გიორგი მაისურაძე ვასილის ძე დაბადების ადგილი: სოფელი ქედი, ონის რაიონი.
1941 წ-დან იყო წითელი არმიის რიგებში რიგით მეომრად. 1942 წლის მაისიდან კი მოქმედ არმიაში. იბრძოდა ცენტრალურ ფრონტზე სოფელ გლუშევეცის განთავისუფლებისათვის (ლოევის რაიონი, გომელის ოლქი). ბრძოლის დროს მკერდით გადაეფარა მტრის საცეცხლე წერტს, რითაც საშუალება მისცა თავის ასეულის მებრძოლებს გადასულიყვნენ იერიშზე და შეესრულებინათ საბრძოლო დავალება.
მაისურაძე გიორგი ვასილის ძე (1908-1966) _ ონის რაიონის სოფელი ქვედი. 1944 წლის 15 იანვარს მიენიჭა გმირობა გომელის მისადგომებთან თავგანწირული ბრძოლისათვის;
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
- ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge