ვალერ უტიაშვილი 1975-93წწ დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი დაბ. თბილისი
ვალერ უტიაშვილი
ვალერი დაიბადა ქ. თბილისში 1975 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღეს. ბავშვობა გაცილებით ბედნიერი ჰქონდა, ვიდრე შემდგომი პერიოდი. მთელს საგვარეულოში ვალერი ითვლებოდა სანიმუშოდ, კარგად ფლობდა რუსულს, ჰქონდა ხატვის ნიჭი. 16 წლის ასაკიდან სამუშაოს მოჰკიდა ხელი.
იმ წლებში დაიშალა საბჭოთა კავშირი. გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ვალერი და მისი თანატოლები დღედაღამ მთავრობის სახლის წინ დროშას აფრიალებდნენ. შეუძლებელი გახდა მისი სახლში გაჩერება. უამრავი მტერი გაუჩნდა საქართველოს. შეიქმნა გვარდია და სამხედრო პოლიცია, მხედრიონი და ა.შ. პატარა იყო ვალერი და არსად არ იღებდნენ, მაინც დარბოდა, მოხალისედ სურდა ჩაწერილიყო. ამასობაში გაიზარდა და დავაჟკაცდა კიდეც.
ვალერი ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად ჩაირიცხა ს/ნ 22683-ში, აქედან რუსთავში გაგზავნეს. იქ არ გაჩერდა, აქ რა მინდა, ლაჩარი კი არა ვარ, ომში წამიყვანეთო.
ერთ მშვენიერ დღეს ის რეკავს ოჯახში სოხუმიდან. მეორე დღეს, 22 სექტემბერს, აღმოჩნდა სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავში, რომელიც საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად იყო გაგზავნილი, სოხუმის აეროდრომზე დაშვებისას აფეთქდა. ასე ტრაგიკულად დასრულდა ვალერი უტიაშვილის ხანმოკლე ცხოვრების ისტორია. ასე ჩაიწერა მისი სახელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მეომართა სიაში.\