სალომე (ნაზიკო) ვალერიანის ასული ბოლქვაძე, ნადირაშვილი დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნოღაში 1928 წლის 18 ოქტომბერს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში გერმანული ენის სპეციალობით. 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა გერმანულ ენას სკოლებში. იყო წარმატებული პედაგოგი. აღზარდა 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 9 შვილთაშვილი და 2 შვილიშვილის შვილიშვილი
1996 წლის ფოტო
1996 წლის მრტში ერობაში ნაზი ბოლქვაძე 68 წლის ასაკში მორჩილის სტატუსით იწყებს სურამში, მეუფე იობის რეზიდენციაში მოღვაწეობას. 1998 წლის 6 აპრილს აღკვეცილ იქნა მონაზვნად დედა ნინოს სახელით. რამდენიმე წელში ის გადადის იტრიის დედათა მონასტერში და იქ განაგრძობს მოღვაწეობას. 2008 წელს აარსებს მონასტერს სოფელ ხცისში, მეუფე იობის ეპარქიაში და ხდება მონასტრის წინამძღვარი. 2009 წელს აღკვეცეს დიდ სქიმაში და ეწოდა სქიმმონაზონი სალომე.იყო დიდად მლოცველი მონაზონი და ამიტომ სიყვარულით შეარქვეს მლოცველი დედაო.ბოლოს მოღვაწეობდა ურბნისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. გარდაიცვალა 2023წლის 15 ოქტომბერს 95 წლის ასაკში. დაკრძალულია ურბნისის სტეფანე პირველმოწამეს სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.
მადლობა ზაქრო ბუტულაშვილს ახლობელი