მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია
ზებურ სერგოს ძე ბოლქვაძე 1969-93წწ გარდ. 24 წლის აფხაზეთში დაიკარგა 07 ივნისი 1993 წელს
ეკიპაჟი ზებურ ბოლქვაძე, ომარი ქორთოშიძე 1966-93წწ დაკარგ. 27 წლის აფხაზეთი მფრინავი სოფ. დიკლო ომალო, ვიტალი არეშინი ივანეს ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთი, მფრინავი დაბ. სიღნაღი
ზებურ ბოლქვაძე საფლავი
ზებურ ბოლქვაძე ვიდეოკდრში 1:10
ზებურ ბოლქვაძე
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლი გმირი ზებურ ბოლქვაძე დაიბადა
1969 წლის
7 იანვარს
ქედის
რ-ნ სოფ. გობრონეთში.
ხელვაჩაურის
რ-ნის სოფ. ახალშენის
საშუალო
სკოლის
დამთავრების
შემდეგ,1986-1990
წლებში,
სწავლობდა ქ. სარატოვის
სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა
ვეტმფრენის მფრინავ-ინჟინერის
სპეციალობით
და
მიენიჭა
ლეიტენანტის
სამხედრო
წოდება.
სასწავლებლის დამთავრების
შემდეგ,სამსახური
დაიწყო
რუსულ
არმიაში,სადაც ორი წელი დაჰყო და დაასრულა
უფროსი
ლეიტენანტის
წოდებით,
M71354 სამხედრო
ნაწილის
შტაბის
უფროსის
თანამდებობაზე.90-იანი წლებიდან
რუსეთ-საქართველოს
შორის
დაწყებული
დაძაბული
პოლიტიკური
ვითარების
გამო,
ზებურ
ბოლქვაძე მძიმე მორალურ
ტრამვას
განიცდიდა.
მან
ხას
მიიიღო სამართლიანი
გადაწყვეტილება
- უარი
ეთქვა
რუსეთის
არმიაში მოსალოდნელ
სამხედრო
კარიერაზე
და
დაბრუნდა
საქართველოში სადაც ქართული
ავიაცია
პირველ.
ნაბიჯებს
დგამდა.მისი ჩანაწერების
შესწავლისას
ჩანს,რომ ზებურ ბოლქვაძე რუსეთის
არმიაში
სამსახურისას
ბოლო
პერიოდში
უარს ამბობდა
სამხედრო
გაფრენებზე,რადგანაც
რუსეთის
პოლიტიკა
აფხაზეთში მიმართული
იყო
საქართველოს
საწინააღმდეგოდ.საქართველოში
დაბრუნებული ზებურ ბოლქვაძე
ჩავიდა
სოხუმში
სამხედრო
სამსახურისთვის.იგი სოხუმის ბრძოლების
დროს
მართავდა
MN-8 MTB ტიპის შვეულმფრენებს,საბორტო ნომრით
,,01"თანარაზმელები
ზებურს
,,მტრის
რისხვას"უწოდებდნენ.სოხუმის ბრძოლების
პირველ
სამ
თვეში
70-ზე
მეტი
საბრძოლო
გაფრენა
შეასრულა.მის მიერ განსაკუთრებულ
სიტუაციებში
განადგურებული
იქნა
მოწინააღმდეგის
არაერთი
ტანკი
და
სამხედრო
ობიექტი,შესრულებული
იქნა
სადაზვერვო
დანიშნულების
დავალებები,ჯარისა და მოქალაქეთა
ევაკუაცია,რისთვისაც
ის
სამხედრო
მთავარსარდლობის
მიერ
დაჯილდოებული
იყო
მამაცობისათვის,მიენიჭა
მაიორის
წოდება
და
წარდგენილი
იქნა
ესკადრილიის უფროსის თანამდებობაზე.1993 წლის 7 ივნისს ზებურ ბოლქვაძეს
(ხომალდის
მეთაური)
და
მის
თანამებრძოლებს,
მფრინავებს:
ომარ
ქორთოშიძესა და ვიტალი არიშინს
ლტოლვილები
გადაჰყავდათ
უსაფრთხო ზონაში,
ამ
დროს
ვერტმფრენი
გაუჩინარდა.
როგორც
შემდეგ გახდა ცნობილი,
მოწინააღმდეგემ
ცეცხლი
გახსნა
და
დაზიანებული
ვეტმფრენი
მფრინავებმა
იძულებით
მტრის
ზონაში დასვეს..
ზებურ
ბოლქვაძე
მტერს
არ
დანებდა
და
წინააღმდეგობის
გაწევისას
გმირულად
დაიღუპა.
მისი
ნაწამები
და
ავტომატური
იარაღით
დაცხრილული
გვამი
ზღვაში
იპოვეს. ზებურ ბოლქვაძე გადმოსვენებული და დაკრძალულია ხელვაჩაურის
რ-ნის სოფ.ახალშენში.სამშობლოსათვის
თავდადებული
გმირის,ზებურ ბოლქვაძის
ხსოვნას
ცნობილმა
პოეტმა
ფრიდონ
ხალვაშმა
მიუძღვნა ლექსი:
„გმირ
ზებურ
ბოლქვაძეს“ გმირ ზებურ ბოლქვაძეს მფრინავს,აფხაზეთში დაღუპულს
მიწას რომ ცეცხლი ემოსა,ცხელი ცა ფრთებით მოხაზე. გმირი ხარ საქართველოსი,მფრინავო, ზებურ ბოლქვაძევ!ქართული დროშა გაგიძღვა საუბედურო ავდარში,შენ ჩაგეხვია შავი ზღვა,შენ უკვდავი ხარ – გადარჩი!გმირის ხვედრს ბედი აწესებს,ქება ხარ ჩვენი მუდამდღე.სიმღერა ჯინჭარაძეზე შენ უფრო გააუკვდავე.დაუვიწყარი შვილი ხარ აჭარის მთის და ბარისა შენ ისევ ბრძოლით მიდიხარ,რომ საქართველო დაიხსნა.
ფრიდონ ხალვაში, 2004
1.
გვარი---------ბოლქვაძე
2.
სახელი-------ზებური
3.
მამის სახელი------სერდალის ძე
4.
დაბადების თარიღი----07.01.69.
5.
დაბადების ადგილი-----ქედის რ-ნი,ს. გობრონეთი
6.
განათლება------უმაღლესი სამხედრო
7.
სპეციალობა------ვერტმფრენის მფრინავი-ინჟინერი
8.
წოდება------მაიორი
9.
სამსახურის ადგილი----ჯ. მაისურაძის სახელობის გვარდიული
სავერტმფრენო პოლკი
10.
თანამდებობა------ვერტმფრენის მეთაური
11.
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი-----ხელვაჩაურის რ-ნი,სოფ.
ახალშენი
ზებურ ბოლქვაძე
ზებურ ბოლქვაძე ძმებთან ომარისთან და გენადისთან ერთად
ზებურ ბოლქვაძე სკოლაში ფოტოზე
ედნარ კვირიკაძე
ზებურ ბოლქვაძე სკოლაში
ზებურ ბოლქვაძე
ზებურ ბოლქვაძე საფრენოსნო კურსებზე
ზებურ ბოლქვაძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში
ზებურ ბოლქვაძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში
ზებურ ბოლქვაძე ვერტმფრენთან
დედა მერი ბერიძე მევლუდის ასული სოფ. ახო, ქედა დაბადებულია 20 ოქტომბერი 1942 წელს
მამა სერგო ბოლქვაძე, 1937- 2000, დაბადუბეულია სოფ. გობრონეთი, ქედა ცხოვრობდა სოფელი ახალშენი, ხელვაჩაური.
07 ივნისი 1993 წელი ვიტალი არეშინი ივანეს ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთი, მფრინავი დაბ. სიღნაღი (ეკიპაჟი: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.)
ითანამშრომლა მირზა ომარის ძე ბოლქვაძემ, დაბ. 1988 წელს (ფოტოზე მეუღლესთან მალვინა ავალიანთან ერთად)
შოთა ყიფიანი დაბ. 1970წწ ვეტერანთა სამსახური აჭარა დაბ. ბათუმი აჭარა მონაწილეობდა ინფორმაციის შეგროვებაში
წიგნი
გორბონეთი-წინაპართა სამკვიდრო
ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა. ილია
გორბონეთი,ზებურ ბოლქვაძის წინაპართა სამკვიდრო,ვინ იცის საიდან წარმოსდგა,რა არ გადახდა თავს ამ სოფელს.ტოპონიმიკაში დიდ მცოდნეობას ვერ დავიჩემებთ,მაგრამ იქნებ არაბთა წინააღმდეგ სახელგანთქმულ,ერთხანს აბუსერისძეების გამგეობაში შემავალ ყველისციხეს მედგრად მდგარი,გობრონიდან მომდინარეობს მისი სახელი,იქნებ გობრონი გობრონეთელიც იყო.დატყვევებულმა მომხდურთა სარდალს აბულ ყასიმს რწმენის გამოცვლაზე უარით რომ უპასუხა,კისერგაჩეხილმა თავისსავე სისხლში შეიღება ხელი და სისხლითვე შუბლზე ჯვარი გამოისახა,რის გამოც წმინდანად შერაცხეს.განა იგივე რწმენის გამოცვლის მიზნით არ ჭრიდნენ თავებს ოსმალონი აჭარის მკვიდრთ?ეჭვგარეშეა,მათ შორის გობრონეთელნიც ერივნენ.მათი სისხლითაც იფერებოდა უტყვი და მრავლისმომსწრე აჭარისწყალი.გობრონეთელთა ქრისტიანული აღმსარებლობისადმი ერთგულებაზე ისიც მეტყველებს,რომ ამ სოფლის ერთ-ერთ ადგილს ნასაუდარი ჰქვია.ოსმალთა სამსაუკუნოვან ბატონობას ღირსეულად გაუძლო გობრონეთმა (სრულიად აჭარამ) და ენა-რწმენა შენარჩუნებული დაუბრუნდა მშობლიურ ქართულ სივრცეს.შემდეგ ისევ. უკუღმა დატრიალდა ბედის ბორბალი. მუჰაჯირობა ერთ-ერთი ისტორიული რომანის პერსონაჟებს სიმბოლურად აღათანგ და დავით გობრონელები ჰქვიათ, მაგრამ,ვფიქრობთ, არც ეს უნდა იყოს შემთხვევითი. თავისი ისტორიული მისიიდან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული უკიდურესი განსაცდელის – მუჰაჯირობის ფონზე სწორედ გობრონელები (გობრონეთელები) ყოფილიყვნენ.საქართველოს ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ზოგადქართულ ფასეულობათა გადარჩენისათვის მებრძოლნი.არავინ უწყის რამდენი ჭირთათმენა გადაუტანია გობრონეთს. მისი მცხოვრებთა ნაწილი ალბათ ჟამთა სიავის გამო აყრილა და მეზობელ გურიას შეხიზნულა,მშობლიური ადგილის მიხედვით გობრონიძეებად რომ იწოდებიან აქ დარჩენილთ ისლამის გავრცელების მიუხედავად ვაზი და ფუტკარი მაინც უშენებიათ, ღვინო დაუწურიათ და სანთელი ჩამოუსხამთ. “სასმისით მამულის სადიდებელი უთქვამთ, ანთებული კელაპტრით კი სამშობლოს გადარჩენისთვის, მისი მკვდრეთით აღდგომისთვის შევედრებიან უფალს. არც სიმინდის კულტურის მიმართ ყოფილან გულგრილნი (მისი ახალი ჯიში „გობრონეთულაც“ ხომ აქ წარმოშობილა), უნედლებიათ კერა და ღირსეული მამულიშვილნი გამოუზრდიათ, ერის სახელით ზვარაკად შეწირვის მდომელნი.იქნებ ძირითად თემას ავცდით, მაგრამ განა არ უნდა იცოდეს მკითხველმა ვისი გორისაა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი? უნდა იცოდეს, კარგად უნდა უწყოდეს, (თუგინდ ხალხში გავრცელებული. ლეგენდებითა და პარალელების გავლებით) რა ტრადიციების მქონეა მისი მშობლიური სოფელი. ყოველივე ეს ხომ ნარკვევის გმირში სიამაყის გრძნობას, სახელოვანი საქმეების კეთებას აღძრავდა.გობრონეთი მდ. აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირას მდებარე მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე,ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე შეფენილი სოფელია ქედის რაიონში,ცხმორისის სასოფლო საკრებულოში შემავალი. ბოლქვაძეების გვარის ერთი მძლავრი ფრთა აქ ოდითგან სახლობს.მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი სერდალ ქამილის ძე ბოლქვაძეც გახლდათ, ზებურის მამა. გამრჯე და ალალმართალი ოჯახის მკვიდრი. წინაპართა მსგავსად სასიკეთო საქმეების კეთებით გამორჩეული, მტკიცე და შეუვალი.კარგად შეღერებული, ჯარგამოვლილი ვაჟკაცი იყო სერდალი, 1961 წელს ახოელი მერიკო მევლუდის ასული ბერიძე რომ შეირთო ცოლად. ქორწილიც ტრადიციული, მამაპაპური გაიმართა და ოჯახიც ძველებური, ჭეშმარიტად ქართული შეიქმნა. უყვარდათ და სულს უბერავდნენ ერთმანეთს. ხმამაღალ სიტყვას არც ერთი იმსახურებდა და არც მეორე ამოთქვამდა. წლისთავზე პირველი ძეობა იზეიმეს და წაეწყო ვაჟიანობა. პირველად სამი ვაჟკაცი გაჩნდა ამ მადლიან ოჯახში – ოთარი, გენადი და ომარი. შრომობდნენ და პირადი მაგალითით ზრდიდნენ შვილებს მზრუნველი მშობლები.
„წუხელის ბიჭი დაბადებულა“
გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევალიოთ, სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ და ყოველივე ნაწვავ-ნადაგი,ყოველივე ამაგი და უფროსერთი დრო ამას უნდა მოვახმაროთ.... ილია
ზემო აჭარულ სოფელში იანვარი დასვენების თვეა.სხვანაირად წარმოუდგენელიცაა,რადგანაც აქ ზამთარი სიმკაცრით გამოირჩევა.ხვავრიელად მოსულ თოვლში მეზობელთან გადასვლაც კი ჭირს.ბარში,სადაც ძირითადად მეციტრუსეობა და მეჩაიეობაა განვითარებული, შედარებით თბილი ზამთარია: მხოლოდ შედარებით, რადგან თოვლი და ყინვა აქაც იცის, თუ არადა, ისეთი წვიმა და თოვლჭყაპია ზოგჯერ, აგვისტოს პაპანაქებას მოგანატრებს კაცს.ახალი წლის დღესასწაული ტრალიციულად ზარ-ზეიმით აღინიშნება. პირველ და ორ იანვარს არის გადაპატიჟება, ქეიფი, რაც ზოგჯერ ძველით ახალ წლამდე გრძელდება.სწორედ ამ მხიარულ დღეებში,უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობას მოევლინა მეოთხე ვაჟკაცი სერდალ ბოლქვაძის დამაშვრალ ოჯახს 1969 წლის 7 იანვარს,ალბათ ქალიშვილი უნდოდათ სამი ვაჟის მშობლებს,მაგრამ შვილი ვის დაუწუნებია... ჯანმრთელი,ზნეკეთილი ბავშვი დაიბადა და გამოცდილ დედასაც არ გაჭირვებია მოვლა.წლისთავზე ფეხი აიდგა და ატიტინდა კიდეც.ჯანმაგარი და მკვირცხლი ბიჭი იზრდებოდა;დაკვირვებული და მონდომებული იყო.უფროსი ძმები რომ მეცადინეობდნენ,მიუცუცქდებოდა და ყურადღებით უსმენდა,წიგნსა და რვეულში თითს აყოლებდა - აინტერესებდა, ,,ა“ და ,, ი“ როგორ გამოიხატებოდა.დედას კალთაზე ჩამოეკიდებოდა და შეუჩნდებოდა,დაჯექი და წამიკითხეო,თუმცა ხუთი წლისა უკვე თავად კითხულობდა.უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა,სხვა თანატოლებივით ცელქი,თანაც უშიშარი იყო სოფელს აჯერებდნენ ჟივილ-ხივილით.იდუმალებით მოსილ საკუთარ სამყაროში.განმარტოებული თავისი საზომით ზომავდა ყველაფერს აკვირდებოდა ადამიანებს,ბუნების კანონებს,ცდილობდა ყველაფრის არსი გაეგო ამა თუ იმ ნივთს რუდუნებით უკირკიტებდა,როგორც ყველა ნაბოლარა,ოჯახში განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა.
სოფელი ახალშენი-ახალი განსახლების ადგილი
ერთადერთი ნამუსიანი სახსარი ცხოვრებისა გარჯაი და მუშაობა, ილია
ახალშენი ხელვაჩაურის რაიონის დიდი ტრადიციების მქონე თემია ბათუმის მახლობლად,მდინარე ბარცხანაზე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე.ამ დასახლების ზოგი ადგილი ზღვის დონიდან 300-400 მეტრის სიმაღლეზეც კი მდებარეობს.ახალშენის საკრებულოში შედის სოფლები-ახალშენი,ზედა ახალშენი,ხე-ყრუ,განახლება.სამება და წინსვლა თავდაპირველად ახალშენი ახალგაშენებულ ვენახს ეწოდებოდა. ,,ქართული დიალექტოლოგიის“ კრებულშიც ასეა დაფიქსირებული.აქ ოდითგან ქართველები სახლობდნენ.ერთ-ერთ ძველ დოკუმენტში ახალშენი 1713 წელსაა მოხსენიებული იგი ოსმალთა შემოსევამდე მაღალგანვითარებული მკურნალობითა და კულტურით გამოირჩეოდა,რაც განპირობებული იყო იმით,რომ შუასაუკუნეებში აქ სავაჭრო-საქარავნე გზა გადიოდა.აქედან ადვილად შეიძლებოდა აჭარისწყლის ხეობაში შესვლა,ასე რომ,ახალშენს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიცია გააჩნდა,რის გამოც აუცილებელი გახლდათ მის ტერიტორიაზე გზებისა და ხიდებისადმი სათანადო ზრუნვა, ქარავანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოვაჭრეებთან და მოგზაურებთან საქმიან კავშირ-ურთიერთობის დამყარება.ცნობილი ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის,ვახუშტი ბატონიშვილის თქმით აქ დაწინაურებული იყო მიწათმოქმედება, მარცვლეული კულტურების მოყვანა,რასაც ემატებოდა ვაზისადმი ზრუნვაც. ამის დასტურის, რომ ზედა ახალშენში აღმოჩენილია შველთაძველი ჭურები ანუ ქვევრები, ასევე სასოფლო-სამეურნეთ ინვენტარი, წყლის გაყვანილობის თიხის მილები. გადმოცემით ეკლესიების ნაშთები ყოფილა ახალშენსა და კვესელაურში, რაც შეეხება სამების ტაძარს,სამების სახელით მოიხსენიებენ ახალშენისა და ორთაბათუმის საკრებულოების გამყოფ ბორცვს. მაღლივ მთაზე აღმართული ეს ეკლესია იმხანად უმნიშვნელოვანესი სასულიერო კერა ყოფილა გარშემომყოფი სოფლებისთვის,სამების ტაძრის შესახებ საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული XIX ს. მოგზაურ მეცნიერებს დიმიტრი ბაქრაძეს და ჟან მურიეს. მათ დროს ეკლესიას გუმბათი ჩამოვარდნილი ჰქონია. აქ წარწერებიანი საფლავის ქვები მრავლად. ყოფილა. ერთ მათგანზე – „ღმერთო აცხონე მარიამ“ ყოფილა წარწერილი, მეორეზე კი – „უფალო განუსვენე თამარის სულს“... ეკლესიის ასაშენებლად. ისეთი ადგილი შეურჩვეიათ,საიდანაც საუცხოო ხედი იშლება.მარჯვნივ,ქობულეთის მხრიდან,ჭახათის ქედის მწვერვალები მოჩანს,მარცხნივ კი - ჭოროხის შესართავია წამომართული სამმაგი დელტით.ჟან მურიეს ცნობით ეკლესია აუგიათ რკინის ჯვართან,რაც იმაზე მეტყველებს,რომ მთაზე ჯერ ჯვარი დაუდგამთ და ეკლესია შემდეგ აუშენებიათ.1921 წლისათვის ახალშენში მხოლოდ 180 კომლი სახლობდა.1940 წლისთვის 360 გახდა, ხლა 2000-მდე მოსახლეს და 10000-მდე მცხოვრებს ითვლი! ცალკე მაღალი მთები და მეორე მხრივ – ზღვისპირა დაბლობი,გორაკებს შეფენილი მკვიდრად ნაგები სახლები და ტყე,მდინარე და ღელვები,ციტრუსოვანთა ბაღები და ჩაის პლანტაციები,ხეხილი და ბაღჩა-ბოსტნები,კულტურის სასახლე და ბერძენთა მიერ აგებული ფერისცვალების ეკლესია,ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლები,სტადიონი და ბაგა-ბაღი,მუზეუმი და საავადმყოფო,კოოპერაციული მეურნეობა და შემფუთავი ქარხანა,პურის საცხობი და მაღაზიები,ფოსტა და შემნახველი ბანკი,შინაგან საქმეთა ქვეგანყოფილება და აფთიაქი,სასადილოები და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები,და რაც მთავარია,ხალხი-მშრომელი და კეთილი,გამტანი და ტკბილმეზობლური,აჭარის ყველა კუთხიდან ჩამოსახლებული და ძირძველიც,ძირითადად,ქართველები და ბერძნები.1975 წელს აქ სერდალმა პატარა ფიცრული სახლი იყიდა -ორი ოთახი და დერეფანი.ჯაგნარი გაკაფა,დაატერასა ნაკვეთი,მიწა დაამუშავა და ციტრუსების ბაღი გააშენა.ეფერებოდა და ელოლიავებოდა მანდარინის თითოეულ ნარგავს,ძირს უბარავდა გაზაფხულზე და სათუთად ფუთავდა ზამთრის პირზე.წვითა და გარჯვით მშვენიერი ოდა-სახლი წამოჭიმა,მოაწყო და გაამშვენიერა კარ-მიდამო,სერდალი მიწას ეჭიდებოდა,მერიკო კი დიასახლისობდა და მეუღლესაც წამოუკრავდა ხოლმე ხელს.ასე დამკვიდრდა ახალი განსახლების ადგილზე მუხლჩაუხრელი შრომით გამორჩეული გობრონეთელი ბოლქვაძეების ოჯახი.