სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ.  სოფ.  გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ.  სოფ.  გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ.  სოფ.  გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ.  სოფ.  გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ.  სოფ.  გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ.  სოფ.  გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი

1949-1992 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მაისურაძე სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

446       ბეჭდვა

ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი

მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია

გარდაიცვალა ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე (26.12 ათარა – აფხაზურა, მფრინავი)

 (ეკიპაჟი: ჯიმი მაისურაძე, მერაბ გელაშვილი)

დაიბადა 1949 წლის 03 თებერვალი ლაგოდეხის რაიონის სოფელ გაორგეთში. 1991 წელს მონაწილეობდა სამაჩაბლოს ბრძოლებში. 

1992 წლის 26 დეკემბერს, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფლების გასანთავისუფლებლად, მორიგი ფართომაშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს.


დილის 9.30–ზე ბედიის მიმართულებით დაწყებული შეტევა წარმატებით განვითარდა, რა დროსაც ჩვენმა ძალებმა სოფელ ფოქვეშის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება შეძლეს. კონტრშეტევის შედეგად მტერმა დაკარგული პიზიციები დაიბრუნა. საპასუხო იერიშმა ჩვენებს მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაწევის საშვალება მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ აღნიშნულ სოფლებზე კონტროლი დაემყარებინათ.

იმავე დღის 12.00–ზე, ქართული ძალების შემდეგი სამიზნე სოფელი ბესლახუბა გახდა. ადგილობრივი შენაერთის გარდა (56 კაცი), სოფელს „სკორპიონის“ დივიზიაც იცავდა.


დ. გოგუას მოგონებებიდან:

„ქართველებმა შეტევის დროს ფსილოგიური მეთოდი გამოიყენეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცები, წელში გამართულები, მჭიდრო მწყობრით მოიწევდნენ ჩვენი პოზიციებისკენ. სურათი ჩაპაევზე გადაღებული ფილმის სიუჟეტს მოგაგონებდათ. მოწინააღმდეგეს ახლო მანძილამდე მოახლოვების საშვალება მივეცით და დაახლოებით ოცდაათი მეტრიდან, საპასუხო ცეცხლი გავუხსენით. ბრძოლა საღამომდე გაგრძელთა. ქართველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს“. იმავე ავტორის ცნობით, მეორე დღეს ქართველები ცხედრების წასაღებად მისულან. 15 მებრძოლის გვამს ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ არაფერი არ ვიცოდითო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ–ერთ გვარდიელს, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა, სიმინდის ყანაში გადაუმალავს თანამებრძოლების ცხედრები. აფსუებმა, სკორპიონის ჯგუფიდან, ორი კაცი დაკარგეს (გ. გაბუნია და ა. ჩერქეზია).

სანამ ჩვენები ბედიისა და ბესლახუბას მიმართულებით წამოიწყებდნენ შეტევას, მანამდე მოწინაღმდეგის გასანეიტრალებლად, გენშტაბმა, შემდეგი სახის „ოპერაცია“ შეიმუშავა:


26 დეკემბერს ქართველებს აფხაზური მხარისთვის მშვიდობიანი მოქალაქეები (ქალები და ბავშვები) უნდა გადაეცათ. ეს ჰუმანური აქტი ჩვენმა ხელმძღვანელობამ მომდევნო დღეებისთვის გადადო და ეს შესაძლებლობა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა. გადაწყდა რომ, მშიდობიანი მოსახლეობის მაგივრად, იმ დღეს აფხაზური საგუშაგოებისკენ, ქალის ფორმაში გამოწყობილ სამხედროებს გააგზავნიდნენ. შესაბამისი აღნაგობის მქონე ჯარისკაცებს ქალის ტანსაცმელში ჩააცვეს, ზოგიერთ მათგანს ხელში ახალშობილთა იმიტაციისთვის, ნაჭერში გახვეული გრანატამიოტის ჭურვები დააჭერინეს და თეთრი დროშების თანხლებით მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ გაუშვეს. აფსუებმა თავიდან მართლა იფიქრეს, რომ მათკენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები მოდიოდნენ, მაგრამ გვერდით მდებარე საგუშაგოდან, დურბინდით ერთ–ერთ „ქალს“ დამალული ავტომატი დაუნახეს და მაშინვე განგაში ატეხეს. ჩვენები უკვე მოწინააღმდეგის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად, ოდნავ მოშორებით მდებარე ორმოებისკენ გაიქცნენ. ორმოებში ჩაწოლა კი მოასწრეს, მაგრამ ინტენსიური ცეცხლის გამო, რომელიც აფსუებმა ერთბაშად ორი მხრიდან დაუშინეს, თავის ამოყოფასაც ვერ ახერხებდნენ. მათ დასახმარებლად ორი ტანკი გაიგზავნა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ორივე გაანეიტრალა. მესემე ტანკმა სამხედროებთან ერთად, ორივე დაზიანებული ტანკის გამოყვანაც შეძლო.

იმავე 26–ს რიცხვში ქართულმა ძალებმა სოფელი ათარა–აფხაზურა აიღეს. 28 –ში მეოთხე ბატალიონის პირველი პოლკის და კინდღის დაჯგუფების გაერთიანებულმა ძალებმა, კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც მოწინააღმდეგისთვის უშედეგოდ დასრულდა.

აფსუებს სოფელ ტამიშის დატოვებაც მოუწიათ. მტერმა აქაც განახორციელა კონტრიერიში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც წარუმატებლობა იწვნიეს.

სოფელ გვადას მიმართულებით წამოწყებული შეტევა – უკვე ჩვენი მარცხით დასრულდა. მტერმა ჩვენი რამდენიმე მებრძოლი დაატყვევა.


მარჯვნივ ჯიმი მაისურაძე, შუაში ბორტ ინჟინერი ჟორიკა ოგანოვი, მეორე ფრინავი გენადი სტრუკოვი (Геннадий Струков). ფოტოს შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა სევერიან (სოსო) კინწურაშვილი


27 დეკემბერს მერკულასთან მდებარე„ახრას“ პოზიციას შევუტიეთ. 250–მდე კაცი7 ერთეული მძიმე ტექნიკის თანხლებით, თავდაპირველად წარმატებით ავითარებდა იერიშს, თუმცა მალევე დანაღმულ ველზე აღმოჩნდა და შეტევის განვითარება ვეღარ მოახერხა. ჯერ ერთი ტანკი აფეთქდა ნაღმზე (მანამდე ჭურვიც მოხვდა), შემდეგ კი მის გამოსაყვანად მისულმა მეორე ტანკმაც იგივე ბედი გაიზიარა. მეორე დღეს იერიში ისევ განახლდა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ნაღმზე მესამე ტანკიც აგვიფეთქდა. ბმპ–საც იგივე ბედი ეწია. მოწინააღმდეგის მტკიცებით ამ ორდღიანი დაპირისპირების შედეგად, ბრძოლის ველზე 15 მებრძოლი დაგვიკარგავს. აფეთქებული სამი ტანკიდან, აფსუებმა ორი მალევე გაარემონტეს („ტიგრი“ და „ლასტოჩკა“ დაარქვეს). შეაკეთეს ასევ ბმპ–ეც (სარემონტო ბრიგადას რუსი მექანიკოსი გენა ნიკიჩენკო ხელმძღვანელობდა. გააფსუებული ქართველების გარდა, მათ რიგებში გარუსებული უკრაინელებიც მრავლად იყვნენ).


29 დეკემბერს მორიგ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი ათარა–აფხაზურასა და ლაბრაში. მსხვერპლი იყო როგორც ჩვენი, ისე აფხაზური მხრიდანაც.

ჩვენი ავიაცია ამ ოპერაციაში პირველივე დღიდან იყო ჩართული. აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც სუ–25 ტიპის გამანადგურებლები, ასევე მი–24 ტიპის ვერტფრენებიც. 26 დეკემბერს ათარა–სომხურთან „შავ პოლკოვნიკად“ წოდებული ჯიმი მაისურაძის ვერტფრენი ჩამოაგდეს. იმ დღეს ეს მისი მეორე საბრძოლო გაფრენა იყო.მასთან ერთად დაიღუპა ეკიპაჟის მეორე წევრი – მერაბ გელაშვილი.

მერაბ სერგოს ძე გელაშვილი 1966-92წწ მფრინავი გარდ. 26 წლის ათარა აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური გალი

მოწინააღმდეგეს როგორც ყოველთვის, რუსული ავიაცია ეხმარებოდა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, სოფ. ლაბრასთან ჩვენი პოზიციები დაბომბა. ჩვენები მის ჩამოგდებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.

ოპერაცია რომელიც დიდი სისხლის ფასად დაგვიჯდა, გარკვეულწილად შეიძლება წარმატებულადაც ჩავთვალოდ. დავიბრუნეთ ტამიში და ათარა–აფხაზური. მყარად მოვიკიდეთ ფეხი სოფელ ლაბრას ქვედა ზონაში (დაბლობში). ბედიის და ბესლახუბას მისადგომებთან კი მცირედით გავიუმჯობესეთ არსებული მდგომარეობა.

დანაკარგებს რაც შეეხება. აფხაზები 120 დაღუპულ ქართველზე საუბრობენ. ეს ციფრი რათქმაუნდა გაზვიადებულია. რეალური დანაკარგი 50 კაცამდე უნდა ყოფილიყო, რომელიც ასევე დიდი ციფრია. ჩვენი მხარე დანაკარგებზე არც მაშინ არ საუბრობდა და სამწუხაროდ არც დღეს არ მოგვეპოვება რაიმე სახის სარწმუნო ინფორმაცია(ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიპოვე, ჯერჯერობით....).

მოწინააღმდეგის დანაკარგები (არასრული):


პირველი სადესანტო მოიერიშე ბატალიონი („უჩიტელი“) – 8 კაცი. მე 4 ბატალიონის პირველი პოლკი– 5 კაცი(გ. ხაჯინბა(პოლკის მეთაური), ბ. კაპბა, ნ. კაპბა, გ.ახსალბა, ღვინჯია). „სკორპიონი“ – მინ. 2 კაცი(გ. გაბუნია და ა.ჩერქეზია), კინდღის ქვედანაყოფი – ???, „ზიგზაგი“ – ???, ბესლახუბას შენაერთი– ???, „ლასტოჩკა“ (ტყვარჩელი) – ???, მერკულას ქვედანაყოფი– ???.

ვ. ბარათელია, ა. ზანთარია, რ. გალდია და ძმები ეზუგბაიები (აფსუები არიან, ქართველები არ გეგონოთ) – ლაბრასთან დაიღუპნენ (შენაერთი ???)

დაღუპული მებრძოლები:

გიორგი მიროტაძე (29.12 ათარა–აფხაზურა. სოკ­რატ არ­შ­ბას, პირველი აფხაზი პროფესორის, შვილიშვილი.)

ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე (26.12 ათარა – აფხაზურა, მფრინავი)

ალექსანდრე (საშა) ეგოიანი (28.12–ში მძიმედ დაიჭრა. გარდაიცვალა 7.01.93–ში)

გოჩა პაპუნაშვილი (27.12 მერკულა, ტანკისტი) 

წყარო ლაშა სირანაშვილი

 „შავი პოლკოვნიკი“, „საჰაერო ხულიგანი“ – ეს ზედმეტსახელები ქართველ მფრინავს, პოლკოვნიკ  ჯიმშერ მაისურაძეს  1992-93 წლებში აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებისას შეარქვეს, თუმცა მისი ნაფრენი საათების ათვლა ბევრად ადრე, ზებგერით თვითმფრინავებზე დაიწყო.

ჯიმშერ მაისურაძე მფრინავობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ამ ოცნებაზე უარი არასოდეს უთქვამს. სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხა და კარიერა ზებგერით თვითმფრინავებზე ფრენით დაიწყო. თუმცა, კატაპულტირებისას მიღებული ტრავმის გამო, იძულებული გახდა კვალიფიკაცია შეეცვალა და ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურად ციმბირში, ურთულეს პირობებში ეფრინა.

ციმბირიდან საქართველოში 80-იან წლებში დაბრუნდა, სადაც, სულ მალე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი  მოძრაობა დაიწყო და ჯიმშერ მაისურაძეც ამ მოძრაობას შეუერთდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მოგვიანებით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გადაიზარდა და გამოცდილი მფრინავიც თანამოაზრეებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა, თუმცა, აქ იყო ერთი „მაგრამ“ – მფრინავ მაისურაძეს ვერტმფრენი არ ჰყავდა.

დღეს მისი მეუღლე და მეგობრები უკვე ღიმილით იგონებენ, თუ როგორ მოიპარა ჯიმშერ მაისურაძემ  რუსეთის შეიარაღებული ძალების ბალანსზე მყოფი ვერტმფრენი თელავის სამხედრო ბაზიდან, თუმცა, დამეთანხმებით, ვერტმფრენის მოპარვა მაშინაც და ახლაც, სახუმარო სულაც არის.

სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მაისურაძემ სამსახური ეროვნულ გვარდიაში განაგრძო და აფხაზეთის ფრონტზე ის უკვე გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს ხელმძღვანელობდა. მაშინ შეიარაღებაზე მხოლოდ სამი  „მი-24“ ირიცხებოდა. პოლკოვნიკი მაისურაძე სწორედ ამ ვერტმფრენებით დაფრინავდა. დავალებიდან დაბრუნებული მეთაურისთვის მეორე ვერტმფრენი უკვე საბრძოლო მზადყოფნაში უნდა დაეხვედრებინათ, რომ მას კიდევ ერთი გაფრენა განეხორციელებინა – დღეში ის რვა-ცხრა საათს დაფრინავდა. საბრძოლო ფრენებიდან დაბრუნებულ მეთაურს ახალბედა მფრინავები სასწავლო ფრენებზე მიჰყავდა და ხშირად, ასეთი სასწავლო ფრენები ისევ საბრძოლოში გადაზრდილა.  „შავი პოლკოვნიკი“ , როგორც მას მოწინააღმდეგე მოიხსენიებდა, თანამებრძოლებისთვის „სასწაული მეთაური“ იყო და გადარჩენილი მფრინავები დღესაც ამაყად გეტყვიან, რომ პოლკოვნიკ მაისურაძესთან ერთად ფრენა მათი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდია.

საამაყოა  ისიც, თუ თანაბრად მისაბაძი ხარ თანამებრძოლებისთვის და ოჯახის წევრებისთვისაც და პოლკოვნიკიც, ალბათ, ამაყი იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი ვაჟებიც ფრონტის ხაზზე მოხალისეებად „გაიპარნენ“ საბრძოლველად და რადგანაც ომში ცნობილი  მეთაურის შვილები, როგორც მათ უწოდებენ, „პრიორიტეტული სამიზნეა“, მაისურაძეს რამდენჯერმე მოუწია ორი არასრულწლოვანი ვაჟის ფრონტის ხაზზე მოძებნა და შინ დაბრუნება.

1992 წლის 26 დეკემბერს პოლკოვნიკმა მაისურაძემ დილთ, ადრე, საბრძოლო დავალება მიიღო. გაფრენამდე ბორტ-ინჟინერი დატოვა და დაუბარა, მეორე ვერტმფრენი გამზადებული დაეხვედრებინა და მფრინავ-ოპერატორთან – მერაბ გელაშვილთან ერთად გაფრინდა. მომდევნო  საბრძოლო ფრენიდან კი პოლკოვნიკ მაისურაძის ბორტი აღარ დაბრუნებულა.

ორი დღით ადრე, 1992 წლის 24 დეკემბერს, თბილისში, სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით ჯილდოვდებოდნენ. მომდევნო დღეს, 25 დეკემბერს გაიცა ამ ორდენის პირველი მოწმობაც  და ის პოლკოვნიკ ჯიმშერ მაისურაძეს მიენიჭა. დღეს უკვე ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ, ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ ორდენი სერიული ნომრით – 00001 – მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა ოჯახს.

ჯიმშერ მაისურაძის თანამებრძოლებმა საბჭოთა ბაზებიდან დატოვებული ტექნიკის ნაწილებიდან „მი-24“ ააგეს და სოფელ გიორგეთში, პოლკოვნიკის საფლავზე დადგეს

ავტორი - ქეთევან თევზაძე

დიდება ცაში აფრენილ გმირების სულებს.

კაცი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.

დაიბადა 1949 წლის 25 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გაორგეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ეგოროვსკის სასწრაფო საავიაციო დოსააფის ცენტრში, შემდეგ ჩაირიცხა კრემენჩუგის სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში.

1973 წლის 25 მარტს მუშაობა დაიწყო ტიუმინის ოლქის ბერეზოვის ავიაციის ჯგუფში, ''მი''-4 ტიპის მარკის ვერტმფრენის მეორე პილოტად, დაქორწინდა და სამშობლოს სამი ვაჟკაცი დაუტოვა.

პოლკოვნიკი ჯიმი დიმიტრის ძე მაისურაძე მსახურობდა გვარდიის მთავარ სამმართველოში ავიაციის ფრთის უფროსის თანამდებობაზე 1992 წლიდან. მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში სამაჩაბლოს ქადააფხაზეთის რეგიონში.

1992 წლის 26 დეკემბერს დაიღუპა ოჩამჩირეში სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებით (აფეთქებისშედეგად). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით (სიკვილისშემდეგ) ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, სამშობლო სდაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისათვის. 

ჟიული შარტავას ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით სპეციალური პრემია მიენიჭა სამხედრო მფრინავს ჯიმშერ მაისურაძეს, სამშობლოს დაცვის საქმეში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.

ჯილდო და ლაურეატის დიპლომი 1996 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გადაეცა მის ვაჟკაცებს.

მართლა საამაყო და დიდი პატრიოტული სახელი დაუტოვა ოჯახს და საქართველოს.



ფოტომასალა გამოგვიგზავნა მარიამ არჩილის ასული მაისურაძემ (შვილიშვილი) წარმომავლობით სოფელი გიორგეთი ლაგოდეხი



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 04.02.2023
სულ რედაქტირებულია 13





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0