სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გოგუა იოანე მღვდელ-მონაზონი, ჯუმათის მონასტერი, გარდ. 1959 წელს 80 წელს გადაცილებული. დაბ. სოფ ჯუმათი, ოზურგეთი გოგუა იოანე მღვდელ-მონაზონი, ჯუმათის მონასტერი, გარდ. 1959 წელს 80 წელს გადაცილებული. დაბ. სოფ ჯუმათი, ოზურგეთი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გოგუა სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

გოგუა იოანე მღვდელ-მონაზონი, ჯუმათის მონასტერი, გარდ. 1959 წელს 80 წელს გადაცილებული. დაბ. სოფ ჯუმათი, ოზურგეთი


მღვდელ-მონაზონი იოანე (გოგუა)

მღვდელ-მონაზონი იოანე XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯუმათში დაიბადა. 
1897 წლის 7 ოქტომბერს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში მორჩილად განამწესეს. 
XX საუკუნის დასაწყისში ჯუმათის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გერასიმემ (დარჩია) იგი იოანეს სახელით ბერად აღკვეცა. 
მას მალევე დაასხეს ხელი დიაკვნად· შემდეგ კი - მღვდლად. 
XX საუკუნის 20-იანი წლების ღასაწყისში კომუნი— 
გვ273
სტებმა დაარბიეს ჯუმათის მონასტერი და იქ მყოფი ბერებიდან ზოგი დახვრიტეს, ზოგიც დაიჭირეს. მათ მხოლოდ მამა. იოანე 
გადაურჩა, რომელიც იქვე დასახლდა და მიტოვებულ მონასტერს შეძლებისდაგვარად აქცევდა ყურადღებას. 

1943 წელს რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიმართ გაგზავნილ მოხსენებით ბარათში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე)
ჩამოთვლის გურიაში „ჩარჩენილ“ მღვდლებს, რომლებსაც არ დაუნებებიათ თავი ღვთისმსახურებისათვის, ამ სიაში იხსენიება მღვდელმონაზონი იოანეც (გოგუა). 
როგორც ჩანს, მონასტრიდან გამოდევნილი მამა იოანე კვლავ განაგრძობდა ქრისტიანული წესების შესრულებას და ახერხებდა მორწმუნე ხალხის ნუგეშისცემას· 
ხალხში დღემდე შემორჩენილია რამდენიმე მოგონება· მათ შორის, ნათლულის დედის (მასთან ცხოვრობდა 1958-1959 წლებში) 
ნაამბობი: „შვილს ავადმყოფობა შეეყარა. ექიმებმა მას განუკურნებელი უწოდეს და სახლში გამატანეს უგონო ბავშვი. ყველა 
შეეგუა მის დაღუპვას. ამ დროს ივანე ბერი მოვიდა (ასე იხსენებენ გურულები მას) და გვითხრა, ამ ბავშვს მონათვლა სჭირდება 
და ყველაფერი გაშორდებაო. იმედდაკარგულები დავთანხმდით. მონათვლის შემდეგ ბავშვი გამოცოცხლდა და მეორე დღეს 
ლაპარაკი დაიწყო“. ეს ამბავი გახმაურდა. რის გამოც მონათლულის ოჯახს და იოანე ბერს დიდი პრობლემები შეხვედრიათ 
ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ მოსახლეობა უფრო იოლად თანხმდებოდა იოანე ბერს შვილების მონათვლაზე. 
მხილველები ყვებიან, რომ სამღვდელო სამოსის ტარების აკრძალვის შემდეგ მამა იოანეს მოკლე, აკეცილი კაბა ეცვა, ბუშლატი 
თავსასხამი, გადაკიდებული პატარა ნაჭრის ჩანთა, დადიოდა სოფელსოფელ და ნათლავდა ხალხს. 
განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდებისა და ბავშვების თავშეყრის ადგილზე მისვლა და ქადაგება. 
ამის გამო, არა ერთხელ უცემიათ და დაუმცირებიათ, მაგრამ ბოლოს ისე შეეჩვივნენ, როგორც კი გამოჩნდებოდა,უფროსები 
ჩაილაპარაკებდნენ, მოვიდა ქვეყნის მაცხონებელიო და თვითონ თუ არ უსმენდნენ, ბავშვებს მაინც აღარ უკრძალავდნენ. 
გვ274

იმდროინდელი პარტიული მაღალჩინოსანი ყვება: „ძალიან სერიოზული პიროვნული პრობლემები შემხვდა. გამოსავალი 
არ ჩანდა. გადავწყვიტე, ივანე ბერთან მივსულიყავი. ვიცოდი, ჩუმად ბევრი პარტიული მუშაკი აკითხავდა. მოვახერხე, ისე 
ბუნებრივად შევხვედროდი, რომ კიდევ პრობლემა არ დამხვედროდა წინ. საუბრისას (თემას არ აზუსტებს) დიდი სიმსუბუქე ვიგრძენი, 
მივხვდი, რომ რასაც პრობლემას ვუწოდებდი, აღარ არსებობდა. სამაგიეროდ, სინანულისა და სირცხვილის 
გრძნობა დამეუფლა, შევეკითხე, რა ხდება-მეთქი. სახეზე არ მიყურებდა, მცირე პაუზის შემდეგ მითხრა, თქვენ დაანგრევთ, 
მაგრამ თქვენი შვილები და შვილიშვილები ააშენებენო. დღევანდელ დღეს რომ ვუყურებ რწმენის გამოღვიძებას, ეკლესიების 
მშენებლობებს და აღდგენებს, მისი ნათქვამის ყველა დეტალი მახსენდება“. სამწუხაროდ, ამ პიროვნებამ სხვა დეტალებზე 
საუბარი აღარ მოინდომა·
ყველა ვისაც ახსოვს იოანე ბერი, ძირითადად, მის ბოლო საქმიანობას იხსენებს – ხალხში სიარულს, ქადაგებას და ფარულ 
გვ275
ნათლობებს. მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა მამა იოანესთან (მათ შორის – ათეისტებშიც ბევრნი იყვნენ), 
განსაკუთრებული მოწიწება, რიდი, პატივისცემა ჰქონდათ ბერის თავდადებული რწმენისა და პატიოსნებისადმი. 
80 წელს გადაცილებული მოხუცი მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე 1959 წლის ზამთარში გარდაიცვალა. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0