სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ რაფავა 1950-1993წწ  დაკარგ. გუმისთა აფხაზეთი. თენგიზ რაფავა 1950-1993წწ  დაკარგ. გუმისთა აფხაზეთი. თენგიზ რაფავა 1950-1993წწ  დაკარგ. გუმისთა აფხაზეთი.

1950-1993 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი რაფავა სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

333       ბეჭდვა

თენგიზ რაფავა 1950-1993წწ დაკარგ. გუმისთა აფხაზეთი.

პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ არტემის ძე რაფავა დაიბადა 1950 წლის 5 ოქტომბერს.


1978 წელს დაამთავრა ქ. მოგილიოვის მილიციის სპეციალური სკოლა, ხოლო 1984 წელს სსრკ-ის შსს აკადემია. თენგიზ რაფავა შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1972 წლიდან. 1979 წლამდე სატრანსპორტო პოლიციაშია. 1980-1986 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორია. 1986-1987 წლებში ქ. გეგეჭკორის შს სამმართველოს უფროსი. 1987-1988 წლებში ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე, 1988-1992 წლებში კვლავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს უფროსი. 1992-1993 წლებში კი ქ. სოხუმის შს სამმართველოს უფროსი. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური მხოლოდ განათლებით მიღებული სპეციალობა და პროფესია როდი იყო. პოლიციის მუშაკის საქმიანობა თენგიზ რაფავას ცხოვრების აზრს შეადგენდა. მისი ფიქრები დღენიადაგ სამსახურის საქმეებს დასტრიალებდა, აანალიზებდა, ფიქრობდა, გეგმავდა… ოჯახი ზოგჯერ სამსახურზე ეჭვიანობდა. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ ერთ-ერთი ოპერაციის წარმატებით დასრულების ფაქტს, რომელმაც თითქოს აზრი და ხალისი შემატა მათ ცხოვრებას.


1983 წელს თენგიზი სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში ვ. შადურისა და გ. ლომინაძის ხელმძღვანელობით და თ. რაფავას უშუალო მონაწილეობით აყვანილი იქნა საკავშირო მასშტაბით ძებნილი დიმიტრი ხურცილავა. თენგიზ რაფავას უშუალო მეთაურობით და მეშვიდე განყოფილების მუშაკთა ძალებით, აფხაზეთის ა.რ. შს ორგანოებთან მჭიდრო კავშირში დამუშავებული იქნა მეთვალყურეობის რამდენიმე ობიექტი, რომელთა მეშვეობით დადგენილი და დაკავებული იქნა საშიშ დამნაშავეთა შეიარაღებული ჯგუფი ოჩამჩირის რაიონში: ჯღარკავა, ჯღამაძე, ლაგვილავა და კარპენკო, რომლებმაც ჩაიდინეს ყაჩაღური თავდასხმა მოქალაქეებსა და სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით.


1989 წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ეროვნებათა შორის კონფლიქტის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა პოლკოვნიკი თენგიზ რაფავა, მის მიერ ორგანიზებულმა მეთვალყურეობამ აფხაზეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელობას საშუალება მისცა მუდმივად ჰქონოდა დროული ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის შესახებ და შესაბამისად მოეხდინა ძალთა მანევრირება. ზემოთთქმულის გარდა თენგიზ რაფავა აქტიურად მონაწილეობდა მძევალთა განთავისუფლებისა და შეიარაღებული ყაჩაღების დაკავების ოპერაციებში. დიდი პატრიოტიზმით და მონდომებით ეკიდებოდა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის საქმეს. დიდი წვლილი მიუძღვის იმ შეიარაღებულ დამნაშავეთა დაკავებაში, რომლებსაც სათავეში ედგა განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი – პრუნჩაკი. ამ ოპერაციებში მონაწილეობისათვის შსს მიერ პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ რაფავა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდუმის მიერ წარდგენილი იქნა სამთავრობო ჯილდოზე. 1992 წლიდან თენგიზ რაფავა უშუალო მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებთან საბრძოლველად 1992 წლის აგვისტოში მან ადგილობრივი მოსახლეობისაგან შექმნა პირველი ბატალიონი, რომელსაც სათავეში თვითონ ჩაუდგა.


1992 წლის სექტემბერში დაინიშნა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდანტის მოადგილედ, სწორდ ამ დროს შს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე წამოიჭრა რთული საკითხი, თუ ვინ ჩაუდგებოდა სათავეში საომარ მდგომარეობაში მყოფ ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის შს სამმართველოს, არჩევანი თენგიზ რაფავაზე შეჩერდა, ადამიანზე, რომლისთვისაც პროფესიისადმი ერთგულება მოწოდება იყო. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მამულიშვილი შეუპოვრად ებრძოდა კრიმინალურ ელემენტებსა და უსამართლობას. მრავალი გარეწარი ცდილობდა მოეთბო ხელი ხალხის უბედურებაზე, კლავდნენ ჯარისკაცებს და მათზე გაპიროვნებულ იარაღს მამასისხლად ყიდდნენ კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე. თენგიზ რაფავამ გახსნა ეს დანაშაული. ამხილა კრიმინალთა ჯგუფი და კანონმა საკადრისი მიუზღა დამნაშავეებს. სეპარატიზმის შხამიანი ნესტარი ვერ შეეხო ჭეშმარიტი პატრიოტის გულს, იგი იცავდა არამარტო ქართველ მოსახლეობას, არამედ თავგამოდებით ებრძოდა ყოველ უკეთურს, ეროვნების განურჩევლად. 1993 წელს, როცა აფხაზი სეპარატისტების მიერ დარღვეულ იქნა მშვიდობიანი შეთანხმება და განხორციელდა შეტევა განიარაღებულ ქალაქზე, გუმისთის მისადგომებთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. თენგიზ რაფავამ თავისი თანამშრომლებისა და მოხალისეებისაგან შექმნა ჯგუფი და მტერს დაუპირისპირდა. სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს თვითონ დაჭრილმა, არავის შეამჩნევინა იარა, ბრძოლის ველი არ დატოვა, დაჭრილი მეომარი სამშვიდობოს გამოიყვანა და თვითონ კვლავ ბრძოლის ველზე დაბრუნდა, რის შემდეგაც იგი აღარავის უნახავს… ოჯახი და მეგობრები დღესაც ელიან მამას და მეუღლეს, შვილსა და მეგობარს. იმედით გაჰყურებენ შორეთს, რადგან იმედი უკანასკნელად კვდება. სანამ არ ჩამოუკრავს გლოვის ზარს, არ გამოჩენილა არავინ ავის მაუწყებელი, ვის შეუძლია წაართვას ოჯახს იმედის და მოლოდინის უფლება?! საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივნისის განკარგულებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისა და გმირული თავგანწირვისათვის პოლიციის პოლკოვნიკი, სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი თენგიზ რაფავა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.

ღმერთო აუხდინე ოჯახს იმედი, დაუბრუნე მონატრებული გმირი!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 10.07.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0