სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულ ჯიჭონაია 1966-93 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ჯამბულ ჯიჭონაია 1966-93 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯიჭონაია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

228       ბეჭდვა

ჯამბულ ჯიჭონაია 1966-93 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

ჯამბულ ჯიჭონაია დაიბადა 1966 წელს ქალაქ სოხუმში. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. უყვარდა აფხაზეთი და ამაყობდა,


რომ ამ მადლიანი მიწის შვილი იყო. 27 წლის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი სოხუმის შსს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების თანამშრომელი იყო. უშიშარი და მამაცი პოლიციელი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1993 წლის 16 სექტემბერს, დილით 5 საათზე სოხუმის შსს სამმართველოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სოხუმზე შეტევა განაახლეს სოფელ შრომიდან. დილის 8 საათზე მიიღეს ახალი ინფორმაცია _ სეპარატისტებმა შეტევა წამოიწყეს მდინარე გუმისთის ქვემო მხრიდან და „უჩხოზის“ ტერიტორიის მიმართულებითაც. რამდენიმე წუთში, ბრძანების თანახმად სოხუმის შსს სამმართველოს პირადი შემადგენლობა,


თბილისის შსს სამმართველოს თანამშრომლები და აფხაზეთის სამხედრო პოლიციის ბატალიონი მდინარე გუმისთის ნაპირებისკენ უნდა გასულიყო და შეეჩერებინა სეპარატისტების წინსვლა სოხუმისაკენ. შეუდგნენ საბრძოლო პოზიციების დაკავებას, რასაც მოჰყვა გაძლიერებული საარტილერიო დაბომბვა ნაღმმტყორცნებიდან, ჰაუბიცებიდან და სხვა სახის საარტილერიო დანადგარებიდან. მიმდინარეობდა ასევე „უჩხოზის“ ტერიტორიის დაბომბვა. ოცეულები განლაგდნენ საბრძოლო პოზიციებზე _ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე და „უჩხოზთან“, სეპარატისტებისა და დაქირავებული ბოევიკების ჭარბ ძალებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ.


ამ უთანასწორო ბრძოლაში ჯამბულ ჯიჭონაიამ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და თავი დადო სამშობლოს სამსხვერპლოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოხუმის შსს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ჯამბულ ჯიჭონაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.05.2021
ბოლო რედაქტირება 10.07.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0