ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
გიქორაშვილი კახა ლევანის ძე(2 ოქტომბერი 1973-2 ივლისი 1993) შინაგანი ჯარის საპატრულო პოლკი გარდაიცვალა ზემო კინთხის ბრძოლაში. ითვლება უგზო უკვალოდ დაკარგულად. ვერ ამოიცნეს დაკრძალულია თბილისის ზღვის სასაფლაოზე. დნმ-ზე გაგზავნილია
დაიბადა 1973 წლის 2 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/123
1979-1990 წლებში სწავლობდა ბადიაურის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საგარეჯოს სასწავლებელში, სადაც დაეუფლა მძღოლის სპეციალობას.
1992 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ქ. თბილისის შინაგანი ჯარის საპატრულო პოლკში (სამხედრო წოდება - სერჟანტი).
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 2 ივლისს დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ კინდღთან.