მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია
(ეკიპაჟი: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.)
ქორთოშიძე ომარი ასბულას ძე დაიბადა ახმეტის რ-ნი სოფელ ომალოში (30 დეკემბერი 1966-07 ივნისი 1993) საცხოვრებელი ადგილი ახმეტის რ-ნი სოფელი ქვემო ალვანი. თს 1 ლი საარმიო კორპუსის საავიაციო ნაწილი მფრინავი შტურმანი ითვლება დაკარგულად. მისი ძმებიც არიან მფრინავები. თუშეთში მათი სოფელია დიკლო.
აფხაზეთის ომის დაწყებიოდან პირველივე გაფრენის შემდეგ გაქრა ეკიპაჟთან ზებური ბოლქვაძე, ომარ ქორთოშიძე, ვიტალი არეშიძე და მგზავრებთან ერთდ. მიუხედვად დიდი მცდელობისა მათი ძებნის შედეგები უცნობია.
კაპიტანი ომარი ქორთოშიძე 1993 წლის 1 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის მეთაურის N135/40 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის საავიაციო ნაწილში (N55069) მფრინავი შტურმანის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აფხაზეთის რეგიონში.
ომარ ქორთოშიძე იყო ახალგაზრდა მფირნავი, რომელმაც თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა, უშიშარმა და თვისი ქვეყნისა და ხალხის მოყვარულმა ადამიანმა.
1993 წლის 7 ივნისს მი-8 ტიპის შვეულმფრენით ეკიპაჟთან ერთად, საბრძოლო დავალების შესრულების დროს უგზოუკვალოდ იქნა დაკასამხედრო სამსახური 1983-85წწ. შემდგომ მუშაობა დაიწყო თელავის პოლიციაში. 1990 წელს ჩააბარა ვიბორგის (რუსეთი) საავიაციო სასწავლებელში. სწავლა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, გულმა ვერ მოუთმინა, სწავლა მიატოვა და ჩამოვიდა საქართველოში. იმ პერიოდში მისი ძმები ზაურ და შამილ ქორთოშიძეები, ავიაციაში მსახურობდნენ და აფხაზეთის ომში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი.
ძმა მფრინავი შამილ ქორთოშიძე,
ომარიც მათ დაჰყვებოდა და უნდოდა მონაწილეობა მიეღო სამშობლოს დასაცავად. ბერს ეხვეწებოდნენ ძმები, რომ არ ეფრინა დამოუკიდებლად. ჩვენ ორნიც ვეყოფითო, არ უნდოდათ მესამე ძმაც ომის ქარცეცხლში ჩაბმულიყო. თუმცა სამშობლოს სიყვარულმა თავისი გაიტანა. 1993 წლის თებერვალში ჩაეწერა ჯიმი მაისურაძის სახელობის საავიაციო ნაწილში. თავიდან შიდა ფრენებს ახორციელებდნენ, სადაც მეორე მფრინავად იყო აყვანილი.
ძმა მფრინავი ზაურ ქორთოშიძე
მფრინავი ჯიმი მაისურაძე 03 თებერვალი 1949-26 დეკემბერი 1992წ გარდაიცვალა სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს.
1993 წლის 6 ივნისი პირველი საბრძოლო გაფრენა, ეკიპაჟის მეთაური ზებური ბოლქვაძე, მეორე მფრინავი ომარ ქორთოშიძე, ბორტ მექანიკოსი ვიტალი არეშინი. იქ ახლობელი ბიჭი დახვდათ გარდაცვლილი, მანქანით გადაასვენეს და დაკრძალეს. მეორე დილით 7 ივლისს დილით 7 საათზე თბილისში უნდა გადმოფრენილიყვნენ, მაგრამ უამინდობის გამო ვერ შეძლეს. დაუკავშირდნენ რადიო ინჟინერს, რომელმაც აცნობა, რომ ამინდი მალე გაუმჯობესდებოდა, დაახლოებოთ 11 საათისკენ ეკიპაჟის სამი წევრი გაემართა ვერტმფრენისკენ, არიან მნახველები, რომ თან მისდებდათ კიდევ ორი პირი, ოღონდ ვინ იყვნენ ისინი უცნობია. აფრენის დროს გადმოსცეს, რომ მიფრინავდნენ თბილისისკენ. ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ფრენას ახორციელებდა თბილისისკენ, ოჩამჩირესთან იყო ადგილი, საიდანაც უნდა ეცნობებინათ რადიოინჟინრსთვის. ეს ეკიპაჟი არ დაკავშირდა. გაწყდა ყოველგვარი კონტაქტი, ძმები დაუკავშირდნენ ზებურ ბოლქვაძის ახლობლებს ბათუმში, საიდანაც იყო წარმოშობით, იფიქრეს იქნებ იქ ჩაფრინდნენო, არაფერი იცოდნენ იქაც. არც ქუთაისიდან იყი ინფორმაცია. მეორე დღეს გამოცხადდა ძებნა, 5 ვერტმფრენი გაემართა მათ საძებნელად. ძებნის პირველი დღე უშედეგოდ დამთავრდა, ამბობს ზაურ ქორთოშიძე, ვეძებდით ყველგან, ზღვაში, ხმელეთზე, დავსხედით ანაკლიაში, იქ ლოთი ქობალიას ჯარმა ტყვეთ ამიყვანა, საღამომდე არ გამომიშვეს.
ვახტანგ (ლოთი) ქობალია (დ. 1950)
როცა გამოგვიშვეს განვაგრძეთ ძებნა, კიდევ დაგვიმატეს ორი ვერტმფრენი და 7 ვერტმფრენით ვეძებდით. ბათუმიდან ტამიშის მისადგომებამდე არ დაგვიტოვებია არც ერთი წერტილი არც ხმელეთზე, არც ზღვაზე, ზღვაში ერთ ადგილას შევნიშნეთ ლაქა, თბილისიდან ჩამოვიყვანეთ მყინთავები და იმ ადგილას ჩავუშვით. მაგრამ არანაირი კვალი არ იძებნებოდა. გია ყარყარაშვილს ვთხოვეთ, გამოგვიყო ორი გემი, ამ გემებით ფოთიდან ტამიშამდე სულ შევამოწმეთ ზღვის ფსკერი. არანაირი კვალი.
გია ყარყარაშვილი 1966წ გენერალი
ვერტფრენის მცირეოდენ ნაშთებსაც ვერ მივაგენით. ფაქტიურად თვითმფრინავი უგზოუკვალოდ დაიკარგა, ვერაფერი გავიგეთ, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ. ამ პერიოდში ორი სხვა თვითმფრინავი აგვიფეთქეს ისე რომ თვითმხილველები არ იყვნენ, მაგრამ მათი ნამსხვრევები ვიპოვეთ, რითიც დასტურდებოდა, რომ ისინი ააფეთქეს. დარჩ მეუღლე თეონა მიშიძე და ქალ ვაჟი, სოფიო და ვანო. სოფიო ორი წლის იყო, მამის დაკარგვის ამბავი რომ გააგებინეს ვანო იმ დღეს დაიბადა.
თუშებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, ძმები ზაურ და შამილ ქორთოშიძეები, გოჩა ვარდიძე, დათო აბალოიძე, იოსებ ითიურიძე, ზეზვა ბაკურიძე, ლევან ჩაგოშვილი (გარდაიცვალა ომში), მურმან მჭედლიშვილი, დაქა ყიზილაშვილი
აფხაზეთში გვარდიის შვეულფრენთა საავიაციო პოლკმა, რომელსაც პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე მეთაურობდა 3 მი–24, 3 მი–8მტვ და 2 მი–8ტ დაკარგა
ომს შვეულმფრენის 19 პილოტი ემსხვერპლა:
05 ოქტომბერი 1992 წელი (ეკიპაჟი: გიორგი კვესაძე.)
26 დეკემბერი 1992 წელი (ეკიპაჟი: ჯიმი მაისურაძე, მერაბ გელაშვილი)
15 იანვარი 1993 წელი (ეკიპაჟი: აბაქარ მაგამედოვი.)
07 ივნისი 1993 წელი (ეკიპაჟი: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.)
07 ივლისი 1993 (ეკიპაჟი: გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, გიორგი ნოზაძე, როლანდ სენაშვილი.)
08 ივლისი 1993 წელი (ეკიპაჟი : ვლადიმერ კერდიკოვი, გიორგი გელაშვილი, ზეზვა ქავთარაძე. ტარიელ ჯალაღონია)
30 სექტემბერი 1993 წელი (ეკიპაჟი: იგორ ბახტაძე, ლევან ჩაგოშვილი, სერგეი პლატოვსკი)
უგზო უკვლოდ დაკარულებად ითვლებიან: 07 ივნისი 1993 წელი ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი."
ტარიელ ჯალაღონია, ილიკო ეფრემიძე, ამ პირებზე ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ
05 ოქტომბერი 1992 წელი გიორგი კვესაძე 1965-1992წწ გარდ. 27 წლის, გაგრასთან მფრინავი დაბ. სოფ. ფლევი ხაშური
26 დეკემბერი 1992 წელი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი, (ეკიპაჟი: ჯიმი მაისურაძე, მერაბ გელაშვილი)
26 დეკემბერი 1992 წელი მერაბ სერგოს ძე გელაშვილი 1966-92წწ მფრინავი გარდ. 26 წლის ათარა აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური გალი, (ეკიპაჟი: ჯიმი მაისურაძე, მერაბ გელაშვილი)
07 ივნისი 1993 წელი ვიტალი არეშინი ივანეს ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთი, მფრინავი დაბ. სიღნაღი (ეკიპაჟი: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.)
07 ივნისი 1993 წელი ზებურ სერგოს ძე ბოლქვაძე 1969-93წწ დაკარგ. 24 წლის აფხაზეთში, მფრინავი დაბ. სოფ. ახალშენი, ხელვაჩაური, აჭარა (ეკიპაჟი: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.)
07 ივნისი 1993 წელი 07 ივნისი 1993 წელი ომარი ქორთოშიძე 1966-93წწ დაკარგ. 27 წლის აფხაზეთი მფრინავი სოფ. დიკლო ომალო თუშეთი (ეკიპაჟი: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.)
07 ივლისი 1993 გიორგი ნოზაძე 1971-93წწ გარდ. 27 წლის, სოხუმი, მფრინავი დაბ. სოფ. ფლევი ხაშური (ეკიპაჟი: გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, გიორგი ნოზაძე, როლანდ სენაშვილი.)
07 ივლისი 1993 გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი (ეკიპაჟი: გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, გიორგი ნოზაძე, როლანდ სენაშვილი.)
07 ივლისი 1993 ბეჟან გაბრიჭიძე ავთანდილის ძე 1969-93წწ დაკარგ. 24 წლის ტამიში, აფხაზეთი მფრინავი, დაბ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა (ეკიპაჟი: გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, გიორგი ნოზაძე, როლანდ სენაშვილი.)
07 ივლისი 1993 როლანდ სენაშვილი გარდ. 1993 წელს აფხაზეთი, მფრინავი (ეკიპაჟი: გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, გიორგი ნოზაძე, როლანდ სენაშვილი.)
08 ივლისი 1993 გიორგი გელაშვილი გარდ. 1964-93 გარდ. 29 წლის, ტამიში აფხაზეთი მფრინავი დაბ. სართიჭალა საგარეჯო (ეკიპაჟი : ვლადიმერ კერდიკოვი, გიორგი გელაშვილი, ზეზვა ქავთარაძე.)
08 ივლისი 1993 ვლადიმერ კერდიკოვი 1958-93წწ გარდ. 35 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დ. თბილისი (ეკიპაჟი : ვლადიმერ კერდიკოვი, გიორგი გელაშვილი, ზეზვა ქავთარაძე.)
08 ივლისი 1993 ალექსანდრე (ზეზვა) მიხეილის ძე ქავთარაძე 1965-93წწ გარდ. 28 წლის აფხაზეთი. მფრინავი დაბ. ფასანაური (ეკიპაჟი : ვლადიმერ კერდიკოვი, გიორგი გელაშვილი, ზეზვა ქავთარაძე.)
30 სექტემბერი 1993 იგორ ბახტაძე იურის ძე 1967-93წწ. გარდ. 27 წლის, კოდორის ხეობა, აფხაზეთი მფრინავი დაბ. თბილისი წარმ. კასპი (ეკიპაჟი: იგორ ბახტაძე, ლევან ჩაგოშვილი, სერგეი პლატოვსკი)
30 სექტემბერი 1993 ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის, კოდორი, აფხაზთი მფრინავი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა (ეკიპაჟი: იგორ ბახტაძე, ლევან ჩაგოშვილი, სერგეი პლატოვსკი)
30 სექტემბერი 1993 სერგეი პლატოვსკი ტიმოფეის ძე Платовский Сергей Тимофеевич 1971-93წწ გარდ. 22 წლის აფხაზეთი მფრინავი დაბ. თბილისი (ეკიპაჟი: იგორ ბახტაძე, ლევან ჩაგოშვილი, სერგეი პლატოვსკი)
1993 წლის 05 თებერვალს შეულმფრენი მი-8 -ით საბორტე ნომრით 24736 ხომალდის მეთური ვლადიმერ ნაუმენკო, მეორე მფრინავი გელა სილაქაძე, თვდაცვის სამინისტროს ბრძანებით განახორციელეს საბრძოლო გაფრენა ოჩმჩირის მიმართულებით. უკან დაბრუნებისას ვერტფრენმა განიცადა კატასტროფა ქუთაისის აეროპორტში დაჯდომისას, რთული მეტეოროლიგიური პირობების, ვერტმფრენის გაუმართვოსბის და აეროპორტის გაუნათებლობის გამო.
ვლადიმერ ნაუმენკო დაბადებულია ქუთაისი