათის გამო. შემდგომში ასევე ცნობილი პედაგოგი და მოძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე, რომელიც ფოთში სწავლის პერიოდში მამა გრიგოლის მოსწავლე გახლდათ, ასე იხსენებდა საყვარელ პედაგოგსა და მოძღვარს: „მამა გრიგოლი კატეხიზმოს და ღვთისმსახურებას გვასწავლიდა ფოთის სამოქალაქო სასწავლებლის უფროს კლასებში, ეს იყო უკანასკნელად 1890- 1891 წლებში. განსვენებულს მთელი კატეხიზმო, ღვთისმსახურება და საღმრთო ისტორიის სახელმძღვანელოები ისთე ჰქონდა გაზეპირებული, როგორც „მამაო ჩვენო“, მისი ალერსიანი და ტკბილი ლაპარაკი გაკვეთილების ახსნაზედ, მეტად სასიამოვნო და საინტერესო შთაბეჭდილებას მოახდენდა ხოლმე მოწაფეებზედ, როდესაც გაკვეთილების ახსნას შეუდგებოდა, მთლად სმენად ვიყავით გადაქცეული ყველა შეგირდები; რადგანაც თითონ მამა გრიგოლი ძალიან გვიყვარდა, იმის გაკვეთილებსაც ზედმეტად კარგად ვსწავლობდით. განსვენებული ხშირად გვარიგებდა და სხვათა შორის გვირჩევდა, რომ ერთად სხვა საგნებთან შეგვესწავლა საეკლესიო და ხუცური წიგნები. სამოქალაქო სასწავლებლებში საეკლესიო ენას ცოტა ადგილი ეჭირა და ისეთ ყურადღებას არ აქცევენ, როგორც სხვა საზოგადო საგნებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ მაინც ვშოვილობდით ქართულს საეკლესიო წიგნებს და გულმოდგინედ ვეტანებოდით მათ კითხვასა, რაც მ. გრიგოლს მეტად სასიამოვნოდ მიაჩნდა. ბევრი ფაქტები და მაგალითების მოყვანა შეგვიძლია მისი ცხოვრებიდგან, რომლებიც ამტკიცებენ განსვენებულის გულკეთილობას და ზნე-თვისებას, მაგრამ საჭიროდ არ ვრაცხ წერილის გაგრძელებას, რადგან ოლ 903 იცის მისი გულკეთილობა. 1891 წლის იანვარში, ბევრი სხვადასხვა საქმეების გამო, თავისისავე თხოვნით, მ. გრიგოლმა თავი დაანება საღმრთო სჯულის მასწავლებლობას ფოთის სამოქალაქო სასწავლებელში და როდესაც ეს გარემოება გავიგეთ და მ. გრიგოლი ლოცვაკურთხევით გამოგვეთხოვა სასწავლებლის ყველა შეგირდებს, ჩვენ საერთო მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. მ. გრიგოლის ადგილზედ საღმრთო სჯულის მასწავლებლად გამოგვიგზავნეს ახალგზარდა სემინარიელი მ.ი. ეპიტაშვილი, რომელიც, შეძლებისადაგვარად, გვარიანად გვასწავლიდა, მაგრამ მთელი სასწავლებლის შეგირდები ყველა გრიგოლს იხსენებდნენ, მუდამ მის ხსოვნაში ვიყავით და ისევ მ. გრიგოლი უფრო მეტად გვიყვარდა...
1866 წლის 19 აგვისტოს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) გრიგოლი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 21 აგვისტოს მღვდლად დაასხა
ხელი და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში განამწესა. 1867 წლიდან ფოთის სამაზრო სამოქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგია. 1868 წლის 2 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ივლისს სკუფია უბოძეს. 1877 წლის 26 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1879 წლის 16 აპრილს მეტრიკული წიგნების არასწორად  შევსებისათვის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით ხუთი მანეთით დაჯარიმდა იმერეთის ეპარქიის სასულიერო წოდების  ქვრივ-ობოლთა სასარგებლოდ. 1883 წლის 6 მაისს 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს დაჭრილთა შემწეობისათვის მიიღო წითელი ჯვრის საზოგადოების ნიშანი  წითელი ჯვარი. 1885 წლის 26 ივლისს იგი ფოთის სატუსაღოს სამზრუნველო   განყოფილების დირექტორად აირჩიეს. 1896 წლის 17 ნოემბერს ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ დაინიშნა. დეკანოზი გრიგოლი ყოფილა მეტად მომთმენი და სულგრძელი ადამიანი; მისი მშვიდი და შნოიანი  სახის გაოზეცცვევლებ, წყნარი და ტკბილი საუბარია ცხადად ამტკიცებდნენ მის სიკარგეს. ის იყო, როგორც შეშვენის ქართველ კაცს დინჯი, აუჩქარელი ხასიათისა, მშრომელი და მეტად გულკეთილი. იგი ყოველთვის მზად იყო შეძლებისდაგვარად ნებისმიერი სახის დახმარება აღმოეჩინა გაჭირვებული კაცისათვის
თუ სიტყვით, თუ საქმით; მისი შემწეობითა და კეთილი მამობრივი რჩევით მრავალი გზააბნეული ახალგაზრდა დამდგარა სწორ გზაზე, მრავალი აშორებია იმ მაცდურ, ეკლიან გზას, რომელიც ხშირად გვხდება ხოლმე
აბობოქრებულ ცხოვრებაში; ამ ყვე

11-2   საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.19
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902 (გაგრძელება)

ლაფერთან ერთად, იგი ყოფილა სტუმრის მოყვარულიც. რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მისი ოჯახიდან ძალიან იშვიათად წავიდოდა კაცი, რომ მისგან პატივისცემა და პურ-მარილი არ მიეღო. მან დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა ფოთის საზოგადოებაში. 37 წლის მანძილზე, რაც დეკანოზი გრიგოლი ფოთში მსახურობდა, არ ყოფილა არცერთი სასულიერო თუ საერო საკითხი, მასში ენერგიული მონაწილეობა რომ არ მიეღოს. მას დიდი როლი აქვს შეტანილი ფოთის ცნობილი საკათედრო ტაძრის აშენება გამშვენებაზეც. 1886 წელს, როდესაც შეიქმნა გურია-სამეგრელოს ერთიანი ეპარქია და ქ. ფოთი ეპარქიის ცენტრი გახდა, მწვავედ დადგა საკათედრო ტაძრის აშენების საკითხი. 1888 წელს მამა გრიგოლმა განცხადებით მიმართა ქალაქის მმართველობას ახალი ტაძრის აშენების აუცილებლობის შესახებ.  დეკანოზი გრიგოლი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და ხშირად აღმოუჩენია მისთვის როგორც ეკონომიური, ისე სულიერი თანადგომა. 1886 წელს გაზეთი „ივერია" წერდა: „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თავისი 1885 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მადლობას უცხადებს, როგორც დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილს იმ უანგარო შრომისათვის, რომელიც მან მიიღო გასაძლიერებლად აღნიშნულის
საზოგადოების საშუალებისა მისის თაოსნობით გამართულის წარმოდგენით, აგრეთვე იმ პირთა, რომელნიც დაეხმარნენ მას აღნიშნულ წარმოდგენის გამართვაში“.  დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზი გრიგოლი დაჯილდოებული იყო; 1881 წლის 18 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1885 წლის 24 მარტს წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1887 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1892 წლის 15 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1895 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით; 1900 წლის 15 მაისს ენქერით. 1902 წლის ზაფხულში ღვაწლმოსილი დეკანოზი მეუღლესთან ერთად ჯანის მოსაკრეფად და დასასვენებლად ქართლში, დაბა სურამში წაბრძანდა. აგვისტოს ბოლოს მშობლიურ სოფელ ალში გამოიარა და ნათესავები და ახლობლები მოინახულა. დიდად გაიხარა მამა გრიგოლმა იმ ადგილების მონახულებით,
სადაც მან თავისი ყრმობა და ბავშვობა გაატარა. 67 წლის მოძღვარი თითქოს გაახალგაზრდავდა, ახალი სიცოცხლე  შთაებერა, მაგრამ, მოულოდნელად, სექტემბრის პირველ კვირაში იგი ავად გახდა და ლოგინში ჩაწვა. ერთკვირიანი მცირედი ავადმყოფობის შემდეგ, 15 სექტემბერს მან მშვიდობით შევედრა უფალს სული.  1902 წლის 21 სექტემბერს, შაბათს,სოფ.ალის კვირაცხოვლის სახ. ტაძარში, რომელიც მისი დიდი ბაბუის აშენებული იყო, დილიდანვე შეიკრიბნენ განსვენებულის პატივისმცემელნი. ბევრი ამ დღისთვის ჩამოვიდა ფოთიდან. დასაფლავებას დაესწრო ფოთის ქალაქის თავი ბ-ნი ნ. ნიკოლაძე, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის ავადმყოფობის გამო, მის მაგივრად და მისივე თხოვნით მობრძანდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე). დილის ცხრა საათზე მიცვალებულის ცხედარი სამღვდელოებამ ტაძრის ეზოში გაასვენა და გამზადებულ ადგილას
ჩაასვენა. სამგლოვიარო პროცესიას ამშვენებდა 8 ძვირფასი გვირგვინი და 4 ხატ,ეი შესაფერისი წარწერით: 1) „მისგან დაარსებული ფოთის ორკლასიანი სამრევლო სკოლის მოწაფეთაგან: „თუმც შენ აღარ  ხარ, საქმენი შენნი, იქნება ჩვენში დაუვიწყარი; უფალსა ვვედრით, მწყემსო კეთილო, მოგცეს ცხოვრება იქა ნეტარი“; 2) ფოთის ქალთა პროგიმნაზიისა და ოლგას დედათა სკოლისაგან: „ძვირფას მამას, მოყვარულ ასულთაგან“; 3) დაუვიწყარ დეკანოზს, ფოთის ვაჭრებისაგან (იმათგანვე ვერცხლის
ხატი იმავე წარწერით); 4) მისგან დავალებულ ფოთის ქალაქისაგან დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილს; 5) ქრისტეფორე და ნინო ხუმარაძისაგან: სულიერ მამას, დაუვიწყარ დეკანოზს; 6) დიმიტრი გუგუშვილის ოჯახობისაგან: დაუვიწყარ დეკანოზს"; 7) ლეონტი და მინადორა ჩაჩანიძისაგან: „გზა ცხოვრებისა განვლე ყოვლად პატიოსნად და აღბეჭდეცა ნავალი“; 8) ძმისწულებისაგანჩ; 9) სიძისა და დისწულებისაგან; 10) ვერცხლის ხატი გურია-სამეგრელოს  საეპარქიო საბჭოსაგან; 11) მაცხოვრის ვერცხლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულისაგან. იყო კიდევ სხვა გვირგვინებიც კერძო პირებისაგან. მღვდელმთავრის წირვაზე გალობდა ორი გუნდი: ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის გურულ მგალობელთა გუნდი და სოფ. ვაყის სამრევ-

11-3   საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.20
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902 (დასასრული)

ლო სკოლის მოწაფეთა გუნდი. „განიცადენის დროს სიტყვა წარმოთქვა ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმა გიორგი გეგეჭკორმა. დაკრძალვისას კი აგ .განსვენებულის მოღვაწეობაზე  ისაუბრა ბ-ნმა ა. წ-ძემ. განსვე-  ნებულის ქვრივმა მიიღო მრავალი სამძიმრის დეპეშა ცნობილ კაცთა და დაწესებულებათაგან. ფოთელებმა მათი საყვარელი მოძღვრისათვის საფლავზედ ძეგლის ასაგებად 400 მანეთი მოიტანეს.



1902 წლის 12 ოქტომბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „1902 წლის 8 ოქტომბერს ქ. ფოთში, საღამოს 8-ისნახევარზე განახლებული საბჭოს კრება დაიწყო. საბჭო მორიგი საგნების განხილვას არ შესდგომია. პირველად ხმოსნებმა ფიცი მიიღეს. შემდეგ, თავჯდომარემ ნ. ნიკოლაძემ მიჰმართა კრებას შემდეგის სიტყვებით: „ვალდებულად ვრაცხ ჩემს თავს, ვაუწყო კრებას ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრ. მაჭარაშვილის გარდაცვალება, რომელიც ჩვენს ქალაქში სრული 37 წელი ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც საბჭოს ხმოსნობის თანამდებობაში, ისე სხვა საქმეებშიაც, სამაგალითოდ მოღვაწეობდა. მისი უანგარო შრომა ყოველ აქაურ საზოგადო საქმეში, რომლის მოთავე და მუდმივი გულშემატკივარი განსვენებული იყო, ყველამ კარგად უწყის. ღირსეული მოძღვრის შრომა სამწყსომაც დააფასა და დიდი პატივი სცა განსვენებულის გვამს დაკრძალვის დღეს. ნიშნად ღრმა პატივისცემისა ქალაქის გამგეობამ 100 მანეთი გამოიღო დეკანოზის ძეგლის ასაგებად, რასაც საბჭოც, ვიცი, სიამოვნებით მიიღებს და მის ხსოვნას პატივსა სცემს ფეხზე ადგომით“. საბჭო ერთხმად დაეთანხმა თავმჯდომარის აზრს. ხმოსანმა კ. მიქაბერიძემ საჭიროდ დაინახა, რომ დეკანოზის სურათი გამგეობის დარბარზში იქმნას დაკიდებული. საბჭომ ამაზედაც ერთხმად თანხმობა გამოაცხადა“. როგორც მოყვანილი მონათხრობიდან ჩანს, დეკანოზი გრიგოლი ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, კეთილო მწყემსო და მოძღვარო, პატიოსანო ქართველო მამაო, დეკანოზო გრიგოლ!

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.12.2025
ბოლო რედაქტირება 29.12.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0