სერგო დავიდოვი დაიბადა 1966 წლის 25 ნოემბერს ქ. თბილისში.
91-ე საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა 95-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში,
რომელიც წარჩინებით დაამთავრა.სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა ქ. ტაშკენტში, საიდანაც გააგზავნეს ავღანეთში. მან თავი გამოიჩინა მხედრული მამაცობით და 4 მედლით მკერდდამშვენებული დაბრუნდა სამშობლოში. სამსახური დაიწყო მილიციაში,
დაცვის განყოფილებაში. 4 წლის შემდეგ სწავლა გააგრძელა მილიციის აკადემიაში. პირველი კურსი ფრიადებზე დაამთავრა. მიავლინეს ცხინვალში. უკვე მეორე კურსის მსმენელი აფხაზეთში გააგზავნეს. ავღანეთის ქარ-ცეცხლში გამოწრთობილი ვაჟკაცი, აქაც სამაგალითო და მისაბაძი გახლდათ. თანამებრძოლების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მეთაურებმა არაერთხელ წაახალისეს.
1992 წლის 2 ოქტომბერს ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
სერგო დავიდოვი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი