სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი  ცხმორი, ონი კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი  ცხმორი, ონი კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი  ცხმორი, ონი კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი  ცხმორი, ონი კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი  ცხმორი, ონი
ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი მაისურაძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი ცხმორი, ონი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

კოსტა მაისურაძე (დ. 1881, სოფელი ცხმორი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1918, თბილისი) — ქართველი ფალავანი. საჭიდაო სარბიელზე გამოვიდა 1902 წელს. თბილისის ცირკის პატრონმა ნიკიტინმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც მოკლე ხანში მაისურაძე დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. დიდი წარმატებით გამოდიოდა თბილისში, კიევში, პეტერბურგში, გროზნოში, მოსკოვში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებში, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი დაამარცხა, მათ შორის: კლემენტი ბული, „კაზბეკ-გორა“, პაველ ზაგორუიკო, ივანე ზაიკინი, ნიკოლოზ ვახტუროვი, ალიოშა გრამილოვი, გრიგორი კაშჩეევი და სხვა. ბევრჯერ მოიპოვა გამარჯვება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: ირანში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში და სხვა. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. მაისურაძე ჭიდაობის ილეთების იშვიათი მცოდნე იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა და კარგი სახელი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში. კოსტა მაისურაძე იყო ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ. მისი დასაფლავების ადგილი დღემდე დაუდგენელია.
კოსტა მაისურაძე "რკინისმკვნეტელი" რაჭველი


32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით რომ აისროდა, ხან კისრით იჭერდა და ხანაც მკერდს შეაგებებდა ხოლმე

ქართველებს ჭიდაობასა და კრივში ბადალი არ ჰყავდათ. მათ შორის გამორჩეული ფალავანი იყო კოსტა მაისურაძე.

კოსტა მაისურაძე 1881 წელს დაბადებულა ონის რაიონის სოფელ ცხმორში. მიუხედავად ამისა, სოფელ წედურას მკვიდრნი კოსტას თავისიანად თვლიან, რადგან მამა წარმოშობით წედურიდან ჰყოლია. გასაკვირი არც არის, ამ ლეგენდარული ფალავნის თანასოფლელობას ერთმანეთს რომ ეცილებოდნენ რაჭველები. კოსტა ბავშვობიდან ძალიან ძლიერი ყოფილა. ისეთ საქმეს შეეჭიდებოდა, მის ასაკს რომ არ შეეფერებოდა.

ახირებულობის გამო სოფელში ეჭვობდნენ, რომ ბიჭი გონებასუსტი იყო. თუმცა, ეჭვი გაიფანტა, როცა ზრდასრული ფალავანი შესაშური ძალ-ღონისა და გამჭრიახობის გამო მთელი სოფლის მფარველი გახდა. კოსტა დღე ყანაში მუშაობდა, შებინდებისას კი, სოფელი დასასვენებლად რომ მიდიოდა, ის სავარჯიშოდ გარბოდა. ხშირად ღამეებს ათენებდა, მაგრამ დილით დაღლილობა არც ეტყობოდა, ისევ თანასოფლელებთან ერთად შრომობდა.

გადმოცემის თანახმად, კოსტა 32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით რომ აისროდა, ხან კისრით იჭერდა და ხანაც მკერდს შეაგებებდა ხოლმეო.
დედაქალაქში ახალჩამოსულს რესტორანში მეპურედ დაუწყია მუშაობა. იქვე დიდი ქვა ყოფილა, რომელსაც მოქეიფეები მაგიდად იყენებდნენ.

კოსტას კი სავარჯიშოდ მოსწონებია. ერთ ღამესაც მოუკიდია ზურგზე და წაუღია. მეორე დღეს ატეხილა ერთი ამბავი, ქვა სად გაქრაო. რესტორნის მეპატრონისთვის ქურდობის თვითმხილველებს უთქვამთ, ბნელოდა, სახე ვერ დავინახეთ, მაგრამ ქურდს მარტოს ზურგზე მოკიდებული მიჰქონდა უზარმაზარი ქვაო. რესტორნის მეპატრონეს კოსტასთვის დაუძახია, შენს მეტი ამას ვერავინ იზამდა, ქვა დააბრუნეო. კოსტასაც ღიმილით მოუკიდია ნაპარავი და უკან მოუბრუნებია.

სოფელ ცხმორის ახლოს, ლერწუანში იმართებოდა დღესასწაულები. ერთხელ, ზეიმზე, კოსტა მაისურაძეს რკინის კეტი დაუხვევია მარჯვენა ხელით მარცხენა მაჯაზე. ამ სანახაობით გაოგნებულები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ. ერთ მათგანს ლექსიც გამოუთქვამს:

ეს რკინა ისე დავგრიხე,
ვით მოზელილი თასმაო,
მაყურებელი კვირობდა:
შეხედეთ, კოსტამ რა ქნაო.”

კოსტამ სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე დაამარცხა, მათ შორის - მიტუა ყასაბი, იოსებ ცერაძე, თედო ლილოელი, გრიგორი კამიშჩევი, კლემენს ბული, პავლე ზაგარიუკო, ალიოშა გრამილოვი, კაზბეკ გარა და სხვები. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ.

რაჭველი ფალავანი ათ კილოგრამამდე წონის მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლეს - მარიას გადაუცია მისთვის ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაცვლილა. ამბობენ, ბაქოში 1918 წელს ერთ-ერთ ტურნირზე ჩასულს ტიფი შეეყარაო. უცნობია მისი დაკრძალვის ადგილი. ერთი ვერსიით, რაჭაში, მრავალძალის ეკლესიაში უნდა განისვენებდეს. ასევე უცნობია მისი ლეგენდარული ქამრის ადგილსამყოფელიც.



აღსანიშნავია, რომ კოსტას დაც მოჭიდავე ყოფილა. სამწუხაროდ, მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა, ამბობენ, რომ ძმის მსგავსად, ისიც ძლიერი იყო და ბევრ კაცს სჯობნიდა ჭიდაობაში. ფალავნის შთამომავლების შესახებ სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16