ალექსი ქორთიაშვილი გივის ძე დაიბადა 1973 წლის 21 ოქტომბერს ქ. ხაშურში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/203
1981–1989 წლებში სწავლობდა ხაშურის 4–ე საშუალო სკოლაში.
1989–1991 წლებში სწავლობდა ხაშურის პროფესიულ სასწავლებელში მექანიზაციის სპეციალობაზე.
1992 წლის 20 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში საქართველოს შს შინაგან ჯარში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 2 ივლისს, ოჩამჩირის რ–ნის, სოფ. კინდღთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.
დარჩა მშობლები და ძმა.
ტამიშის დესანტი ალექსი ქორთიაშვილი
„ჩემო ბიჭუნა, შენ დედის ფიქრების სათავე ხარ, დედის ცრემლიანი მონატრება და განუმეორებელი სიყვარული. იქნებ, დაილალა ყველა შენზე ფიქრით, იქნებ, დავიწყების ბურუსმა დაფარა შენი ხატება ახლობელთა წარმოდგენაში, იქნებ, ურჩევნიათ, ყური მოარიდონ შენზე საუბარს, მოლოდინით გაბეზრებულებს; მე კი არასოდეს დავიღლები შენზე საუბრით, შენზე ფიქრით და შენზე ოცნებით. იქნებ, მოაღწიოს, ჩემო ალიკა, დედის გულის უხმო ძახილმა შენამდე, შეძლო შეუძლებელი, –- გადმოლახო ჩვენ შორის ჩამდგარი დაბრკოლება და დამიბრუნდე ჩემო თვალხატულა, გაზაფხულივით პირსიცილიანო, სიცოცხლით სავსე და დიდი ხნის მონატრებულო შვილო“...
„მერამდენეა ეს წერილი, უმისამართო. იქნებ, ახლა მაინც მოაღწიოს როგორმე შენამდე, იქნებ, წაიკითხო; ისე შეგებრალო, რომ დასრულდეს მოლოდინის უსაშველო, მძიმე დღეები. ინებოს უფალმა და ისევ გამახაროს შენი დაბრუნებით, ისე, როგორც მაშინ, 1973 წლის 21 ოქტომბერს, როცა შენ დაიბადე და სიცოცხლე ბედნიერებად მიქციე“..
ვინ იცის მერამდენე უმისამართო წერილს წერს ნუნუ ქორთიაშვილი აფხაზეთის ძმათამკვლელ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილს, ალიკა ქორთიაშვილს. ალექსი ქორთიაშვილი სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ს/ნ 2054-ის ავტო-ბატალიონში. პირველი დლეებიდანვე მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მინიჭებული ჰქონდა სერჟანტის წოდება.
„ის ავბედითი დღე, სამხედრო სამსახურში რომ გაგიწვიეს, რაღაცნაირი იყო. ნაღველი იყო ჩაწოლილი შენს ლამაზ თვალებში იმ დღეს. ალბათ, გრძნობდი, რომ უსასრულო მოლოდინად უნდა ქცეულიყო ჩვენი დლეები. მე კვლავ ვწუხვარ, აფხაზეთში დაკარგულო ჩემო ბიჭო. ვწუხვარ და თან მეამაყება, რომ გმირი შვილის დედა ვარ.“
ახდა სასტიკი წინათგრძნობა, წინათგრძნობა, რომელიც ასე ტანჯავდა დედასაც და შვილსაც განშორების ჟამს; ახდა და მერე როგორ! საყვარელი შვილის ნაცვლად, საზარელი ამბავი შევიდა ქორთიაშვილების ოჯახში, –- ამბავი ალიკას უგზო-უკვლოდ დაკარგვისა.
საბრძოლო მოკვლევაში კი წერია: ,1993 წლის 18 ივნისიდან ა.გ. ქორთიაშვილი იმყოფებოდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ძველ კინდღში. 2 ივლისს, მოწინააღმდეგის შეტევისას, ის ვაჟკაცურად იბრძოდა და არ აძლევდა მტერს მოახლოების საშუალებას.მოწინააღმდეგემ ვერ გატეხა ა. ქორთიაშვილის და მისი მეგობრების შეუპორობა და მძიმე ტექნიკის საშუალებით მოინდომა მათი ტყვედ აყვანა. ა. ქორთიაშვილმა ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა.
ა.გ. ქორთიაშვილმა პირნათლად მოიხადა სამშობლოს წინაშე ვალი“. ალიკას მშობლები მთელი ცხოვრება დაელოდებიან შინმოუსვლელი შვილის
დაბრუნებას. „ძმაო, ალიკ, შენი მშობლები ძალიან განიცდიან შენს დაკარგვას. თვალცრემლიანნი და ფრთამოტეხილნი დადიან. შენ ისეთი კეთილი იყავი, ეს სიკეთე უკან დაგიბრუნდება და შინ მშვიდობით დაბრუნდები“ -- არც ალიკას ძმებს, კახასა და დათოს გადაუწურავთ გმირი ძმის დაბრუნების იმედი.
დლღეები ტაატით მიჰყვებიან დროის მსვლელობას. ცვალებადია ამქვეყნად ყოველივე, მხოლოდ შვილდაკარგული დედის ტკივილია უცვლელი და განუკურნელი –- დედისა, რომელსაც სჯერა, რომ ერთ მშვენიერ, ლამაზ დღეს, მისი შვილი, ბოლოსდაბოლოს, შემოაღებს სახლის კარს და მზიანი ღიმილით იტყვის: „დედი, მოვედი!“
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი
(იბეჭდება შემოკლებით)
შემოდგომაა ახლა ხაშურში. სექტემბრის თბილი და მზიანი დლეები ნელი ტაატით მიჰყვებიან დროის მსვლელობას. ცვალებადია ამქვეყნად ყოველივე, მხოლოდ შვილდაკარგული დედის ტკივილია უცვლელი და განუკურნებელი. ჩემო ბიჭუნა, შენ დედის ფიქრების სათავე ხარ, დედის ცრემლიანი მონატრება და განუმეორებელი სიყვარული, იქნებ, დაიღალა ყველა შენზე ფიქრით, იქნებ, დავიწყების ბურუსმა დაფარა შენი ხატება ახლობელთა წარმოდგენაში, იქნებ, ურჩევნიათ, ყური მოარიდონ შენზე საუბარს, მოლოდინით გაბეზრებულებს, მე. კი არასოდეს დავიღლები შენზე საუბრით, შენზე ფიქრით და შენზე ოცნებით.იქნებ მოაღწიოს, ჩემო ალიკა, დედის გულის უხმო ძახილმა შენამდე, შეძლო შეუძლებელი, გადმოლახო ჩვენ შორის ჩამდგარი დაბრკოლება და დამიბრუნდე, ჩემო თვალხატულა, გაზაფხულივით პირსიცილიანო, სიცოცხლით სავსე და დიდი ხნის მონატრებულო შვილო. შენ, ასე თბილსა და ყურადღებიანს, ნუთუ არ გესმის დედის ქვითინი. ნუთუ არც შენი ქალაქის მთვარეს მოაქვს შენთან ამბავი ჩემი ვაებისა. სად ხარ, შვილო, სად გეძებო? მერამდენეა ეს წერილი, უმისამართო. იქნებ, ახლა მაინც მოაღწიოს როგორმე შენამდე, იქნებ, წაიკითხო. ისე შეგებრალო, რომ დასრულდეს მოლოდინის, უსაშველო,
მძიმე დღეები. ინებოს უფალმა და ისევ გამახაროს შენი დაბრუნებით, ისე, როგორც მაშინ, 1973 წლის 21 ოქტომბერს, როცა შენ დაიბადე და სიცოცხლე ბედნიერად მიქციე. ღიმილით ვიხსენებ შენი ბავშვობის უზრუნველ დღეებს, მერე პირველკლასელი მახსენდები, თეთრ პერანგში გამოწყობილი, ანგელოზივით მიაბიჯებდი სკოლისაკენ. მერე კი ის ავბედითი დღე, სამხედრო სამსახურში რომ გაგიწვიეს, რაღაცნაირი იყო. ნაღველი იყო ჩამოწოლილი შენს ლამაზ თვალებში იმ დღეს. ალბათ,
გრძნობდი, რომ უსასრულო მოლოდინად უნდა ქცეულიყო ჩვენი დღეები. მე კვლავ დედა. გელოდებით, ძმაო კიდევ მოვიდა 2! ოქტომბერი, ძმაო. მერვედ მოვიდა უშენოდ შენი დაბადების დღე. უშენოდ აღნიშნავენ ამ დღეს შენი ოჯახის წევრები, ამხანაგები, მეზობლები. შენი უცნობი რძალი და ძმისშვილი –– 7 თვის სოფიკო, რომელიც შენს სურათებს დასცქერის და ხელს გიქნევს, რომ მალე დაგვიბრუნდე, ძმაო.
შენი მეგობრები იხსენებენ შენთან ერთად გატარებულ ბავშვობას, სანთლებს ანთებენ და ღმერთს შესთხოვენ შენს დაბრუნებას, ალიკა, ღმერთი გიყვარდა და არ გაგწირავს, გზას გაგინათებს, შინ მოსასვლელს.
ძმაო, ალიკ, შენი მშობლები ძალიან განიცდიან შენს და, კარგვას, თვალცრემლიანი და ფრთამოტეხილები დადიან. შენ ისეთი კეთილი იყავი, ეს სიკეთე უკან დაგვიბრუნდება და შინ მშვიდობით დაბრუნდები. შორიდან გეფერებით, გკოცნით და გილოცავთ დაბადების დღეს. შენ ხომ 27 წლის უნდა გახდე.
გელოდებიან შენი მშობლები, დათო, ნატო და სოფიკო შენი ძამიკო, კახა
გაზეთი „მოლოდინი“, ოქტომბერი-ნოემბერი, 2000 წელი
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური
აფხაზეთიდან ჩამოასვენეს 28 მარტი 2024 წელს, 10 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი სამხედრო და დასვენებულნი იყვნენ სამების საკათედრო ტაძარში წესი აუგო მამა ნაზარ ბასილაიამ.
1. ქორთიაშვილი ალექსი გივის ძე
2. ობოლაძე ბესიკ გენრის ძე
3. პაპაჩაშვილი გოჩა გურამის ძე
4. გაბელაია ბადრი ოთარის ძე
5. ხოშტარია შოთა ოთარის ძე
6. სირბილაძე ზაზა გივის ძე
7. ჩხეტია კახა გოგის ძე
8. შენგელია კოტე რაჟდენის ძე
9. ქერდიყოშვილი რამაზ ირაკლის ძე
10. მოსიძე ლუიზა ანდროს ასული
სამოქალაქო:
კენჭაძე ჟუჟუნა ივანეს ასული
ჩხეტიანი სოგრატი სამსონის ძე