დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები. 1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. მის მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად. ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთში კონფლიქტის დროს. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1993 წლის 23 სექტემბერს მისი სუ-25 ჩამოაგდეს სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებასთან. ცერცვაძე დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (1993).
იზანი ცერცვაძის გმირულად დაღუპვიდან 27 წელი გავიდა.
1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმთან რუსმა სამხედროებმა "ბუკის" ტიპის საზენიტო დანადგარით პოლკოვნიკ იზანი ცერცვაძის სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი ჩამოაგდეს.
იზანი ცერცვაძე- ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების პირველი სარდალი, პოლკოვნიკი.
დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები.
1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად.
სწორედ იზანი ცერცვაძის და ვალერი ნაყოფიას მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად.
ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთში კონფლიქტის დროს. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს.
1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმთან ახლოს რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ ბუკ -მ1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი საბორტე ნომრით 04 , საზენიტო რაკეტის მოხვედრის შემდეგ შეჯავშნული სუ-25 მოიერიშე ჰაერში ნაწილებად დაიშალა პილოტმა კატაპულტირება განახორციელა, მაგრამ სავარაუდოდ კატაპულტირება საზენიტო რაკეტის მოხვედის შემდეგ განახორციელა ან კატაპულტმა დაგვიანებით იმუშავა ,მიწაზე პარაშუტით დაშვებული მფრინავი საქართველოს სამხედრო საჰერო ძალების სარდალი პოლკოვნკი იზანი ცერცვაძე აღმოჩნდა.
ის რომ იზანი ცერცვაძის სუ-25 მოიერიშეს ჩამოსაგდებად მოწინააღმდეგემ ძლიერი საზენიტო დანადგარი გამოიყენა ამ ფაქტს ისიც ადასტურებს რომ 17 ტონიანი შეჯავშნული მოიერიშე თვითფრინავი ჰაერში ნაწილებად დაიშალა. სუ-25 მოიერიშეს გადასატანი “სტრელა” ან “იგლას” სითბური საზენიტო რაკეტები ნაწილებად ნამდვილად ვერ დაშლიდნენ , რადგან მათი საბრძოლო ქობინის მასა 1,7 კგ არ აღემატება, ხოლო რუსული ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტას სუ-25-ის ჰაერში ნაწილებად განადგურება თავისუფლად შეეძლო. მისი საბრძლო ნაწილი 70 კგ-ია.
1992 წლის 19 სექტემბრიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ აფხაზეთის ომში 60 საბრძოლო გაფრენა განახორციელა მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად.