მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თამაზ ომარის ძე გოგუა დაიბადა 1960 წლის 7 იანვარს. გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. 1976 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მეგობრებთან ერთად სამშობლოს დამცველთა რიგებში იდგა. თამაზ გოგუა 1993 წლის 15 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლებად. თამაზი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 1993 წლის 16 სექტემბრის შემოტევისას თამაზი თანამებრძოლებთან ერთად აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მტერს მდინარე გუმისთასთან (სოფ. ქვემო ეშერა).
1993 წლის 17 სექტემბერს ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციების მიმდებარედ,ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას ,თამაზ გოგუა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ეს არის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი, თამაზ გოგუა, რომელიც გმირულად დაიღუპა ომის ბოლო დღეებში, როგორც ამბობენ სოფელ კამანში. ბოლოს რომ გარიდებოდნენ უეჭველ სიკვდილს, ბიჭებს უთქამთ, “ჟრები” გავითამაშოთ თუ ვინ დარჩესო სანგარში, თამაზის უთქვამს, ეს გამორიცხულიაო, მე დავრჩები, მე შეგიფარებთ და თქვენ გაეცალეთ აქაურობასო, ასე დაამთავრა სიცოცხლე ერთ ერთმა ქართველმა ვაჟკაცმა. მას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მას ჰქვია თამაზ გოგუა, დაბადებული 1960 წლის 7 იანვარს . სოფელ ვარჩეს ღირსეული მკვიდრი. თუ შეძლებთ და გამოაქვეყნებთ ამ ინფორმაციას, დავიწყებული არ იქნებოდა ეს საქართველოს ღირსეული შვილი, მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
წყარო ნანა ჭელიძე