სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭეიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

401       ბეჭდვა

გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი

მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია

(ეკიპაჟი: გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, გიორგი ნოზაძე, როლანდ სენაშვილი.)  

გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე დაიბადა 30 იანვარი 1970 წელი, ქალაქი კრემენჩუკი უკრაინა, დაკარგულია 07 ივლისი 1993 წელს ეკიპაჟის 4 წევრთან ერთად

დედა უკრაინელია, ექვსი შვილი დედა.


მამა თამაზ ჭეიშვილი დავითის ძე 02.04.1945  გარდაცვალების 17.07.2018 ყოფილი მფრინავი.  ქუთაისი აეროპორტის დირექტორი 2003 წელი

მამა თამაზ ჭეიშვილი სამძებრო სამუშაობიდან დაბრუნების შემდეგ, 1993 წელი

შვეულმფრენი სოხუმის აეროპორტიდან ბოლოს 1993 წლის 7 ივლისს, 24 საათსა და 45 წუთზე აფრინდა, ათი წუთის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა, შვეულმფრენი მტერმა ზღვაში ჩამოაგდო. ამის შემდეგ გიორგი და ეკიპაჟის ყველა წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითქლება. ეკიპაჟში იყვნენ გიორგი ნოზაძე, გიორგი ჭეიშვილი, ბეჟან გაბრიჭიძე, როლანდ სენაშვილი.

გიორგი ჭეიშვილი (მარცხნივ პირველ რიგში), სოსო კინწურაშვილი (შუაში თეთრი მოსაცმელით)

გიორგი ჭეიშვილი მარცხნივ პირველ რიგში პირველი, გიორგის გვერდით, ზურა ნოზაძა, უკან მწვანე მაისურიანი, უჩა ტეფნაძე, წითელა მაიკიანი იგორი ბახტაძე

გიორგი ჭეიშვილი მარცხნივ პირველ რიგში პირველი, 

გიორგი ჭეიშვილი ხელში უჭირავს ცხვარი

დრამას, რომელიც აფხაზეთის ჯოჯოხეთური ომის ფონზე მოხდა, ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბიჭები დღმდე არ არიან ნაპოვნი. ერთ-ერთი დაკარგული მფრინავის ბედზე გვიამბო მისმა მამამ, თვითონაც მფრინავმა თამაზ ჭეიშვილმა . ახოვანებითა და სიმამაცით გამორჩეული თამაზ ჭეიშვილი ექვსი შვილის მამაა. მათგან ერთი, მასავით გამორჩეული გარეგნობისა და ბუნების მქონე ბიჭი, მამის მსგავსად მზესა და ღრუბლებს ეთამაშება.

3 ივლისს გადაფრინდნენ თბილისიდან და ჩაებნენ ბრძოლაში, ოთხივენი 23-24 წლისანი არიან, არც საბრძოლო გამოცდილება აქვთ, არც ცოდნა. ექვს ივლისს, ღამით გაუშვეს გემის ჩასაძირად შვეულომფრენით. მე მოვისმინე ჩანაწერი მფრინავებსა და დისპეტჩერს შორის. ბიჭები ეუბნებნებიან: ჩვენები გვესვრიან და მოგვაშორეთო. მიიღს ბრძანება დაბრუნებაზე.  დაბრუნდნენ. სამხედრო მეთაურები ისევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შვეულმფრენს აფრენა უბრძანეს, რადგან უზარმაზარი სამანძიანი რუსული გემით აფხაზეთის მხარე აპირებდა დესანტის გადმოსხმას, ეს ხდებოდა ღამის 11-დან 12 საათამდე, მეორედ აფრენის დროსაც ისევ ჩვენმა მხარემ დაუწყო სროლა და იძულებულნი გახდნენ, დაბრუნებულიყვნენ.

7 ივლისს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჭუმბურიძემ გასცა ბრძანება რომ დაუშვებელი იყო ამ გემის შემოსვლა,  რადგან ეს უკვე ნიშნავდა სოხუმის აღებას. მფრინავები მესამედ აფრინდნენ. ბოლო კავშირი განხორციელდა ღამის 1 საათსა და 9 წუთზე. რაციაში ისმის, ორი გემია, როგორ მოვიქცეთო. პასუხი: იმუშავეთ ისე, როგორც თქვენთის ხელსაყრელია.

ამ დროს შვეულმფრენი 18 კილომეტრით იყო დაშორებული სოხუმიდან და რვა კილომეტრით ტამიშის ნაპირიდან. კავშირი გაწყდა. ამბობენ, დიდი ბრძოლა იყოო, მაშველი შვეულმფრენი არ აფრინდა, არ ვიცი, რატომ. პასუხის მომცემი არავინაა. 

დილით, როცა ამ კვადრატში დაიწყეს შვეულმფრენის ძებნა, ზღვა „დასერილი“ იყო ნავებით. ვარაუდობენ, რომ ბიჭბი ტყვედ მოხვდნენ. გემი ბუქსირით მიყავდათ. მე, როგორც მფრინავი, ვთლი, რომ ამოდენა გემის წინააღმდეგ ერთი შვეულმფრენით, სრულიად გაუწვრთნელი ბიჭების გაშვება დანაშაულზე მეტი იყო. ექვსი დრე-ღამის შემდეგ გუდაუთაში იპოვეს ვერტმფრენის ნაწილი. ეს იყო ჩემი ბიჭის ვერტმფრენი. როცა იქითა მხარეს დაველაპარაკეთ, გვითხრეს, რომ ექვსი მფრინავია ტყვედ, ესენი კი ოთხნი იყვნენ: გაბრიჩიძე, ნოზაძე, სინაშვილი, ჭეიშვილი.

იმედს ვიტოვებ რომ ცოცხლები არიან.

ეს საუბარი კარგა ხანია, რაც ჩავიწერეთ - 26 ივლისს.

მას შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.

ეთერ ნაცვლიშვილი.

გიორგი ჭეიშვილი 


გიორგი ნოზაძე 1971-93წწ გარდ. 27 წლის, სოხუმი, მფრინავი დაბ. სოფ. ფლევი ხაშური


გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი


ითანამშრომლა ნუგზარ ჭეიშვილი (ძმა)

                                                            ცაში დაფერფლილი ბიჭები

ბრძენ კაცს უთქვამს, გმირის სიკვდილი მზის ჩასვლას ჰგავსო. თითქოს მართლაც ასეა, და თუ ასეა, მაშ რამდენი მზე ჩასვენებულა საქართველოოს სისხლნაჟურ მთებსა და ველებში... რამდენი სხივი გამქრალა ზღვისა თუ ცის უკიდეგანო სივრცეებში, რამდენჯერ ატკივებიათ წინაპართა ძვლები და ლაგამამოდებული მიწა სისხლდაუტეველ ქართველებს.   

ასე იყო გუშინ, ასეა დღესაც... და მაინც, თუ კაცი გქვია, ამქვეყნად მოსულხარ, უნდა იცხოვრო ისე, რომ სხვაც აანთო შენი ლამაზი სიცოცხლით, ზოგჯერ კი, თურმე, სიკვდილიც შეიძლება იყოს ლამაზი. ბედი ხომ მხოლოდ უძლურთ მიაქანებს თავის ნებაზე, კაცები კი კაცურად კვდებიან.

აფხაზეთის ომში ბევრი ვაჟკაცი გამოაკლდა ვერტმფრენების ავიაკომპანია „აისს“. მაშინ მათ ჯერ კიდევ ცალკეული ავიარაზმები ერქვათ, ომის დაწყებისთანავე მთელი ავიახაზების მობილიზაცია გამოცხადდა და სამოქალაქო რაზმები გასამხედროვდა. ფრენებს თავდაპირველად სოხუმიდან ასრულებდნენ, შემდეგ კი კოპიტნარში გადასვლა მოუხდათ. თავიდან ისინი, ძირითადად პროდუქტით ამარაგებდნენ ---------------------ლესელიძიდან და სხვა ადგილებიდან, დაჭრილებიც გადმოყავდათ , და დესანტის გადაყვან გადმოყვანაც უხდებოდათ. იმ დროისათვის ავიაკომპანიას სამხედრო ტიპის ვერტმფრენი „მი-24“ მხოლოდ რამდენიმე ჰყავდა. სწორ4ედ ამ ტიპის ვერტმფრენი 1992 წელს ჩამოაგდო მტერმა, ვერტმფრენი და მისი მფრინავი - 32 წლის გიორგი კვესაძე- ზღვაში ჩაიკარგნენ. ქართველები ნაპირს ვერ უახლოვდებოდნენ, მხოლოდ შუა ზღვაში ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ, მეორე ვერტმფრენში მყოფებმა ნათლად დაინახეს, როგორ ჩაეშვა ზღვაში.

ამავე წლის 26 დეკემბერს ჯიმი მაისურაძისა და მერაბ გელაშვილის ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა, აბაქარ მაგამედოვი 1993 წლის 15 იანვარს დაიღუპა ტამიშთან.

ვლადიმერ ნაუმენკო, გელა სილაგაძე, რამაზ ბილისეიშვილი, ლევან აბულაძე და პლატონ ვეკუა აუმინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში ჩამოცვივდნენ. იგორ ბახტაძე, სერგეი პლატოვსკი და ლევან ჩაგოშვილი -93 წლის 30 ოქტომბერს , ჭუბერის გადასასვლელზე, მთის წვერს დაეჯახნენ და დაიღუპნენ.

უკვალოდ დაიკარგა რამდენიმე ეკიპაჟი. ზებურ ბოლქვაძე, ომარ ქორთოშიძე და ვიტალი არიშინი თბილისიდან სოხუმში გადაფრინდნენ, 93 წლის 7 ივნისს სოხუმის აეროპორტში დაეშვნენ, მეორე დილით თბილისში უნდა გადმოფრენილიყვნენ. აფრენის შემდეგ ზღვისკენ აიღეს გეზი და მათი კვალი გაქრა.

ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 7 ივლისს ღამით, რუსების გემისაკენ  გაუშვეს ბეჟან გაბრიჭიძის , გია ჭეიშვილის, გია ნოზაძისა და როლანდ სენაშვილის ეკიპაჟი. ზღვამ ჩაყლაპა ისინიც. იმავე ღამით აფრინდნენ გიორგი გელაშვილი, ვლადიმერ კერდიკოვი და ტარიელ ჯალაღანია. იმ ღამით კი დაბრუნდნენ უკან ბიჭები, მაგრამ მეორე დღეს, 8 ივლისს სოხუმიდან ოჩამჩირეში ჩავიდნენ. სოხუმში დაბრუნებისას აფრენისთანავე მათ ვერტმფრენს მტრის რაკეტა მოხვდა და ნაწილ-ნაწილ ჩაცვივდა ზღვაში. უკვალოდ გაქრა ზეზვა ქავთარაძეც. 

სტკივათ ცოცხლადდარჩენილთ  მეგობრების დაკარგვა, სტკივათ და ბოღმა აღრჩობთ ვაჟკაცებს.

ავიაკომპანიის ოფისის ეზოში მათი სახელების უკვდავსაყოფად პატარა მემორიალი გვინდა დავდგათო,- გვითხრა ავიაკომპანიის შეფ პილოტმა დავით აბალოიძემ.

საუბრუსას ავიაკომპანიის ---------------------------------- ლაღანია შემოგვიერთდა , რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოდან სოხუმში იმყოფებოდა (დაბადების დღე იქ „აღნიშნა“ თურმე), როგორც მან გვიამბო , თავიანთი ვერტმფრენით პრეზიდენტი სოხუმიდან ლესელიძეში უნდა გადაეყვანათ.

3 ოქტომბერს, შებინდებისას, მათთან კავშირზე რუსების გემი გამოვიდა, რომელმაც მათი ბორტის ნომერზე გაამახვილა ყურადღება და გააფრთხილა - თუკი დღისით  5 კილომეტრზე მოგვიახლოვდებით, ხოლო ღამით-20 კილომეტრზე , გამანადგურებელ ყუმბარას გაუფრთხილებლად გესვრითო. (მაშინ პ0რეზიდენტს გია ყარყარაშვილი და გივი ლომინაძეც ახლდნენ) ეკიპაჟი სოხუმში უნდა დაბრუნებულიყო, მათ უკან  სამხედრო ვეტმფრენით „მი-24“ ელგუჯა დემეტრაშვილი და ჯიმი მაისურაძე მოყვებოდნენ, როდესაც  გუდაუთას 2-3 კილომეტრით  მიუახლოვდნენ „ ვერტმფრენში სინათლეები ავანთეთ, საშინლად ბნელოდა. რამდენიმე ხანში შევამჩნიეთ, რომ ერთი ვერტმფრენი ჩამქვრალი შუქებით მოგვყვებოდა, ჩვენ ჩვენი ბიჭები გვეგონა, შემდეგ ისე ახლოს ამოგვიდგა გვერდით,უკუნეთი რომ არ ყოფილიყო, სახეებსაც კი გავარჩევდით. მარცხნივ გავიწიეთ, რომ არ დაგვჯახებოდა, მაგრამ კვლავ გვერდით ამოგვიდგა და შემდეგ ჩვენს ქვემოთ გაუჩინარდა. თავისთავად ცხადია, ეს მოქმედება უცნაურად გვეჩვენა და ყურადღება დავძაბეთ.  ცოტა ხანში , ქვეშ შემოგვიძვრა (ყოველივე ეს, რასაკვირველია, პრეზიდენტსა და მის თანხმლებთ არ შეუმჩნევიათ) მარჯვნივ მჯდომმა მეორე მფრინავმა უეცრად შეჰყვირა : რას შვება, ბიჭებო, მგონი გვარტყამს! იმავე წამს ჩვწნი ვერტმფრენი მარცხენა კრენით აყირავდა, დაბლა დაეშვა და აფრინდა ქვედა ვერტმფრენს, რომელიც მალევე გაუჩინარდა. ერთერთმა მფრინავმა უკან სალონში რომ გაიხედა, ჩვენი მგზავრები, გარდა პრეზიდენტისა თურმე იატაკზე მოხვედრილიყვნენ... თუმცა შესაძლოა, არც ასე იყო საქმე, მაგრამ მფრინავებმა ქვეყნის პირველი პირის ძირს დაცემა დაუშვებლად მიიჩნიეს.

მომხდარით შეცბუნებული ეკიპაჟი სასწრაფოდ ბომბორას აეროდრომს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, მათ „არაფერი იცოდნენ“ და ახლაც კატეგორიულად გამოაცხადეს, რომ მსგავსი მათთან არაფერი ხდებოდა, არცერთი -------------------------- არ წავიდოდა, მაგრამ  არაა გამორიცხული , რომელიმე ფანატიკოსის გახელება გასჭირვებოდა მტერს.

თავად გურამ ჯალაღანიამ კი ეს ფაქტი უფრო პროვოკაციად მიიჩნია და დასძინა : ალბათ პანიკის ატეხვა სურდათ, რომ შემდეგ ჩვენვე შევჯახებოდით ერთმანეთს, ან იმ გემს შევფეთებოდით, რომელმაც წინასწარვე გაგვაფრთხილა, მოახლოების შემთხვევაშივე გაგანადგურებთო.ლ

იმ ღამით ეკიპაჟმა, ლესელიძეში დაფრენა მოახერხა და ღამეც იქვე, საავადმყოფოში გაატენეს, მეორე თუ მესამე დღეს კი გაგრა დაეცა. მოგვიანებით დაეცა სოხუმიც. დავკარგეთ აფხაზეთი და უამრავი ნარჩევი ვაჟკაცი... უამრავი სიცოცხლე ცაშივე გაქრა...  „კარგის მოკვლისთვის სიკვდილო ნეტა ვინ გეტყვის ქებასა“,  ავაიოო... ბუხუნებდნენ თვალშეუდგამი მთები , „ ბრალია თქვენი სიკვდილიო, ბრალი“...

ქვეყნისთვის შეწირულთ ზეცაში დაიდეს ბინა.

ცოცხლად დარჩენილნი კი უდიდეს ტკივილს დაატარებენ თან და უცრემლოდ ტირიან.

1998 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულებით, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ვერტმფრენთა ეკიპაჟების წევრები საქართველოს ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

სამშობლოს დაცვისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და მხედრული მამაცობისათის III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდნენ : ავიაკომპანიის შეფპილოტი დავით აბალოიძე , „ მე-8“ ტიპის ვერტმფრენის მეთაური გოჩა მეზვრიშვილი „ აისის“ ესკადრელის მეთაური შამილ ქორთოშიძე და „აისის“ საფრენოსნოს დირექტორი ზაურ ქორთოშიძე .

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის მეორე პილოტი იოსებ არჯევანიშვილი და უფროსი ბორტმექანიკოსი გურამ ჯალაღანია.

---------------------------------------------  სამოქალაქო თვითმფრინავებით „ ტუ-154“. „ტუ-134“ და „იაკ-40“ - ითაც სრულდებოდა , თუმცა, საერთაშორისო კანონებით, ამ თვითმფრინავების სამხედრო პირობებში გამოყენება აკრძალულია, მაგრამ „საქართველოს ავიახაზების“ მიერ 2500-მდე რეისი მაინც შესრულდა. მაშინ ავიაკომპანიას  „ორბი“ ერქვა. როგორც მისმა მთავარმა შტურმანმა თეიმურაზ ელიზბარაშვილმა გვითხრა,- მართალია , ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, მაგრამ მტერმა სამი „ტუ-154“ ჩამოაგდო. „ტუ-154“  №85163-ს ბაბუშერაში რუსების  კატერიდან ნასროლი ჭურვი შიგ ძრვაში მოხვდა, თვითმფრინავი გადაიხსნა, ეკიპაჟის კაბინა მოძვრა და მფრინავები სასწაულით გადარჩნენ. სამწუხაროდ , თვითმფრინავში მყოფი 80-მდე ჯარისკაცი დაიღუპა.

ელიზბარაშვილმა საუბარში, ცოტა არ იყოს , წყენით თქვა,- ჩვენს მფრინავებს, რომლებიც იბრძოდნენ, დღემდე ომის მონაწილის სტატუსიც კი არა აქვთო.

მართალია საწყენია, მაგრამ, ალბათ, მათზეც იფიქრებენ ისინი, ვისაც ეს ევალება.

მაია სეთურიძე.

                                                                         კვლავ უცნობია
დრამას, რომელიც აფხაზეთის ჯოჯოხეთური ომის ფონზე მოხდა, ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბიჭები დღმდე არ არიან ნაპოვნი. ერთ-ერთი დაკარგული მფრინავის ბედზე გვიამბო მისმა მამამ, თვითონაც მფრინავმა თამაზ ჭეიშვილმა . ახოვანებითა და სიმამაცით გამორჩეული თამაზ ჭეიშვილი ექვსი შვილის მამაა. მათგან ერთი, მასავით გამორჩეული გარეგნობისა და ბუნების მქონე ბიჭი, მამის მსგავსად მზესა და ღრუბლებს ეთამაშება.
 3 ივლისს გადაფრინდნენ თბილისიდან და ჩაებნენ ბრძოლაში, ოთხივენი 23-24 წლისანი არიან, არც საბრძოლო გამოცდილება აქვთ, არც ცოდნა. ექვს ივლისს, ღამით გაუშვეს გემის ჩასაძირად შვეულომფრენით. მე მოვისმინე ჩანაწერი მფრინავებსა და დისპეტჩერს შორის. ბიჭები ეუბნებნებიან: ჩვენები გვესვრიან და მოგვაშორეთო. მიიღს ბრძანება დაბრუნებაზე.  დაბრუნდნენ. სამხედრო მეთაურები ისევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შვეულმფრენს აფრენა უბრძანეს, რადგან უზარმაზარი სამანძიანი რუსული გემით აფხაზეთის მხარე აპირებდა დესანტის გადმოსხმას, ეს ხდებოდა ღამის 11-დან 12 საათამდე, მეორედ აფრენის დროსაც ისევ ჩვენმა მხარემ დაუწყო სროლა და იძულებულნი გახდნენ, დაბრუნებულიყვნენ.
7 ივლისს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჭუმბურიძემ გასცა ბრძანება რომ დაუშვებელი იყო ამ გემის შემოსვლა,  რადგან ეს უკვე ნიშნავდა სოხუმის აღებას. მფრინავები მესამედ აფრინდნენ. ბოლო კავშირი განხორციელდა ღამის 1 საათსა და 9 წუთზე. რაციაში ისმის, ორი გემია, როგორ მოვიქცეთო. პასუხი: იმუშავეთ ისე, როგორც თქვენთის ხელსაყრელია.
ამ დროს შვეულმფრენი 18 კილომეტრით იყო დაშორებული სოხუმიდან და რვა კილომეტრით ტამიშის ნაპირიდან. კავშირი გაწყდა. ამბობენ, დიდი ბრძოლა იყოო, მაშველი შვეულმფრენი არ აფრინდა, არ ვიცი, რატომ. პასუხის მომცემი არავინაა. 
დილით, როცა ამ კვადრატში დაიწყეს შვეულმფრენის ძებნა, ზღვა „დასერილი“ იყო ნავებით. ვარაუდობენ, რომ ბიჭბი ტყვედ მოხვდნენ. გემი ბუქსირით მიყავდათ. მე, როგორც მფრინავი, ვთლი, რომ ამოდენა გემის წინააღმდეგ ერთი შვეულმფრენით, სრულიად გაუწვრთნელი ბიჭების გაშვება დანაშაულზე მეტი იყო. ექვსი დრე-ღამის შემდეგ გუდაუთაში იპოვეს ვერტმფრენის ნაწილი. ეს იყო ჩემი ბიჭის ვერტმფრენი. როცა იქითა მხარეს დაველაპარაკეთ, გვითხრეს, რომ ექვსი მფრინავია ტყვედ, ესენი კი ოთხნი იყვნენ: გაბრიჩიძე, ნოზაძე, სინაშვილი, ჭეიშვილი.
იმედს ვიტოვებ რომ ცოცხლები არიან.
ეს საუბარი კარგა ხანია, რაც ჩავიწერეთ -26 ივლისს.
მას შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.
ეთერ ნაცვლიშვილი.
კვირის პალიტრა 10-16 მაისი, 1999

                                                                             აგორებული ქვა
ბარბაროსული აქტები,რომლებიც შუა საუკუნეებშიც შემზარავად მიაჩნდათ, ჩვენს ე.წ. ცივილიზებულ ეპო-ქაში მეორდება. ადამიანებს XX ს-ის მიწურულსაც იტაცებენ, ტყვეებით დღესაც ვაჭრობენ და ეს ცხრა მთას იქით კი არა , ჩვენთან, საქართველოში ხდება.
სამწუხაროდ, ამ სარფიანი ბიზნესის ობიექტად ჩვენი თანამემამულენიც გვევლინებიან.
რამდენიმე დღის წინ 4 ქართველი ჩეჩენთა ტყვეობიდან გაანთავისუფლეს. 1993 წლის 23 იანვარს რევაზ მახალია, ვალიკო ჩხიკვაძე, ალექსანდრე გვაძაბია და გურამ გიგიბერია გამოსასყიდის მიღების მიზნით ჩეჩენმა ტერორისტებმა გაიტაცეს და საარაკო თანხა მოითხვეს, მაგრამ ფულის მომლოდინე გამტაცებლები ამჯერად გაწბილებულნი დარჩნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, პარლამენტარ მამუკა არეშიძეს.
- ბატონო მამუკა, როგორ აღმოჩნდა საქართველოს ოთხი მოქალაქე ჩეჩენთა ტყვეობაში?
- მახალია, ჩხიკვაძე,გვაძაბია და გიგიბერია ინგუშეთში იყვნენ ბიზნესის საქმეზე. საქართველოსკენ წამოსულებს, ეტყობა, კვალში გამოყვნენ და ჩერმენთან (ინგუშეთისა და ჩრსდილო ოსეთის საზღვარი) აიყვანეს.  გამტაცებლები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ მათ ფული ექნებოდათ.
- გასაძარცვად დაედევნენ?
- არა, გატაცების მიზნით, რათა მერე გამოსასყიდი მიეღოთ, ისინი 1 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.
- საქართველოს  მოქალაქეებმა ტყვეობაში 3 თვეზე მეტი დაყვეს. რა პირობებში მოხდა მათი გათავისუფლება? როგორც ვიცით, ჩეჩნებს გამოსასყიდი თანხა არ მიუღიათ
- საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებები ჩაატარა. მათმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს ტყვეთა ადგილსამყოფელი, გააფრთხილეს შესაბამისი სტრუქტურები და ხელი შეუწყვეს მათ გაქცევაში. კერძოდ, როცა გამტაცებლებმა ტყვეები მდინარის პირას გაიყვანეს დასაბანად, სოფლის ქალებმა შეამჩნიეს ისინი და გამგებელს შეატყობინეს. ის ტყვეებთან მივიდა და გაქცევა შესთავაზა, ქართველებთან ერთად დაღესტნელი ტყვეც იყო, რომელიც იქ დარჩა, ჩვენები კი გამგებელს გამოყვნენ , მაგრამ ოთხივეს გაქცევა ერთდროულად ვერ მოხერხდა. ორ ტყვეს დააგვიანდა, ამასობაში გამტაცებლებიც მოვიდნენ.  სოფლის მილიციასა და მათ შორის ძლიერი შეტაკება მოხდა. მალე ბრძოლაში გროზნოდან გამოძახებული ანტიტერორისტული რაზმის წევრებიც ჩაერთვნენ. მარტო ოფიციალური სტრუქტურებიდან (მაშველთაგან) 6 ადამიანია მკვდარი, მათ შორის გამგებელიც. შეუმოწმებელი ცნობებით, გამტაცებლების მხრიდან მოკლულია საკმაოდ გავლენიანი საველე მეთაურის, რუსლან ხაიხორაევის ძმა. ანტიტერორისტული რაზმის წევრები ქართველ ტყვეებს შინ მალავდნენ. მერე, გამტაცებლებისთის გზა-კვალი რომ აერიათ, ტყვეები ინგუშეთის გზით  კი არ წამოიყვანეს, არამედ შემოვლით, თითქმის ნახევარი ჩრდილო კავკასია მოატარეს  და ისე ჩაიყვანეს ლარსში. ეს ფაქტი ჩეჩნეთში საშინელ სისხლისღვრას გამოიწვევს, რადგანაც ის ხალხი , რომლებიც ქართველ ტყვეებს ყარაულობდა , პასუხს აგებს გამტაცებლებთან.  იქ, ფაქტობრივად, ორი ტეიჰი (კლანი) გადაეკიდა ერთმანეთს.
- რამდენად შესაძლებელია ამგვარივე გზით გიგა ზაალიშვილის გათავისუფლება?
- გამორიცხული არაფერია. შარშან ერთი ქართველი ტყვე, რომელიც ჩეჩნეთიდან გამოიქცა, ინგუშეთში საავადმყოფოში მოხვდა და ჩვენ იქიდან გამოვაპარეთ. დაღესტანში ჰყავდათ ერთი ტყვე, 600 000 დოლარს ითხოვდნენ გამოსასყიდს და მერე უცებ პატიოსან სიტყვაზე გადმოგვცეს. იყო 2-3 შემთვევა , როდესაც ვალის გადაუხდელობის გამო, მოხდა  ცალკეული პიროვნებების გათავისუფლების აღკვეთა.
გიგა ზაალიშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით სამი ვერსია არსებობს.  პირველი- გიგა ზაალიშვილს ჩეჩნების ვალი ჰქონდა ( ეს აზრი პოპულარულია ჩეჩნეთში), კერძოდ, მას ფული მისცეს (ასახელებენ ----------- მეთაურებს  ო ნ კ ა რ - ფ ა შ ა   ისრავილოვს    და ოზღუშიროვს ) ე.წ. „ელიტური იარაღის“ შესაძენად , რომელიც თბილისის მაღაზიებში იყიდება. ერთხელ ზაალიშვილმა ჩეჩნეთში იარაღი ჩაიტანა , ხოლო მეორედ - არა და 30 000 დოლარი მიითვისა. ამბობენ ძმებ ზაალიშვილებს აღნიშნული ოპერაციების დროს  ახლდათ ჩეჩენი, ვინმე  -------------
რომელიც მათ აბრალებს ამ თანხის მითვისებას. ამიტომ ზაალიშვილები სოფელ -------   მუხა   
ხანგოშვილის ოჯახში მოიტყუეს და გიგა იქიდან გაიტაცეს ჩეჩნეთში . მეორე ვერსიის თანახმად , შუამავალმა (-----------------) გააცურა ორივე მხარე და ყველაფერი ქართველ მხარეზე გადატყდა.  ჩემთვის უფრო მისაღებია მესამე ვერსია- თავის დროზე ზაალიშვილებმა დიდი როლი შეასრულეს ჩეჩნეთ-ქართული ურთიერთობების დადგენაში.  იცნობდნენ საველე მეთაურებს. მათი ინიციატივით საქართველოში ჩეჩენ-პრესის წარმომადგენლობაც გაიხსნა . ეტყობა, მათი აქტიურობა ვიღაცას თალში არ მოუვიდა.
ისინი ვინც მეორე ვერსიას  იზიარებენ, ვერაფრით ხსნიან, ერთ ფაქტს: თუ ზაალიშვილი ულის გამტაცებელი იყო , რატომ ჩავიდა დაძახების უმალ მუხა ხანგოშვილთან? ამიტომ ვეჭვობ, რომ ეს საქმე ვიღაცის მიერ ხელოვნურად  არის ინსპირირებული.
- ბრძანეთ ქართველებს უმეტესად ვალის გადაუხდელობის გამო ატყვევებდნენო. რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებთ?
- მოგახსენებთ. ჩეჩნეთიდან დავიხსენით ერთი წყალტუბოელი, რომლსაც 30 ათასი დოლარი ჰქონდა ვალად, ზემოთ ხსენებული ოთხი ქართველი თუ ხაროში ჰყავდათ, წყალტუბოელს საკუთარ სახლში აცხოვრებდნენ. ისე გამოვიხსენით, ფული არავისთვის გადაგვიხდია, ჩვენს სიტყვას ენდნენ, რომ ვალს გადაიხდიდა. ამან კი არ გადაიხადა. ჩეჩნებმა დაიწყევს იმ შუამავლის შეწუხება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა. მოვძებნეთ ის პიროვნება, ვთხოვეთ, წასულიყო ჩეჩნეთში და თავისი მდგომარეობა გაერკვია . ჩავიდა წყალტუბოელი ჩეჩნეთში . თავის მოვალეს 8 000 დოლარი კიდე გამოართვა და მეორეჯერაც მოატყუა.
- ამჟამად რამდენი ქართველია ტყვეობაში (ბუნებრივია, ჩრდილო კავკასიას ვგულისხმობ)?
- რამდენადაც ვიცი , ჩრდილო კავკასიაში 5 ქართველი ტყვეა. ეს ის ხალხია, რომელთა ახლობლებმა ჩვენ მოგვმართეს. მათგან 1 ინგუშეთშია, 4 ჩეჩნეთში.
- ამბობენ, ჩეჩნებს ტყვედ ჰყავთ აფხაზეთის ომის მონაწილე მფრინავებიო.
- ვიცი, რომ ლიხნში სამხედრო ტყვეები ჰყავდათ, მაგრამ არ მინახავს პიროვნება რომელიც დაადასტურებდა, რომ ცოცხლად გადარჩენილი ტყვეები იზოლატორში ან ბანაკში  ამჟამადაც იმყოფებიან. თუმცა ყურმოკვრით ამის თაობაზე არაერთხელ მსმენია. ამის გამო გარკვეულ ღონისძიებებს მივმართეთ. ტყვეების ძებნაში კაზაკებიც დავიხმარეთ, მაგრამ უშედეგოდ. 
ბატონ მამუკა არეშიძესთან საუბრისას სამხედრო ტყვეები შემთხვევით არ გვიხსენებია. აფხაზეთის ომის დროს მოწინააღმდეგემ ქართული მხარის -- თვითმფრინავი და -- -------------------------   ბუნებრივია მასხვერპლი მოჰყვა, მაგრამ იყვნენ უგზო უკვლოდ დაკარგულებიც, რომლებიც თუ ჭორებს დავუჯერებთ, ჩეჩნეთის ტერიტორიაზედ გადაიყვანეს.
გთავაზობთ არასრულ ჩამონათვალს:
-1992 წლის 6 ოქტომბერს , გაგრის ბრძოლების დროს , გამოცდილი მფრინავის გოგი კვესაძის Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენის   მოწინააღმდეგის საზენიტო რაკეტა მოხვდა. დაზიანებული შვეულმფრენის ხმელეთზე დასმა მფრინავმა ვერ შეძლო, ის ზღვაში ჩავარდა. გოგი კვესაძის ბედი  უცნობია, იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
- 11 ოქტომბერს  ეშერას ახლოს (სავარაუდოდ, პროფესიონალმა რუსმა მეზენიტეებმა სითბური რაკეტით დააზიანეს ქართველი Су-25 მოიერიშე თვითმფრინავი, მფრინავმა სლავა ჯაბუამ კატაპულტირება მოასწრო , მაგრამ პარაშუტით დაშვებისას მტერმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. მფრინავის ბედი დღემდე გაურკვეველია, თუმცა არსებობდა ვერსია, რომ დაჭრილი მფრინავი აფხაზებმა შეიპყრეს.
- იმავე დღეს, ბაბუშერის მიდამოებში მალულად გადმოსულმა მოწინააღმდეგის საზღვაო დივერსიულმა ჯგუფმა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი ჭურვით დააზიანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის МП-8 МЕВ ტიპის შვეულმფრენი.  ჭურვმა შვეულმფრენის ფიუზელაჟის ორივე ბორტი გაგლიჯა და სალონში რამდენიმე კაცი იმსხვერპლა. - ვიტალი პაშინმა და გია გელაშვილმა მაინც შეძლეს დაზიანებული შვეულმფრენის დასმა.
- 7 ივნისს, დილით, ბაბუშერიდან ოჩამჩირის მიმართულებით გაფრინდა Ми-8МТВ ტიპის შვეულმფრენი, საბორტე ნომრით №01, რომელსაც ზებურ ბოლქვაძე, ომარ ქორთოშიძე და ვიტალი არიშინი მართავდნენ. ტამიშთან ახლოს რადიოკავშირი შვეულმრენთან შეწყდა. ეკიპაჟის წევრები უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
- 4 ივლისს, გუმისთანთან საზენიტო რაკეტამ კახა თვაურის Су-25 მოიერიშე დააზიანა. მფრინავმა მოასწრო ალმოდებული თვითმფრინავის შემობრუნება და ზღვის თავზე განახორციელა კატაპულტირება. წყალზე დაშვებული მფრინავი კატარღით სოხუმში გადაიყვანეს.
- სამი დღის შემდეგ, 7 ივლისს, გამთენიისას, ბაბუშერიდან ტამიშის ტრავერსის მიმართულებით Ми-8МТВ ტიპის შვეულმფერი გაფრინდა, რომლის ეკიპაჟის წევრები იყვნენ ბეჟან გაბრიჩიძე, გია ჭეიშვილი, გია ნოზაძე და როლანდ ხენაშვილი. მათ შეუტიეს ტამიშის ახლოს, რეიდზე მდგარ დიდ საბრძოლო ხომალდს, რომელიც გადმოსხმულ დესანტს უჭერდა მხარს. თვითმხილველთა თქმით, სამხედრო ხომალდმა ქართულ შვეულმფრენს საზენიტო რაკეტა ესროლა -------------------------------------- რადიოლოკატორის  ინდიკატორზე შვეულმფრენის აღმნიშვნელი ნიშანი გაქრა, რაც მის ჩამოგდებას ნიშნავდა. ეკიპაჟის ბედი გაურკვეველია. ისინიც უგზო-უკვლოდ დაკაეგუებად ითვლებიან.
- იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, ტამიშთანვე საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს Ми-8МТВ ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც გია გელაშვილი, ვოვა კერდიკოვი, ზეზვა ქავთარაძე და ტარიელ ჯალაღონია მართავდნენ. მათ გარდა შვეულმფრენში 25 მებრძოლი იჯდა, რომლებიც ეკიპაჟს ტამიშის მიდამოებში უნდა გადაესხა მტრის საზღვაო დესანტის ჭინააღმდეგ. მათი ბედიც გაურკვეველია.
- 13ც ივლისს ეშერასთან დააზიანეს უფროსი ლეიტენანტის, ზურაბ იარაჯულის Су-25 მოიერიშე. მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ მტრის ტერიტორიაზე დაეშვა. თუმცა აფხაზებმა ქართველი მფრინავის შეპყრობა ვერ შეძლეს. ზურაბ იარაჯული სამი დღ-ღამე ემალებოდა მტრისპატრულებს და ფრონტის ხაზის გადმოლახვას ცდილობდა. პატრულთან შეტაკებისას იგი არ დანებდა, ორი მოკლა, ერთი დაჭრა და თითონაც ტყვიით განგმირული დაეცა. გმირი ქართველი მფრინავის ნეშტის გადმოსვენება მხოლოდ მოგვიანებით მოხერხდა.
აღნიშნული შემთხვევების შედეგად ათამდე მფრინავი და ბორტმექანიკოსი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაიკარგა. 6 წლის განმავლობვაში ახლობლებმა მათ კვალსაც ვერ მიაგნეს. არადა მფრინავების დაღუპვის უტყუარი საბუთი არ არსებობს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს გადადიოდნენ გუდაუთაში, მოგვიანებით ჩრდილო კავკასიაშიც გააგრძელეს ძებნა, მაგრამ ამაოდ.
1993 წლის 7 ივნისს უკვალოდ გამქრალი №01 საბორტე ნომრიანი შვეულმფრენის ძებნა თავად მფრინავებმა დაიწყეს . გამოიყენეს მყვუნთავები და სპეციალური შვეულმფრენები - Ми-14 მაგრამ მათ კვალს ვერ მიაგნეს.
გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ახლობლებს არწმუნებდნენ , რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები  ცოცხლები არიან და მათი ტყვეობიდან გამოსახსნელად გარკვეული თანხაა საჭირო. 1994 წელს სოფელ ქვემო ალვანში მფრინავ ომარ ქორთოშიძის ოჯახს ვინმე მკრტიჩიანი ეწვია. მან ქორთოშიძეებს უთხრა , ომარი ცოცხალია და სოხუმში ტყვედ ჰყავთო. სასიხარულო ამბის მომტანს პატივი სცეს, 1,5 მლნ რუსული რუბლი შეუგროვეს და ლარსამდე მიაცილეს, საიდანაც მკრტიჩიანი სოჭის გავლით სოხუმში უნდა ჩასულიყო. მსხნელად მოვლენილი მკრტიჩიანი ქორთოშიძის ძმებს დაჰპირდა,ომარს ფსოუზე ჩაგაბარებთო, რისთისაც 10 000 დოლარის გამზადება მოსთხოვა, თუმცა ამის შემდეგ ის აღარ გამოჩენილა.
შარშან ქორთოშიძის ახლობელს ერთი ჩეჩენი ახალგაზრდა მიადგა , რომელიც ირწმუნებოდა -ომარი ჩეჩნეთში, სოფელ შალიში ჰყავთ ტყვედო. ჩეჩენი ფულს არ ითხოვდა, გამომყევით და გაჩვენებთო,- ამბობდა,მაგრამ ესეც სიცრუე გამოდგა.
შვილის ძებნაში მრავალი განსაცდელი გადაიტანა იმავე ეკიპაჟის წევრის ვიტალი არიშინის მამამ.  ივანე არიშინს 6 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ძებნა, არაერთგზის იყო აფხაზეთსა და ჩეჩნეთში.
ივანე არიშინი:
- შვილის ძებნა ჯერ კიდევ ომის დროს დავიწყე. აფხაზეთში ჩავედი . იქ ერთი ექთანი გოგონა გავიცანი, რომელმაც მითხრა, თქვენი შვილი აფხაზებს ჰყავთ დატყვევებულიო. მერე სოხუმში ორი რუსი ვნახე- გენერალი, მეტსახელად „ Худой“ და  „Лешин“- მითხრეს, თუ 35 მილიონ რუსულ რუბლს გადაიხდი, შვილს გაპოვნინებთო. ფულის მიცემაზე უარს როგორ ვიტყოდი ! ოღონდ ვიტალი ცოცხალი მენახა და ყველაფერს გავყიდდი, მაგრამ ძებნა უშედეგო გამოდგა.
იქვე, სოხუმში, ერთი აფხაზი გავიცანი, მას 900 დოლარი მივეცი,- შვილი მაპოვნინე-მეთქი, მაგრამ აფხაზი უსინდისო აღმოჩნდა. გამცა, თავზე სამი კაცი დამაყება, რომლებმაც ჩხუბი დამიწყეს,- შენი შვილი რატომ გვბომბავდაო. შევედავე- მას მხოლოდ დაჭრილები გადაყავდა მეთქი. ერთმა ჯიბიდან ვიტალის სურათი ამოიღო, -ეს არის ხომ შენი შვილი. ვიცით , რომ ის მაისურაძესთან ერთად იყოო და ისე მცემეს, ათი დღე ვიწექი.
აფხაზეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. თბილისში, ავტობუსში , ვინმე მარინა ლომთათიძე გავიცანი . მან მითხრა, - სოხუმიდან სწორედ იმ შვეულმფრენმა წამოგვიყვანა, რომლის ბორტმექანიკოსი ვიტალი არიშინი იყოო.
სულ 18 მგზავრი ყოფილა, ქალები და ბავშვები.  ოჩამჩირის მხრიდან აფხაზებს ცეცხლი გაუხსნიათ და მფრინავები იძულებულნი გამხდარან, შვეულმფრენი არადუსთან დაესვაღთ. ისინი აფხაზებს შეუპყრიათ . მფრინავები და მგზავრები ცალ-ცალკე მოუთავსებიათ. მალე ქალები და ბავშვები გაუთავისუფლებიათ , ხოლო მფრინავები გუდაუთაში გადაუყვანიათ.
ამის შემდეგ ძებნა გუდაუთაში გავაგრძელე. გენერალ დედუნაშვილთან ერთად სამჯერ ვიყავი იქით გადასული. ჩემი შვილის ----------------------------------------.   ჩემი ვინაობა რომ შეეტყოთ , აფხაზები უთუოდ დამხვრეტდნენ. ამიტომ გლეხის ტანსაცმელში გადაცმული დავდიოდი, ვითომ იქაური ვიყავი. გუდაუთის ციხესაც მივაკითხე, რომელიც პროფტექნიკუმის შენობის ქვედა სართულში ჰქონდათ მოწყობილი . ერთი რუსი ქალისაგან შევიტყვე, რომ იმ ციხეში ტყვედ ჰყავდათ გენერალი მამულაშვილი და 49 ქართველი. მათ თურმე აფხაზები ცემდნენ და ძალიან ცუდად ექცეოდნენ (50 კაცს 5კგ. პამიდორს და ცოტაოდენ პურს აძლევდნენ დღეში). ტყვეების გაცვლისას გენერალ მამულაშვილს ჩემი შვილის ამბავი ვკითხე, მაგრამ მან არაფერი იცოდა.
გუდაუთაში მესამედ ჩასვლისას ერთმა კაცმა მითხრა,- შენი შვილი დახვრიტესო. ამის გამგონეს მუხლი მომეკვეთა. სამი დღე ფეხზე ვეღარ დავდექი. მერე თავი დავირწმუნე- ალბათ მომატყუეს-მეთქი და ძებნა გავარგრძელე. ბოლოს შევიტყვე, რომ სამხედრო ტყვეები ჩეჩნეთში გადაუყვანიათ. მათ მოძებნას ვინმე გულია მესტვირიშვილი დაგვპირდა, რომელსაც თბილისის გარდა , დაღესტანშიც, ქალაქ ყიზილიუკში ჰქონდა ბინა. 1995 წლის აპრილში, ჩეჩნეთის გავლით , დაღესტანში ჩავედით. ტყვეთა გამოსასყიდი ფული მანქანის აკუმილატორის ქვეშ მქონდა დამალული. გულია მესტვირიშვილმა მითხრა- ჩეჩნებს 11 ქართველი ყავთ ტყვედო. მას ჩემი შვილის ამბავი ვკითხე- არაფერი დამიმალო, ყველაფრისთვის მზად ვარ-მეთქი. გულიამ მითხრა - შენ შვილს ძლივს მივაკლიე, ძალიან იყო ნაცემი, მენჯის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული, მაგრამ ნუ გეშინია, ცოცხალიაო. 11 ტყვის განთავისუფლებაში გულიამ 20 000 დოლარი მოითხოვა. მე და ჩემმა თანმხლებმა მას 2 000 დოლარი და 5 მლნ რუსული რუბლი გადავეცით, მაგრამ ფულის მიღების შემდეგ უკვალო9დ გაქრა. იქიდან წამოსუოლებს „ ვაზ-06“-ით (ალბათ გაძარცვის მიზნით) ჩეჩნები დაგვედევნენ. ჩვენ „მოსკვიჩით“ ვიყავით. შეშინებულებს ისე სწრაფად მიგვყავდა მანქანა, ვერ დაგვწიენ , თუმცა ინგუშეთის საზღვრამდე გვდიეს.
6 წელი გავიდა, რაც ჩემი შვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სანამ პირში სული მიდგას, მის ძებნას არ მოვეშვები, ისევ ჩავალ ჩეჩნეთში, თუნდაც თვალები დამთხარონ, მომკლან,- ამ სიტყვებზე ივანე არიშინს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. სულის სიღრმემდე შემძვრელი იყო ატირებული მამის მზერა. მალე დავემშვიდობე, აღარ შევაწუხე.
კიბეზე მისი სიტყვები დაგვეწია- გმადლობთ, რომ 6 წლის შემდეგ თქვენ მაინც გაგახსენდითო...
იზო რიკაძე.