დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე
ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
ვახტანგ ვერძეული დაიბადა 1958 წლის 2 მარტს დუშეთში.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. მუშაობდა დუშეთის რაიონის სოფ. ბაგიჭალის სამშენებლო კომბინატში. საქართველოსთვის ძნელბედობის დროს მისი ქვისლი მალხაზ ჭიკაიძე ვაზიანის ბატალიონის მეთაური იყო და ვახტანგმაც მასთან დაიწყო სამსახური. 1993 წლის იანვრიდან მალხაზი და ვახტანგი დუშეთის ბატალიონში გადმოვიდნენ, მალხაზი შტაბის უფროსად დაინიშნა, ვახო კი – ტანკისტად.
ვახტულა, ასე ეძახდნენ ნაცნობ-მეგობრები ვახტანგს, სიკეთითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდა თანატოლებში.
უბანში ყველას, დიდსა და პატარას უყვარდა და პატივს სცემდა. ვახტულას გატაცება ნადირობა იყო. როცა ნადირობიდან ნანადირევით
ხელდამშვენებული, მონადირის ფორმაში გამოწყობილი, მონადირე ძაღლებით გარშე მორტყმული, შინ ბრუნდებოდა, მთელი უბნის ბავშვები ყიჟინით აედევნებოდნენ უკან,უამრავ შეკითხვას აყრიდნენ და ისიც ჩვეული სითბოთი პასუხობდა. ვახტულა გამორჩეული შვილი იყო მშობლებისთვის, გამორჩეული მეუღლე, მამა და მეგობარი.
1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის დესანტის დროს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა ვახტანგ ვერძეული და მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის. გამორჩეულად გაქრა თავისი თანამებრძოლებისგან და გამორჩეულად გლოვობს არამარტო მისი ოჯახი, არამედ მთელი დუშეთი.