სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იარაჯული ზურაბ 1972-93წწ. გარდ. 21 წლის, აფხაზეთში, მფრინავი, სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი.სოფ. იარაჯულები, თიანეთი იარაჯული ზურაბ 1972-93წწ. გარდ. 21 წლის, აფხაზეთში, მფრინავი, სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი.სოფ. იარაჯულები, თიანეთი იარაჯული ზურაბ 1972-93წწ. გარდ. 21 წლის, აფხაზეთში, მფრინავი, სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი.სოფ. იარაჯულები, თიანეთი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი იარაჯული სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

496       ბეჭდვა

იარაჯული ზურაბ 1972-93წწ. გარდ. 21 წლის, აფხაზეთში, მფრინავი, სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი.სოფ. იარაჯულები, თიანეთი

იარაჯული ზურაბ


1988–1992 წლებში სწავლობდა რუსეთში, კაჩას (ყირიმი, სევასტოპოლის რაიონი) უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში.

აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშეზე გაიარა. იმავე წელს ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განახორციელა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა. 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. ზურაბ იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე.  დაიღუპა აფხაზეთის ომში. დაკრძალულია სოფ. იარაჯულებში (ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი). თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში არის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი (გაიხსნა 2017 წელს).  საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი.
ზურაბ იარაჯული

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2013 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ზურაბ იარაჯული 1971 წლის 12 მარტს, თბილისში დაიბადა. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა.



აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშე თვითმფინავზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.


ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.


„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი-ერთში აასრულა...“ - იხსენებს იარაჯულის თანაკურსელი და თანამებრძოლი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ბექაური.

ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.


1993 წლის გაზაფხული, კოპიტნარის სამხედრო აეროდრომი, საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების
'C/-25 მოიერიშე თვითფრიწნავების მფრიწავები: გოჩა შინგაზრდილოვი (მარცხნივ) და ზურაბ იარაჯული.
აფხაზეთის ომის დროს საქართველოს სამხდრო საჰაერო ძალების სუ-25 მოიერიშე თვითფრინავების მფრინავები:მარცხნიდან ლადო ავლოხაშვილი, გოჩა შინგაზრდილოვი , ზურა იარაჯული, კახაბერ თვაური და რეზო ნაროუშვილი!

გ.შ. რა მოგწერო ბატონო ჩემო? მტკივნეული დღე ეს არც ისე სასიამოვნოა გახსენება ამ ყველაფრის!

დილით 4 ერთეული 1 წყვილი დაქა ყიზილაშვილი და ალან ლაკოევი (ეს მაგის პირველ საზრმოლო გაფრენა
იყო) მეორე წყვილი მე და ზურაზ მიზნები შრომა და კამანის შორის გზა და სიმაღლე იყო ამ დროს მანდ ჩვენები
არ იყვნენ კამანი აღებული ჰქონდათ! გზის მონაკვეთი და სიმაღლე დაიზომბა! უკან 4 ერთეული მშვიდობით

დავუზრუნდით!


მეორე საბედისწერო გაფრენა დაქამ და ზურაზ შეასრულეს როდესაც ზურაზ ჩამოაგდეს! მიზანი მგონი ისევ
კამანის მიდამო იყო უფრო სოხუმის მიმართულებით! გაფრენიდან სადღაც 20 წუთის მერე დაქა კავშირზე
გამოვიდა როზურაბჩამოაგდეს!

როგორც ცნობილია პირველი გაფრენის დროს მოწინაღმდეგის დიდი კოლონა იქნა დაზომბილი თუ.
შეგიძლიათ გაიხნოთ რა სახის მძიმე ტექნიკა იყო აფხაზების კოლონაში ?!?

გ.შ აღარ მახსოვს ამდენი წელი გავიდა ტექნიკა უფრო: ბტრ, მლტბ „სატვირთო იყო ეგ რაც გზაზე ხოლო.
სიმაღლეზე პირველ წყვილი მუშაობდა!

კამანი-შრომას გზაზე მყოფი აფხაზების ჯავშანკოლონაში დაახლოვებთ რამდენი ერთეული მძიმე.
ჯავშანტექნიკა იქნებოდა ?!?

გშასე 4-5 და 3-4 კამაზი თუ ურალის სატვირთო.
გასაგებია და რას ესროდით სუ-25 მოეირიშებიი ამ კოლონას?!?

გ.შ 4 ცალი 500 იანი ოფაზ-ი და 2 ს-8 ბლოკი, ქვემეხი არ გვიხმარია.

80 მმ კალიზრის C-80 ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტეზი თუ გამოიყენეთ და დაზომზის შედეგები როგორ.
იყოო?!?

გშ ს-მკომ ვხმარობდით, კუმულიატვნი-ოსკოლჩნი როგორც ბრონირებულ მიზანზე ასევე ქვეთის
წინააღმდეგაც გამოიყენება.

დაზომზის შედეგეზზე რა შეგიძალიათ გვითხრათ?!?
გ.შშედეგი უფრო არ იყო დამაკმაყოფილებელი რადგან მეორედ მოუწიათ გაფრენა.
როგორც ცნობილია აფხაზეზმა მეორე კოლონა გამოუშვეს განადგურებული კოლონის ნაცვლად ?!?

გ.შ არ ვიცი ვერ გეტყვი! შესაძლებელია მასე თუ რადგან არ გვქონდა დრო რომ გაგვეკონტროლებინა დაბალ
სიმაღლეზე რო მოდიხარ მიზნისკენ ხეობაში ჩადიხარ და ვერ ხედავ იქ რა მოხდა კი, შრომა- კამანის გზის
მონაკვეთზე.

გ.შ ცვალებადი პროფილია, ჯერ აღარ სიმაღლეზე ასე 2000 იყო მერე „დაზალი 100-150მ მიზნამდე 5-7 კმ
სიმაღლეზე წავედით ასე 1800-2000 პიკირებით ჩაოვყარეთ და მერე ისევ დაბალ სიმაღლეზე წამოვედით
ფოთამდე.

5-7 კილომეტრის სიმაღლზე მფრენისას ხომ იყო საშიშროება რომ რუსების სუ-27 გამანადგრებელ
თვითფრიწვებს აღმოეჩინეთ და “ჰაერი-ჰაერი” კალსის მართავადი რაკეტებით ჩამოეგდეთ?!?

გ.შ 5-7 კმ მანძილი მიზნამდე ცოტა შემეშალა ტექსტში.
მეორე გაფრენის აუციებლობა რამ გამოიწვია?!?

გშვერ გეტყვი! სოხუმიდან იყო მოთხოვნა

რა ინფორმაცია იყო სოხუმიდან მოსული საზრძოლო ამოცანის და მოწინააღმდეგის სამიზნების შესახებ?!?

გ.შ ინფორმაციაც ძალიან მწირი იყო მხოლოდ ერთი გზის მონაკვეთზე მოძრავი კოლნა და სიმაღლეებზე
განლაგებული ცოცხალი ძალა რაოდენობა შემადგენლობა უცნობი იყო მასე იყო მაშინ არანაირ დაზვერვა და
ზუსტი დრო არ გაგვაჩნდა.

გასათვლისიწინებელია რომ ამ დროისთვის სოფელი კამანი და შრომა უკვე მოწინააღმდეგეს აქვს აღებული.
და ძნელი მისახვედრი არ უნდ ყოფილიყო, რომ მოწინააღმდეგე საზენიტო დანადგარებს მოიტანდა საჰერო:
დარტყმის ადგილას მეორე გაფრენაზე რომელი პილოტეზი გაფრინდნენ?!

გ.შ დაქა დაზურა

ფრენის მარშუტი თუშეცვალეს?!?
გშკი!!! რათქმა უნდა

თქვენი ინფორმაციით რა სახის საზენიტო იარაღი გამოიყენეს ზურა იარაჯულის სუ-25 ის ჩამოსაგდებად
მოწინააღმდეგე მხარემ?!?

გ.შ სტრელა ან ოსა იქნებოდა.
ოსა ვერ ამოიღებდა მიზანში დაზალ სიმაღლეზე მფრენ სუ-25 წესით!

გშმე უფრო სტრელას ვფიქროზ ! რატო ვერ ამოიღებდა კი შეიძლება იგლაც ვერ იტყვიზუსტად.
სად მოხვდა ზურს სუ-25 ის საზენიტო რაკეტაც თუ იცით?!?

გშარამეარვიცი.
12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა
„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ - ზურაბ იარაჯული
1993 წლის 13 ივლისი იყო. აფხაზეთში ცეცხლის ალში გახვეული სოფელი შრომის მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებდა ქართულ ავიაციას, რომელიც გაშმაგებით უტევდა მტერს და მის პოზიციებს დიდი სიზუსტით ბომბავდა. მოულოდნელად, სითბური რაკეტის გასროლის ხმა გაისმა. ქართული მოიერიშე სუ-25 ცეცხლის ალში გაეხვა. თვითმფრინავი ჯერ ზღვისკენ წავიდა, მალევე შემობრუნდა და მტრის პოზიციებზე კატასტროფა განიცადა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ამ თვითმფრინავს ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული მართავდა.
ზურაბ იარაჯული 1971 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. აბესალომ იარაჯულის ოჯახში, უფროსი დის შემდეგ, ის პირველი ვაჟი იყო. ზურა ბავშვობიდან წყნარი, მორიდებული ბავშვი იყო. სკოლაში განსაკუთრებით ტექნიკური საგნები აინტერესებდა. მალე თვითმფრინავები შეუყვარდა, ხელნაკეთ თვითმფრინავებს აწყობდა და პილოტობაზე ოცნებობდა. ლია იარაჯული-ჩიქოვანი, ზურაბის და იხსენებს: „ძალიან უყვარდა ფიზიკა, მათემატიკა. აწყობდა თვითმფრინავებს. სოფელში როდესაც მივდიოდით, მანქანაში წნევის ცვალებადობას აკვირდებოდა და ამით ყველას გვაოცებდა. ზურა მაშინ 14 წლის იყო“.
მერვე კლასში ზურაბი აეროკლუბში გაწევრიანდა და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნო. კლუბიდან ზურა ფრენებზე ხშირად დადიოდა და ამან მისი მიზნების ჩამოყალიბებაში ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი შეასრულა. მამა აბესალომ იარაჯული საავიაციო ქარხანაში მუშაობდა და სამხედრო მოსამსახურე იყო. მიუხედავად ამისა, აბესალომმა ვერ შეამჩნია, რომ მისი შვილი ზურაბი სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო სასწავლებლებს ეძებდა და ოჯახისგან მალულად გამოცდებიც ჩააბარა. მისაღები გამოცდების სამედიცინო კომისიაზე, თავდაპირველად, ზურაბის კარდიოგრამა დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. ეს ფაქტი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მომავალი პილოტი არ შეეგუა და ჯანმრთელობის შემოწმება თავიდან გაიარა. 1988 წელს, ამჯერად უკვე ნორმატივების შესაბამისი კარდიოგრამით, ზურაბი რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩაირიცხა.
ზურაბს საავიაციო სასწავლებელში დიდ პატივს სცემდნენ. ცდილობდა მაქსიმალურად მიეღო ის განათლება, რასაც სასწავლებელი სთავაზობდა.
ზვიად ბექაური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი: „ძალიან პატრიოტი და მონდომებული ბიჭი იყო ზურა. ერთხელ ერთ-ერთი სასწავლო ამოცანის შესრულების დროს საფრენი აპარატით ის მანევრები გააკეთა, რომელსაც აღნიშნული ამოცანა არ ითვალისწინებდა. ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილების გამო კურსანტებს სასწავლებლიდან უშვებდნენ. ზურაბის ეს ქმედება სასწავლებლის ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომამ განიხილა და მიუხედავად მოლოდინებისა, ზურა სასწავლებელში დატოვეს. დატოვეს, რადგან თითოეული საავიაციო მანევრი მაქსიმალურად სიზუსტით, უსაფრთხოდ და სააავიაციო საქმის სიყვარულით გააკეთა.“
ზურაბის საავიაციო სასწავლებელში ყოფნის დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ქართველ კურსანტებს რუსეთში ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, თუ რა ხდებოდა სამშობლოში. ზურაბ იარაჯული ამ დროსაც სამშობლოზე და თავისუფლებაზე ოცნებობდა.
ზვიად ბექაური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი: „საავიაციო სასწავლებლის კურსანტებს შესაძლებლობა გვქონდა ღამით სამეცადინოდ ავმდგარიყავით. ეს გამონაკლისი იყო ჩვენთვის, რადგან როდესაც სამხედრო დანაყოფში ძილის დრო ცხადდება, არავის აქვს ადგომის უფლება. ღამით მეცადინეობების დროს ზურამ საქართელოს რუკა დახატა. რუკაზე თითოეულ კუთხეს შესაბამისი ბუნებრივი რესურსი მიახატა და მითხრა - „საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთო“. ეს იყო ძალიან მოულოდნელი იმ დროისთვის, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჩვენ რუსეთში ვსწავლობდით“.
1989 წლის 9 აპილის ტრაგედია ზურამ ძალიან მტკივნეულად განიცადა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ზურა რუსეთში ვეღარ ჩერდებოდა და ოჯახს აფრთხილებდა, რომ მალე საქართველოში დაბრუნდებოდა. 1992 წელს ის საქართველოში მართლაც დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ზურაბ იარაჯულმა სუ-25 მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა.
ამ დროს აფხაზეთის ომი დაიწყო. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე სუ-25-ით არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. 1993 წლის 13 ივლისს სოფელი შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ქართული სოფელი რუსული სამხედრო შენაერთებისგან უმოწყალოდ იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა, მალევე შემოდის ინფორმაცია, რომ საჭიროა კვლავ მოქმედება. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო, 45-ე საბრძოლო მისია აღმოჩნდა.
ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „იგლადან“ გაშვებული სითბური რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. მოწინააღმდეგესაც შეუმჩნევია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე გამალებული ნადირობა დაიწყეს.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ზურა იარაჯული ალყაში მოუქცევიათ. ზურას დანებება შესთავაზეს. სავარაუდოდ, დატყვევებულ პილოტს ტყვეთა გაცვლის პროცესში გამოიყენებდნენ - ამას დაპირდნენ კიდეც. ზურამ ტყვეობაზე უარი გთქვა. მეტიც, მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი დაჭრა. ასე გმირულად დაიღუპა კაპიტანი იარაჯული.
ზვიად ბექაური: „მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ - ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი-ერთში აასრულა...“
1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ზურას მამამ გმირი შვილი აფხაზეთიდან მშობლიურ თიანეთში გადმოასვენა. პილოტი, რომელმაც მტერთან ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი არჩია, 2013 წელს ეროვნულ გმირად აღიარეს.


- Эй, грузин, сдавайся, в плен возьмем,
не убьем, не бойся- ჩეჩნური აქცენტით დაიძახა ვიღაცამ, პასუხად პისტოლეტის ტყვიების წივილი მოჰყვა... Грузин, не стреляй, плен
поменяем, живой останешся!.. - ყოველ შეთავაზებას პისტოლეტის ხმა მოსდევს…
სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული დაიბადა 1971 წლის 12 მარტს, თიანეთის რაიონის სოფელ იარაჯულებში. სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა
სწავლა. აქ ჩეხოსლოვაკიური წარმოების სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები _ L-29 დელფინი~ და L-39 `ალბატროსი~ შეისწავლა.
1992 წელს ახალგაზრდა ლეიტენანტს მფრინავ-ინჟინრის სპეციალობა მიანიჭეს და მისცეს თავისუფალი დიპლომი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზურა, ისევე როგორც ათობით მისნაირი ახალგამომცხვარი პილოტი, რამდენიმე თვის წინ დაშლილ საბჭოთა კავშირის სამხედრო ავიაციას აღარ სჭირდებოდა. საქართველოში ომი იწყებოდა. ზურამ და რამდენიმე ქართველმა პილოტმა სამშობლოს მოაშურეს…
1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზურა იარაჯულმა, სხვა პილოტებთან ერთად, თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე მოიერიშე Су-25-ზე გადამზადების დაჩქარებული პროგრამა გაიარა და უკვე ნოემბერში კოპიტნარის აეროდრომიდან საბრძოლო გაფრენები დაიწყო აფხაზეთის ომში. 1993 წლის 13 ივლისი... ორშაბათი... მფრინავები ცრუმორწმუნე ხალხია, ამიტომაც ორშაბათი და თანაც 13 რიცხვი თარსად მიაჩნიათ, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ... აფხაზეთში გააფთრებული ბრძოლებია. 2 ივლისს მოწინააღმდეგემ ტამიშთან საზღვაო დესანტი გადმოსხა. 9 ივლისს, დიდი ბრძოლების შემდეგ, ოჩამჩირე-სოხუმის შემაერთებელი გზა გაიხსნა. თუმცა მტერმა,  საზღვაო-სადესანტო ოპერაციის გარდა, სოხუმს სოფელ შრომის მხრიდანაც შეუტია. ეს კი
ძალიან სახიფათო იყო, რადგან შრომიდან სოხუმისკენ გზა იხსნებოდა და აფხაზეთის დედაქალაქი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
კოპიტნარის აეროდრომზე ბრძანება მოდის _ შრომის მიმართულებით სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს საავიაციო დარტყმა.
აეროდრომიდან ოთხი Су-25 მოიერიშე აიჭრა ცაში, ერთ-ერთს ზურა მართავს… ამ მომენტამდე კაპიტან ზურა იარაჯულის ანგარიშზე უკვე 50-მდე საბრძოლო გაფრენა იყო.
იმ საბედისწერო 13 ივლისს, დილის 10 საათზე, კოპიტნარიდან აფრენილმა ქართულმა მოიერიშეებმა რამდენიმე წუთში გუმისთას მიაღწიეს. ამზარა-შრომის გზის მონაკვეთზე პილოტებმა შენიშნეს ქართულ სოფელზე დაწყებული შეტევის გასაძლიერებლად მიმავალი მოწინააღმდეგის კოლონა... საბრძოლო დავალება წარმატებით შესრულდა, ახლა ცოტა ხნით დასვენებაზეც შეიძლება ფიქრი ( სამხედრო პილოტების ყოველ გაფრენას ხომ უდიდესი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა ახლავს). ჩამუხვლას ვერ ასწრებენ… მოდის მორიგი ბრძანებადა ორი ქართული მოიერიშე კვლავ ჰაერშია.
ჩვენმა დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ განადგურებული კოლონის სანაცვლოდ აფხაზები ახალ ძალებს გზავნიან შრომის ასაღებად. ქართველმა პილოტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ შრომისა და, შესაბამისად, სოხუმის გადასარჩენად.
ორივე მოიერიშე კვლავ ზუსტად აყრის მტრის მორიგ კოლონას ბომბებს და მაღლა, ცაში იჭრება. დაახლოებით 3 კმ-ის სიმაღლეზე წამყვანი მოიერიშის პილოტი ამჩნევს, რომ მის მიმყოლ Су-25-ს, რომელსაც კაპიტანი ზურა იარაჯული მართავს, ცეცხლი უკიდია. წამიც და თვით მფრინავს შავი წერტილი სცილდება, მალევე იხსნება თეთრი პარაშუტი. შველაზე ლაპარაკი ზედმეტია. წამყვანი მოიერიშე ანტისაზენიტო მანევრს აკეთებს რაკეტის ასარიდებლად და გეზს კოპიტნარისკენ იღებს.
კოპიტნარში განგაშია. ჰაერში ადის კაპიტან იარაჯულის მეგობრების შვეულმფრენი.
ისინი გუმისთასთან ეძებენ კატაპულტირებულ პილოტს, მაგრამ უშედეგოდ...
პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, მაგრამ საუბედუროდ ქარმა მისი პარაშუტი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წა საქართველოს ეროვნული გმირი  იღო და მოწინააღმდეგის ზურგში დაეშვა.
სამი დღის განმავლობაში ცდილობდა ზურა იარაჯული ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, მტერი მას გაშმაგებით ეძებდა. 16 ივლისს იპოვეს, მან ტყვედ ჩავარდნას ღირსეული სიკვდილი არჩია და მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ორი მათგანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. დაჭრილმა დავარდნისას ავტომატის ჯერის გადატარება მოასწრო. მე მტერს ცოცხალი არ ჩავბარდები! _ ზურა იარაჯული ამ სიტყვებს ხშირად უმეორებდა თანამებრძოლებს და კიდეც აასრულა. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით თვითონ მტერიც აღფრთოვარებულა. მისი ცხედარი ჩეჩნებმა იქვე ტყეში დაკრძალეს.
`... _ Он настоящим героем был, _ უყვება
ზურას მამას _ ბესოს, შვილის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ერთ-ერთი ჩეჩენი, – ჩვენი საპატრულო ჯგუფი კატაპულტირებულ პილოტს სამი დღე ეძებდა. 16 ივლისს მას ამ ადგილას მოულოდნელად წავაწყდით. რამდენჯერმე შევთავაზეთ დანებება, სიცოცხლესაც შევპირდით და ჩვენს ტყვეებზე გაცვლაც გვინდოდა, მაგრამ ნამდვილი გმირი იყო, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია. ვაჟკაცი ყოველთვის ვაჟკაცია, გინდ მტერი იყოს, _ დაასრულა შეიარაღებულმა ჩეჩენმა... ზურა იარაჯული თიანეთში, მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს. უბედურებას უბედურება დაემატა. ზურას დედამ, ქალბატონმა გულომ, შვილის დაღუპვა ვერ აიტანა და თავადაც გამოესალმა წუთისოფელს. დედა-შვილი ერთად მიაბარეს მიწას… სამიოდ წელში ზურა იარაჯულის მამაც გარდაიცვალა, მოგვიანებით ზურას ძმა, ვანოც დაიღუპა, რომელიც ასევე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ იარაჯული, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
2013 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით ზურა იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.08.2020
ბოლო რედაქტირება 19.12.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0