სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე 1888-1953წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. წედისი ონი ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე 1888-1953წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. წედისი ონი

1888-1953 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მაისურაძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

361       ბეჭდვა

ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე 1888-1953წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. წედისი ონი

ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე ანთიმოზ მაისურაძე დაიბადა 1888 წლის 10 იანვარს ქუთაისის გუბერნიის სოფელ წედისში მღვდლის ოჯახში. მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ბაბუამ, ქვედის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა მაქსიმე გოგრიჭიანმა. 1905 წლიდან ანთიმოზი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მეხუთე კურსიდან სწავლას თავი დაანება, რადგან 1910 წლიდან მამა მაქსიმე პენსიაში გავიდა და მისივე თხოვნითა და რეკომენდაციით, იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ახალგაზრდა ანთიმოზი 1910 წლის 26 სექტემბერს დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბაბუის ადგილზე დანიშნა.

    1912 წლის 14 ოქტომბრიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, დიაკვანი ანთიმოზი ცხმორის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადავიდა და 1913 წლის 8 მარტს ბაჯიხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.


    1914 წლიდან იგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ონის განყოფილების წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

    კომუნისტური ხელისუფლების მიერ დევნილი დიაკვანი იძულებული გახდა ღვთისმსახურება შეეწყვიტა და ანაფორა გაეხადა. ოჯახის გამოსაკვებად მან ქალაქ ონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ჰყავდა მეუღლე პელაგია ლუკას ასული კობერიძე და შვილები: მარიამი, მარგალიტა, თამარი, პეპელა, ვახტანგი, შურა და ნოდარი.

   დიაკვანი ანთიმოზი გარდაიცვალა 1953 წლის 29 ნოემბერს და დაკრძალულია სოფელ ჩორდში.

http://www.nplg.gov.ge/ilia/en/00016168/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.08.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0