სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, დაბ. 1869წ.  წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კურდღელაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, დაბ. 1869წ.  წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კურდღელაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი მაისურაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, დაბ. 1869წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კურდღელაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

1869 წელს დაიბადა.

1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიაში სწავლის პერიოდში, განსკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საეკლესიო გალობისადმი, რის გამოც 1890 წლის 30 ნოემბერს სემინარიის პედაგოგიურმა საბჭომ „მადლობის ფურცელით“ დააჯილდოვა.

1892 წლის 30 ნოემბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. ასევე დაინიშნა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად.

1896 წლის 23 ივლისს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 12 მაისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფელში არსებული სამრევლო-საეკლესიო

სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

1903 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1909 წელს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 1 აპრილს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მმიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინეს.

1911 წლის 26 დეკემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. X საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1924 წელს რამოდენიმე თვით შეწყვიტა ღვთისმსახურება, მაგრამ 1925 წელს კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას და თელავის მაზრის III ოლქის (ნეკრესის) მთავარხუცესად დაადგინეს.

1927 წლის 21-27 ივნისის მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაზე.

1937 წელს ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ჰყავდა მეუღლე ანასტასია ადამის ასული მირიანაშვილი დაბადებული 1875 წელს და შვილები: ნიკოლოზი - დაბადებული 1893 წელს, იოანე - დაბადებული 1895 წელს, სოფიო - დაბადებული 1897 წელს და ელენე - დაბადებული 1901 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0