მერაბ მაისურაძე დაიბადა 1962 წლის 28 მაისს ქ. ონში. 24-ე ბრიგადა, საქართველოს მხედრიონის გლდანის ჯგუფი
ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და 132-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში.
ცეკვის სამწლიანი სტუდიის კურსდამთავრებული იყო ანსამბლ „მხედრულის“ წევრი.მოპოვებული ჰქონდა ლაურეატის წოდება. მოგზაურობდა სხვადასხვა ქალაქში. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ·1992 წლის 8 ოქტომბერს ჩაირიცხა ეროვნული გვარდიის „შავნაბადას“ ბატალიონში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 15 სექტემბერს უკანასკნელად გავიდა სახლიდან, ეზოში პირჯვარი გადაიწერა, სამი წლის შვილს, მარიკას დაუბარა – დედა არ გააბრაზოო. ეს ის პერიოდი იყო, როცა სოხუმის ბედი ბეწვზე ეკიდა. ეცემოდა სოხუმი... ეცემოდნენ ქართველი ვაჟკაცები... მტერი იტაცებდა ქართულ მიწას... ტყვიების წვიმა მოდიოდა... უჭირდა სოხუმს... უკან არ დაუხევია. 21 სექტემბერს, 31 წლის ასაკში, სამშობლოსთვის დაცემულ ქართველ ვაჟკაცთა რიგებს კიდევ ერთი კაი ყმის სიცოცხლე მიემატა. განისვენებს თბილისის ზღვის სასაფლაოზე.
აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე მერაბი იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, იბრძოდა საკუთარ მიწა-წყლის, საკუთარი შვილის მომავლისთვის.
გამოჩენილ ვაჟკაცობისა და სამხედრო საქმის საბრძოლო პერიოდში პირნათლად შესრულებისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის.
მერაბ მაისურაძემ სოხუმზე ბოლო შემოტევის დროს იბრძოდა 24-ე ბრიგადაში, საქართველოს მხედრიონის გლდანის ჯგუფი შემადგენლობაში, რა დროსაც ეშბას ქუჩაზე შემოტევის დროს შეტაკებისას მასირებულად გვესროდნენ ყურბანმტყორცნებს და ქუჩაზე გადარბენისას ფაერში აფეთქებული ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა ყელის არეში, საძილე არტერიაში, მიუხედავად იმისა რომ შემთხვევით ადგილზე აღმოჩენილი ავტომობილით მოხდა ევაკუაცია სამედიცინო დაწესებულებაში გზაშივე გარდაიცვალა.
ამავე ბრძოლაში იყვნენ და მონაწილეობდნენ შეტაკებაში, გოჩა აბეწვაშვილი, ნიკოლოზ პაპუაშვილი, ზურაბ გამყრელიძე. სოსო ხუნდაძე, რომელებმაც თამაზ ქურდაძის დახმარებით მოგვაწოდეს ინფორმაცია
ფოტოზე ეშბას ქუჩა, მარცხნივ სამი კორპუსი ჩანს ეს ქუჩა გადაირბინა და აქ მოხვდა ნამსხვრევი, კორპუსები ჩვენებს ეკავათ.
კახაბერ (სოსო) ხუნდაძე 22 ივნისი 1967 წელი - 18 თებერვალი 2009 წელი თბილისი (ახალგაზრდობის ფოტო)
კახაბერ (სოსო) ხუნდაძე 22 ივნისი 1967 წელი - 18 თებერვალი 2009 წელი თბილისი
ზურაბ გამყრელიძე დაბადებულია 28 ივლისი 1963 წელს თბილისში, წარმომავლობა სოფელი ლიხეთი ამბროლაური
გოჩა გოჩა აბეწვაშვილი დაიბადა 12 მარტი 1965 წელს თბილისში ( წარმომავლობა ქვემო გომი, კასპი)
ნიკოლოზ პაპუაშვილი დაიბადა 07 ივლისი 1965 წელს თბილისში (წარმომავლობა სოფელი ქვემო მაჩხაანი სიღნაღი)