გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ავთანდილი დაჩიბერიძე ვალერიანის ძე დაიბადა 1973 წლის 14 აგვისტოს ამბროლაურის რ-ნი, სოფ. გოგოლეთში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/2
1990 წელს დაამთავრა ქუთაისის 36-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.
დაკრძალულია სოფ. ბაბუშერას სასაფლაოზე 84-ე ნომრად.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდებით.
დარჩა ერთი შვილი-გიორგი დაჩიბერიძე
ზემდეგი დაჩიბერიძე ავთანდილ ვალერიანეს ძე მსახურობდა საქართველოს
რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე
საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მე-2 ოცეულში.
ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტოსაარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ძირითად საბრძოლო ოპერაციებში.
საბრძოლო დავალებების შესრულების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და
პატრიოტიზმით.
1993 წლის 15 აგვისტოს ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს მიეცა მოკლევადიანი შვებულება
შვილის შეძენასთან დაკავშირებით.
1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო ოპერაციების, აფხაზური მხარის მიერ,
განახლების შემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძე რამოდენიმეჯერ ეცადა დაბრუნებულიყო ქ.
სოხუმში თავის სამხედრო შენაერთში, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა
გადატვირთვისა და სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო და საავტომობილო გზების
გადაკეტვის გამო მან ეს ვერ მოახერხა.
როგორც შემდგომში გაირკვა, ა. ვ. დაჩიბერიძე 22 სექტემბერს ქ. თბილსის
აეროპორტიდან აფრენილ „ტუ“-154 ტიპის თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ქ.
სოხუმის აეროპორტის თავზე ჩამოაგდეს.
ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძის გვამი ამოცნობილ იქნა აფხაზეთის პროკურატურის მიერ
და ის N84 ნომრით განისვენებს სოფელ ბაბუშერის სასაფლაოზე.
ზემდეგი დაჩიბერიძე ავთანდილ ვალერიანეს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მე-2 ოცეულში. ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტიზმით. 1993 წლის 15 აგვისტოს ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს მიეცა მოკლევადიანი შვებულება შვილის შეძენასთან დაკავშირებით. 1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო ოპერაციების, აფხაზური მხარის მიერ, განახლების შემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძე რამოდენიმეჯერ ეცადა დაბრუნებულიყო ქ. სოხუმში თავის სამხედრო შენაერთში, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა გადატვირთვისა და სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკეტვის გამო მან ეს ვერ მოახერხა. როგორც შემდგომში გაირკვა, ა. ვ. დაჩიბერიძე 22 სექტემბერს ქ. თბილსის აეროპორტიდან აფრენილ „ტუ“-154 ტიპის თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ქ. სოხუმის აეროპორტის თავზე ჩამოაგდეს. ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძის გვამი ამოცნობილ იქნა აფხაზეთის პროკურატურის მიერ და ის N84 ნომრით განისვენებს სოფელ ბაბუშერის სასაფლაოზე.
მარინა ნაჭყებია
ავთანდილი დაჩიბერიძე
დაიბადა 1973 წლის 14 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგოლათში. 1990 წელს დაამთავრა ქუთაისის 36-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.დარჩა ერთი შვილი გიორგი დაჩიბერიძე.
ავთანდილ დაჩიბერიძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მე-2 ოცეულში. უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტიზმით. 1993 წლის 15 აგვისტოს ზემდეგ ვ. დაჩიბერიძეს მიეცა მოკლევადიანი შვებულება შვილის შეძენასთან დაკავშირებით. 1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო ოპერაციების, აფხაზური მხარის მიერ, განახლების შემდეგ ავთანდილ დაჩიბერიძე რამოდენიმეჯერ ეცადა დაბრუნებულიყო ქ. სოხუმში თავის სამხედრო შენაერთში, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა გადატვირთვისა და სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკეტვის გამო მან ეს ვერ მოახერხა. როგორც შემდგომში გაირკვა, ავთანდილ დაჩიბერიძე 22 სექტემბერს ქ. თბილისის აეროპორტიდან აფრენილ „ტუ“-154 ტიპის თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ქ. სოხუმის აეროპორტის თავზე ჩამოაგდეს.მისი გვამი ამოცნობილ იქნა აფხაზეთის პროკურატურის მიერ და დაკრძალული იყო სოფელ ბაბუშერის სასაფლაოზე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად , 2016 წელს, ავთანდილ დაჩიბერიძის ნეშტი აფხაზეთიდან თბილისში გადმოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ავთანდილ დაჩიბერიძის დამ ნესტან დაჩიბერიძემ მოგვაწოდა წერილი, რომელიც ავთანდილს 17 წლის ასაკში უნივერსიტეტში დაუწერია, გთავაზობთ ფრაგმენტს: „ "ეროვნული სულის ჩამდგმელი, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრში, იყო ბატონი მერაბ კოსტავა, რომელიც ვერ შეეგუა მონობას, ვერ აიტანა ქართველისა და საქართველოს ტანჯვა. გულს ბოღმა მოაწვა, შურისძიება, არა ისეთი, როგორზეც სხვანი ფიქრობენ, არამედ ნამდვილი, ვაჟკაცური, კაცურკაცური და რა თქმა უნდა, თავისი გააკეთა. მაგრამ დროთა სიავემ თავისი გაიტანა და ბატონი მერაბი ხელიდან გამოგვაცალა. წაიღო და თან წაიყოლა ჩვენი გული, ჩვენი სული, მაგრამ მარჯვენა ისევ ტანზე შეგვრჩა და ამ მარჯვენას ისევ ქართველი მამულიშვილი თუ აამოძრავებს, თორემ დაგვიჟანგდება. ვინ იქნება ის? ეს კითხვა კითხვად რჩება. არავინ, ჩვენ თვითონ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ერთად შევუტიოთ ჩვენს მტერს და ჩვენს მხრნელს, რომელმაც უკვე თითქმის ძირი გამოგვითხარა...
... გმირობა და კაი ყმობა დიდბუნებოვანი კაცის ხვედრია. კაცის, რომელსაც თავის "მეს" წინ, თავისი ხალხი თავისი ქვეყანა დაუყენებია, სული და ხორცი მშობელი ქვეყნისთვის უთაყვანებია. განა ეს წმინდანები არ იყვნენ 9 აპრილის დაღუპულები, ყოველივე ამის გამკეთებლები? მაგრამ ბევრმა უგნურმა ქართველმა ვერ იგრძნო მათი ღვაწლი ქართველი ერისადმი, მაგრამ ცუდი და უგნური სად არ მოიძებნება...
კაი ყმავ იცოცხლე, იდიდე, იხარე, იბედნიერე, იტანჯე და შენივე მოქმედებით ეს ქვეყანა გააჯერე, დააბრძმედე, ერის სამსახურში ჩააყენე. მე მინდა ილიას სიტყვებით დავამთავრო ეს ჩემი პატარა თემა, ჩემგან შეთხზული და მონაგონი: " ეს ლომი კოღომ რატომ უნდა გაიხადოს საბუდრად"...
ნესტან დაჩიბერიძე, ავთანდილ დაჩიბერიძის და: " თბილისში უნივერსიტეტში რომ აბარებდა, ჯავახიშვილში ქულები არ ეყო და სოხუმის ფილიალში ჩაირიცხა. როდესაც ომი დაიწყო, სოხუმის უნივერსიტეტი თბილისში გადმოვიდა და სწავლა აქ გააგრძელა. 1993 წლის მარტში სახლიდან გაიპარა და სოხუმში წავიდა, ომში. აგვისტოში ბავშვი შეეძინა და შვებულებით ჩამოვიდა, ცოტახნით. 16 სექტემბერს ბრძოლები რომ განახლდა, ისევ წასვლას ცდილობდა. ოჩამჩირე გადაკეტილი იყო და ვერანაირი ტრანსპორტით ვერ ხერხდებოდა სოხუმში ჩასვლა, გარდა თვითმფრინავისა. 21 სექტემბერს ჩამოვიდა თბილისში, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ წასვლას აპირებდა. ვუთხარი, ახლა ასეთი არეულობაა, ასეთი ბრძოლებია ვინღა მიდის მეთქი. მან ეს სიტყვები მითხრა - „როცა მე მჭირდებოდა, სოხუმი მედგა გვერდით და დღეს ჩემი გვერდით დგომა სჭირდება სოხუმსო.." ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წავიდა აეროპორტში, თუ ფრენა არ იქნება, ისევ უკან მოვალო.. რომ აღარ მოვიდა ვიფიქრე, რომ გაფრინდა. თურმე სინამდვილეში არ გაფრენილა. მას და კიდევ ბევრ ადამიანს ის ღამე აეროპორტში გაუთენებიათ. 22 სექტემბერს გაფრენილა იმ ტრაგიკული თვითმფრინავით, რომელიც ბაბუშერას აეროპორტში ჩამოაგდეს. ჩემი ძმაც იმ თვითმფრინავში დაიწვა...
საკმაოდ დიდხანს არ ვიცოდით, რომ ჩემი ძმა ამ თვითმფრინავში იყო, ვკითხულობდით, ვეძებდით, ზოგი გვეუბნებოდა, რომ ნახეს სვანეთზე გადმოსვლის დროს. რომ აღარ გამოჩნდა, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში მივედით. კომისია იყო მაშინ, რომელიც ამ დაკარგულებს ეძებდა. ერთ-ერთ მისვლაზე პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც ამ კომისიის წევრი იყო, მკითხა 22 სექტემბრის თვითმფრინავზე ეჭვი არა გაქვთო? მეთქი, რატო 21-ში გაფრინდათქო. მაშინ პაატამ მითხრა, იქნებ პროკურატურაში მიხვიდე და თვითმფრინავის კატასტროფის ოქმი ნახოო. პროკურატურაში, ტრასპორტის პროკურატურაში გადამამისამართეს. მივედი, ლაზარე სეხნიაშვილი დამხვდა, მოდი ჯერ დათვალიერების ოქმი ვნახოთ და შემდეგ დაკრძალვისო. ანზორ ლაცუზბაიას, რომელიც ახლაც პროკურორია აფხაზეთში, და თბილისიდან ლაურ ჯანაშიას, შედგენილი იყო ეს ოქმი. ეს ბიჭები რომ გადმოუსვენებიათ თვითმფრინავიდან, ვისაც რა აღმოაჩნდა, ზოგს საბუთი, ზოგს ნივთმტკიცება ეს ყველაფერი შეტანილი იყო ამ ოქმში. 25 და 26 სექტემბერს ანზორ ლაცუზბაიას, ლაურ ჯანაშიას და კიდევ სხვა ადამიანების ძალისხმევით, ეს ბიჭები დაიკრძალნენ სოფელ ბაბუშერას სასაფლაოზე რიგითი ნომრებით. დავიწყეთ კითხვა და ერთ-ერთ გვერდზე დავინახე ქუთაისში ჩვენი სახლის მისამართი. შევაწყვეტინე ბატონ ლაზარეს კითხვა, აღარ გააგრძელოთ ვიპოვე ჩემი ძმათქო. 84 ნომრით იყო დაკრძალული…
ასე ვიპოვეთ... დღეს მაინც ბედნიერად ვთვლი თავს, რადგან მისი საფლავი გვაქვს. ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულების ნეშტების გადმოსვენება 1997 წელს დაიწყო, 42 ადამიანი გადმოსვენეს ამ წელს. მერე აფხაზებმა აღარ მოგვცეს საშუალება და 2016 წელს გადმოასვენეს ყველა, ვინც დარჩენილი იყო. ჩემი ძმა სხვა მებრძოლებთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ. ჩემთვის ის 20 წლის დარჩა. დღემდე მგონია, რომ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტია..."
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.