რამაზ შაყულაშვილი დაიბადა 1970 წლის 31 მაისს ქ. გორში.
სკოლაში სწავლისას გამოირჩეოდა კარგი სწავლითა და წესიერი დისციპლინით. დაკავებული იყო სპორტით.
რამაზ მურმანის ძე შაყულაშვილი მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის გორის მე-11 ბატალიონში.
მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, ჯერ სამაჩაბლოსა და შემდეგ 1992 წლის 14 აგვისტოდან მივლინებულ იქნა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
1993 წლის 24 სექტემბერს სოფელ ახალდაბასთან, ერთ-ერთ საბრძოლო დავალების შესრულების დროს იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.