სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11829

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა. მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა. მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა.

1910-1991 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ცერცვაძე სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

644       ბეჭდვა

მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა.

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. 1948 წლის 18 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს მღვდლად. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.


1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად.


ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი. 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა.

მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", გვ. 229-230, თბ., 2010

მარგველაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 157.




30 წლის წინ, 1992 წლის 1 თებერვალს, ღმრთივმიიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი

 მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე) დაიბადა 1910 წლის 18 მაისს, თელავის მაზრის სოფ. ვაზისუბანში. მისი წინაპრები, მე-19 საუკუნის დასაწყისში, შორაპნის მაზრის (ამჟამად ჭიათურის მუნიციპალიტეტის) სოფელ ხრეითიდან გადასულან კახეთში.

 1948 წლის 18 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, აწ წმიდანად კანონიზირებულმა კალისტრატემ (ცინცაძე) გიორგი ცერცვაძეს ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს - მღვდლად. 

 1971 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ (სიდამონიძე) მღვდელ გიორგის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 

1976 წლის 21 მაისს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის (დევდარიანი) ლოცვა-კურთხევით, ყოვლადუსამღვდელოესმა წილკნელმა ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) გაიოზმა (კერატიშვილი) ბერად აღკვეცა დეკანოზი გიორგი ცერცვაძე და მას გრიგოლი უწოდა. 

 1976 წლის 22 მაისს, თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის ზინობის (მაჟუგა), ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის (პეტრიაშვილი), წილკნელი ეპისკოპოსის (შემდგომ მიტროპოლიტი) გაიოზისა (კერატიშვილი) და მანგლელი ეპისკოპოსის (შემდგომ მიტროპოლიტი) გიორგის (ღონღაძე) მიერ, არქიმანდრიტი გრიგოლი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დადგინდა ალავერდის ეპარქიის მმართველად მღვდელმთავრად. 


 1977 წლის 9 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდგომ, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას (შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევას. 

 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე, წმიდა სინოდის სახელით, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა ოფიციალურად წამოაყენა მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას კანდიდატურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისთვის.

იმავე წლის 25 დეკემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ ილიას კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებაში და მანგლელ ეპისკოპოს (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგისთან ერთად, ახალაღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა, მიართვა საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული და კვერთხი და მიმართა მისასალმებელი სიტყვით. 

 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ალავერდელ ეპისკოპოს გრიგოლს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება. 

1980 წლის 15 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიტროპოლიტი გრიგოლი დააჯილდოვა მეორე პანაღიის ტარების უფლებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

 ღმრთის მოწყალე ნებით, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი, მძვინვარე ათეიზმის ჟამს, ათწლეულთა განმავლობაში, უდტრვინველად ემსახურა სამყაროს შემოქმედს, საქართველოს წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და დედასამშობლოს. მან მრავალი ღვაწლი დასდო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

ღვაწლმოსილი, მხცოვანი მღვდელმთავარი, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი ღმრთივმიიცვალა 1992 წლის 1 თებერვალს, ამსოფლიური ყოფის 82-ე წელიწადს. დაკრძალეს იმავე წლის 6 თებერვალს ალავერდის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. 

მრავალმოწყალე და კაცთმოყვარე უფალმა შეიწყალოს და წმიდათა თანა განუსვენოს სულსა მიტროპოლიტისა გრიგოლისა და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

შეგვეწიოს მიტროპოლიტ გრიგოლის წმიდა ლოცვები.

მომზადებულია პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წიგნის "ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)" მიხედვით.

საპატრიარქოს უწყებანი N19  19-25მაისი 2005წ გვ.24

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) (1910-1992)

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე) დაიბადა 1910 წლის 18 აპრილს ( ურიათუბანში, ამჟამად სოფელი ვაზისუბანი, თელავის რაიონი). გურჯაანში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1933-35 წლებში იმყოფებოდა თბილისში სამხედრო სამსახურში. შემდეგ სწავლა განაგრძო მონასტრის სასულიერო სასწავლებელში. 15 წელი მედავითნეობდა თელავის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 1948 წლის 18 თებერვალს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.


საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი  2010წ  გვ. 17

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)  1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი


მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, 1910 წლის 18 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში (ყოფილი ურიათუბანი), ალექსანდრე და სო-ფიო ცერცვაძეების კეთილმორწმუნე ახში დაიბადა. მეუფე გრიგოლის ამქვეყნად მოვ-ლინებამდე მის მშობლებს ოთხი ბავშვი გარდაცვლიათ. ამით დამწუხრებულ დედას ღვთისთვის აღუთქვამს, რომ თუ ახალშობილი ჯანმრთელი იქნებოდა, მას უფლის მსახურად აღზრდიდა. ასეც მოხდა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელი წმინდა გიორგის პატივსაცემად უწოდეს. ახლადშობილი ამავე წლის 24 ივნისს ურიათუბნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა სევერიან გუგუტიშვილმა მონათლა. პატარა გიორგის სიყრმიდანვე კეთილგონიერებითა და ღვთისადმი სარწმუნოებით ზრდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმებრძოლთა დროში გაატარა სიყმაწვილე, ეკლესიისა და ლოცვის სიყვარული თანატოლთაგან მას ყოველთვის გამოარჩევა. ერთხელ, როდესაც კომკავშირლებმა სოფლის ეკლესია დაარბიეს და წმინდა წიგნები ცეცხლში ჩაყარეს, იქვე დამალულ პატარა გიორგის გადარჩენილი წიგნები თან წამოუღია და დაუმალავს. სწავლა-განათლება ვაზისუბნის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. გიორგი ბავშო-ბიდან მშობლების დამხმარე და უსიტყვო მორჩილი იყო. სკოლაში სწავლის გარდა, დროს ძირითადად ნახირში ატარებდა, კამეჩებისა და ძროხების მწყემსად. მძიმე, ყოველდღიურ შრომაში განვლო ბავშვობის წლება და როდესაც 18 წელი შეუსრულდა, დედამ ღვთისადმი აღთქმული პირობა გაუმხილა. გადაწყვიტეს, ჭაბუკი აწყურის „თეთრი გიორგის“ სახელობის ეკლესიაში, ერთი წლით მორჩილად მიებარებინათ. 1928 წელი იდგა, უმძიმესი პერიოდი ჩვენი დედაეკლესიის ისტორიაში. ხელისუფლება გამალებით ცდილობდა ღვთისმსახურთა შევიწროებასა და დამცირებას. ყოველივე ამის ფონზე, საკვირველია ახალგაზრდა გიორგის სიმხნევე, ღვთისადმი სასოება და მშობლების სიყვარული, როცა მან თანატოლთაგან მოკვე-თისა და დაცინვის ფასად, დევნილ ბერებთან მსახურება აირჩია.


იმ დროს წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდნენ გამოცდილი და მრავალჭირნახული ბერები: იღუმენი მელქისედეკი (ცელაძე) და მღვდელ-მონაზონი კირილე (ცინცაძე). ჭაბუკი გიორგი მართლაც ღვთის ნუგეშად მოევლინა ყოველმხრივ შევიწროებულ მოღვაწეებს. მთელი მონასტრის მეურნეობა და სურსათ-სანოვაგით მომარაგება მისი საზრუნავი გახდა. „თეთრი გიორგის“ ბერები ძველი სამონაზვნო ტრადიციების გამგრძელებლები იყვნენ და ღვთისმსახურების წეს-განგებასაც შესაბამისად აღასრულებდნენ. მათი ზედამხედველობის ქვეშ გიორგიმ მალევე შეისწავლა ტიპიკონი, წიგნის მკითხველობა და გალობა. ძველი ბერების მსგავსად, უამრავი ლოცვა ზეპირად იცოდა. მორჩილებაში გაიარა აღთქმულმა წელიწადმა, მაგრამ გიორგის ისე შეუყვარდა სათნო ბერები და მონასტრული გარემო, რომ ეძნელებოდა მშფოთვარე ერში დაბრუნება. მონასტერში კიდევ რამდენიმე წელი დარჩა, სანამ ჯარში სამსახურმა არ მოუწია. 1933 წელს სამხედრო სამსახურისათვის თბილისში გაამწესეს. მან ორი წელი იმსახურა ცხენების მომვლელად. თურმე ლოცვის დრო რომ მოვიდოდა, თავისთვის დადგებოდა და ჩუმად ბუტბუტებდა, ამისთვის სხვა ჯარისკაცებს ჭკუასუსტი ეგონათ. ორი წლის შემდეგ ჯარგამოვლილი გიორგი ისევ მონასტერს დაუბრუნდა. 1936 წელს „თეთრი გიორგის“ ტაძარში მედავითნედ დაადგინეს. XX საუკუნის 30-იან წლებში უმძიმესი სულიერი ვითარება შეიქმნა სრულიად საქართველოში და, მათ შორის, კახეთში. უღმერთო კომუნისტების ძალდატანებით ხალხი თანდათან შორდებოდა ეკლესიას, ახალი თაობაც უგულო ათეისტებად იზრდებოდა. აღდგომის დღეებში ტაძარში მთვრალები შედიოდნენ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, დასცი- ნოდნენ სასულიერო პირებს, საწიგნობელიდან საღვთისმეტყველო წიგნებს იტაცებდნენ, ხევდნენ, აბურთავებდნენ. ალავერდის დღესასწაული სამდღიან ღრეობად იყო ქცეული. წმინდა ადგილისათვის შეუფერებელი აყალმაყალის დაშოშმინება-დაწყნარებაც მორჩილ გიორგის უწევდა. განვლო კიდევ რამდენიმე წელმა. რადგან გიორგის ბერობა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მშობლების თხოვნითა და ბერების ლოცვა-კურთხევით, დაოჯახება გადაწყვიტა, რათა თეთრი სამღვდელოების ხარისხში გაეგრძელებინა ღვთისმსახურება. ჯვარი დაიწერა მორწმუნე ასულ მარიამ მღებრიშვილზე, რო-

20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი  2010წ  18

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)  1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი(გაგრძელება)

მელთანაც 1946 წელს ვაჟიშვილი ალექსი შეეძინა. 1945 წლის 7 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით გიორგი ცერცვაძე ოფიციალურად დაინიშნა შტატის მედავითნედ ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენისა და აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიებში. 1946 წლის 27 იანვარს წიგნის მკითხველი გიორგი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იპოდიაკვნად დაადგინა. 1947 წლის 1 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 8 მარტს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მღვდლად დაასხა ხელი და აწყურის „თეთრი გიორგის“ სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესა.


დაიწყო მამა გიორგისათვის ახალი, არანაკლებ მძიმე პერიოდი — დაბეჩავებული მრევლის გამხნევება და მათი შერყეული რწმენის განმტკიცება, ეკლესიის შენობის მოსავლელად სახსრების გამონახვა, ათასობით მოუნათლავი ადამიანის მონათვლა. იმ დროს განსაკუთრებით მძიმე იყო მოძღვრის ისედაც მძიმე ჯვარი. 1951 წლის 30 მარტს ალავერდელმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა და დაავალა ახლომდებარე სოფლებში, ყვარელში, ჭიკაანსა და გავაზში სამღვდელო წესების შესრულება. 1952 წლის 27 ივლისს კვლავ აწყურის სამრევლოში დააბრუნეს. 1954 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) თელავის „ღვთაების“ სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად გადაიყვანა. 1955 წელს მამა გიორგის ეკლესიაში ერთგული სამსა- ხურისათვის კამილავკა უბოძეს, ხოლო 1957 წლის 31 მაისს, სულთმოფენეობის დღესასწაულზე, სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1960 წლის 19 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1969 წლის 19 აგვისტოს ალავერდელმა ეპისკოპოსმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) ენქერით დააჯილდოვა. 1973 წლის ივნისში, ყოველ-თა წმიდათა კვირიაკეში, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ (დევდარიანი) მიტრა უბოძა. ათეული წლების უანგარო მსახურებამ მას დიდი ავტორიტეტი მოუპოვა მოსახლეობაში. „გიორ- გი მღვდელი“ — ასე იცნობდნენ თელაველები და იმ დროისათვის ხალხის ეკლესიისადმი ჩვეული, აგდებული დამოკიდებულების მიუხედავად, მისთვის ზედმეტი არასოდეს შეუბედავთ .ვინ იცის, რამდენი ადამიანი უნუგეშებია, რამდენი ადამიანი უზიარებია, რამდენი სული შეუმოსავს ქრისტეს ნათლისღებით. 1976 წლის მაისის დასაწყისში, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ალავერდელ ეპისკოპოსად გამოირჩია. ამავე წლის 22 მაისს, დავით გარეჯის მონასტერში, წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა (კერატიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. მეორე დღეს, 23 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უმძიმეს პერიოდსა და დროში მოუწია მეუფე გრიგოლს მღვდელმთავრობა. მიახლოებითი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ ალავერდის ეპარქიაში, მოვიყვანთ თელავის რაიაღმასკომის თავმჯდომარის წერილს.


ადრესატია სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული, ამხანაგი თ. დ. ონოფრიშვილი: „თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭო-აღმასკომთან არსებულ რელიგიურ კულტთა დარგში კანონმ- დებლობის დაცვის ხელშემწყობმა კომისიამ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია 1978 წლის განმავლობაში. კომისია თავის საქმიანობაში მთავარ ყურადღებას უთმობდა რაიონის რელიგიურ ქსელში მიმდინარე ყველა პროცესსა და მოვლენას, კულტის მსახურთა და აღმასრულებელ ორგანოს წევრთა პირადი დოკუმენტების მოწესრიგებას, კულტის მსახურთა და მორწმუნეთა შორის საბჭოთა კანონმდებლობის საკითხებზე  ახსნა-განმარტებათა მუშაობის მოწყობას, მოხეტიალე კულტის მსახურთა საქმიანობის აღკვეთას. კომი

20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი  2010წ  19

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)  1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი(გაგრძელება)

სიის სხდომაზე განხილულია „ღვთაების“ ეკლესიაში რიტუალებზე არასრულწლოვანთა დასწრების მდგომარეობის, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. რაიონის თითქმის ყველა სოფელში დაწესებული იყო რელიგიური დღესასწაული, მაგრამ ადგილობრივი საბჭოების ინიციატივით, მშრომელთა შორის ახსნა-განმარტებითი მუშაობის გაძლიერებით, ბევრგან ნებაყოფილობით უარყვეს აღნიშნული დღესასწაული და დაწესდა ახალი თანამედროვეობის შესატყვისი დღესასწაულები, სახელდობრ: იყალთოში — „შოთაობა“, ლაფანყურში — „ვაჟაობა“, სანიორეში — „9 მაისობა“, შალაურსა და ფშაველში ― „2 მაისობა“. კიდევ ერთ ახალ დღესასწაულს ჩაეყარა საფუძველი წელს სოკელ ართანაში, გიორგობის ნაცვლად ნოემბერში, დეკემბრის პირველ კვირას იზეიმებენ მოსავლის აღების დღესასწაულს. არც ერთ სოფელში აღარ ტარდება არავითარი რელიგიური დღესასწაული, გარდა თელავის „ღვთაების“ ეკლესიისა. სოფლებში არსებული ეკლესიების ეზოებში მიმდინარეობს მასობრივი გართობები, ოჯახების ერთ ნაწილში კი იმართება ნათესავების წვეულება. ძველებურ დღესასწაულებს მისდევენ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები. მიუხედავად აღნიშნულისა, კომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად დღესასწაულის ჩატარება, თუნდაც მხოლოდ გართობის თვალსაზრისით, რადგან მას მაინც რელიგიური სახელწოდება აქვს და ყველაფერი მის პატივსაცემად მოწყობილი გამოდის, იგი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდობის აღზრდაზეც. ამასთან, რელიგიური დღესასწაულების უმეტესობა ემთხვევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდს და იგი იწვევს დიდძალი მუშახელის გაცდენას. ამიტომ ყველა სოფელში საჭიროა შემოიღონ ახალი დღესასწაული. თელავის ფერისცვალების „ღვთაების“ ეკლესიაში შაბათ-კვირას იმართება წირვა-ლოცვა, სწარმოებს ბავშვების მონათვლა. იმ მიზნით, რომ შეგვესწავლა მასში მოსახლეობის რა ნაწილი იღებდა მონაწილეობას, ყოველ შაბათს დაწესებული გვაქვს კომისიის წევრთა მორიგეობა. როგორც შესწავლით გამოირკვა, თელავის „ღვთაების“ ეკლესიაში მოსულები ძირითადად ასრულებენ მიცვალებულების სახსენებელ რიტუა-ლებს და ისმენენ ამ დღეების აღსანიშნავ ლოცვებს. კომისია ყოველწლიურად სწავლობს რაიონში საკულტო საქონლით ვაჭრობის მდგომარეობას, შეიმჩნეოდა, რომ გარდა ფერისცვალების ეკლესიისა, რომელიც რეგისტრირებულია, საკულტო საქონლით ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია. თელავის საკოლმეურნეო ბაზრის მიდამოებშიც, კერძოდ, იყიდებოდა სანთლები, რომლებიც აღკვეთილ იქნა ჩვენი ჩარევით. ორი მათგანის შესახებ კი საქმე განიხილა ადმინისტრაციულმა კომისიამ. კომისიამ შეამოწმა კულტის მსახურთა დოკუმენტაცია და იგი წესრიგშია კანონმდებლობის შესაბამისად. კულტის მსახურთა და მორწმუნეთა მიერ დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. თელავის რ-ნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის რელიგიური კულტურის კანონმდებლობის დაცვის ხელშემწყობი კომისიის თავჯდომარე ვ. მამულაშვილი“. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, მეუფე გრიგოლმა მთელი თავისი ცოდნა და ენერგია, გამოცდილება და სულიერება გამოიყენა, რათა ალავერდის ეპარქიაში გამოცოცხლებულიყო და მწყობრში ჩამდგარიყო საეკლესიო ცხოვრება. ამას დაერთო ისიც, რომ 1977 წლის 25 დეკემბერს, ქართული ეკლესიის ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი ამბავი: საპატრიარქო ტახტზე აბრძანდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). საყურადღებოა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ ინტრონიზაციაზე სწორედ ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა გადასცა საზეიმოდ საპატრიარქო მიტრა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს. 1978 წლის 4 იანვარს, ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურის გამო, ეპისკოპოსი გრიგოლი მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვეს. თავისი აღსაყდრების პირველსავე წელს, 1978 წლის 27 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა ალავერდის საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც ეს ყოველწლიური ტრადიცია გახდა. 1992 წლის 2 თებერვალს მიტროპოლიტი გრიგოლი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 6 თებერვალს ალავერდის ტაძარმა მეუფე გრიგოლის ცხედარი მიიბარა. ალავერდის ტაძარში განსვენებულის სახელზე სამეუფე პანაშვიდები შეასრულა ბათუმ-შემოქმედელმა და მანგლელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). დაკრძალვას ესწრებოდნენ: სრულიად სა- ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ბოდბელი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), აგარაკ-წალკელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი), არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი), არქიმანდრიტი დანიელი (დათუაშვილი), არქიმანდრიტი იობი (აქიაშვილი), იღუმენი ანდრია (კბილაშვილი), ბოდბისა და ალავერდის ეპარქიების სამღვდელოება. გამოსათხოვარ სიტყვაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა: „საქართველოს ეკლესია დღეს უკანასკნელ გზაზე აცილებს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ გრიგოლს. თითქ- მის მთელი საუკუნე იცოცხლა ამ დიდებულმა 


20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი  2010წ  20

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)  1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი(დასასრული)

მღვდელმთავარმა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი ერის კეთილდღეობასა და მის სულიერ აღორძინებას მოახმარა. მინდა მოგახსენოთ, რომ მეუფე გრიგოლი ეკლესიის სამსახურს მაშინ შეუდგა, როცა სამღვდელოებას ციხეში სვამდნენ. მან მოღვაწეობა მო-ნასტერში დაიწყო და იქიდან მოკიდებული სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაში ყოველთვის მტკიცედ იდგა სიკეთის მხარეს. მრავალი განსაცდელის მიუხედავად, კახეთმა რწმენა და ქართული სული შეინარჩუნა, მაგრამ ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ეკლესიურობა დაიკარგა. ჩვენს ხალხს დაავიწყდა, რომ მხოლოდ შრომა როდია საკმარისი. უფალმა ბრძანა: ექვს დღეს იშრომე, საქმეს იქმოდე, ხოლო მეშვიდე დღე ჩემი არისო. ჩვენ, სამწუხაროდ, დავივიწყეთ ეს დღე; დღეს ქართველი კაცი ისე მიეჯაჭვა საქმეს, რომ ხშირად საეკლესიო დღესასწაულებიც კი არ ახსოვს, წმიდა მამები კი გვასწავლიან, რომ ვისაც შრომა უფლის სადიდებელს ავიწყებს, მასთან ბარაქა და მადლი არ იქნება. დღეს ჩვენ მიტროპოლიტს ვასაფლავებთ და, სამწუხაროდ, ხალხი ამას არ ესწრება. ყველა თავთავისი საქმითაა გართული: ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას. აი, როგორები გავხდით. ამიტომაც იქცა დღეს ჩვენში ჩვეულებრივ მოვლენად მკვლელობა, დაუნდობლობა, ღალატი. ამ მძიმე დღეებში ერთი ასეთი საშინელი ამბავიც მოვისმინე. ბრძოლაში დაღუპული შვილის ცხედარი, როცა ის სოფელში ჩაასვენეს, მშობლებმა არ მიიღეს, რადგან სხვა პარტიას ეკუთვნოდა. მშობელმა შვილის სიყვარულს პოლიტიკა არჩია! ჩვენ ხომ ასეთნი არ ვიყავით, ამას ხომ ჩვენი წინაპარი არ ჩაიდენდა. მაგრამ მე მწამს, რომ ქართველი ერი განიწმინდება ამ ცოდვებისაგან და მისი სულიერება კვლავ ამაღლდება. მე მწამს, რომ ამისთვის ილოცებს მეუფე გრიგოლიც, რომლის გარდაცვალებაც განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის. მე ხომ მან დამადგა გვირგვინი ჩემი პატრიარქად აღსაყდრების დროს. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა დაყველა მის ახლობელს. ღმერთმა აცხონოს მეუფე გრიგოლის სული და მისი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს“. მეუფე გრიგოლი დაკრძალულია ალავერდელი მღვდელმთავრების: პეტრეს (კონჭოშვილი), პიროსისა (ოქროპირიძე) და დავითის (ბურდულაძე) გვერდით.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 10





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0