გზაში საკმაოდ ცუდი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენს ბოლნისელებზე. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმედ დაიჭრა ლევან ამირიანი. მისი ევაკუაცია და თბილისში ჩამოყვანა მოხერხდა, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, იგი
ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ასევე გვაცნობეს, რომ ჩვენი არტილერიის ერთლევან ამირიანი
- 255 -
ერთი პირველი წევრი გია (ერმინე) ჭითანავა ჟიული შარტავას გვერდით სოხუმის დასაცავად დარჩა.
ბოლო მონაცემებით, მის გვერით
იყვნენ დივიზიონის ბოლნისელი
წარმომადგენლებიც: კობა
თაყნიაშვილი, მერაბ ლომთაძე და
ტრისტან მოდებაძეც. (ამ ბიჭებთან
ერთად სხვა ბოლნისელებიც
იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ თეთრ არწივში მებრძოლთა სახელები ვიცი. )
სამწუხაროდ, ამ ვაჟკაცების ბედი 1993 წლის 27 სექტემბრიდან უცნობია. ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად
ითვლებიან.
გია (ერმინე) ჭითანავა
კობა თაყნიაშვილი მერაბ ლომთაძე
- 256 -
ერთი შეხედვით წყნარი და
თავმდაბალი ბოლნისელი ბიჭები
ფრონტზე მსუბუქი არტილერიის
დანადგარით „ა გე ეს“-ით
იბრძოდნენ. მათ მთელი ომი
პრაქტიკულად წინა ხაზზე გაატარეს. ჩვენი დივიზიონის მთავარ
ბაზას მოწყვეტილნი წვიმაში,
თოვლში, ტალახში და მრავალი
დღე ხანდახან მშიერნიც ქართულ
პოზიციებს იცავდნენ. გადაიტანეს
უდიდესი გაჭირვება, რამდენჯერმე აფეთქდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, გამოაკლდათ თანამებძოლი, ჰყავდათ
კონტუზირებული და მძიმედ დაჭრილი ხალხიც, მაგრამ მათი
საბრძოლო სული ვერ გატეხა ომმა, პირიქით, დღითი დღე უფრო
ძლიერდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, არ მიატოვეს და კბილებით