გაგრის ბატალიონი სრული სია წიგნი საქართველოსათვის
კოტე ვაჟას ძე კიკაბიძე დაიბაა 1970 წლის 15 აგვისტოს ქალაქ გაგრაში. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა გაგრის N1 საშუალო სკოლა.
მეგობრები და პედაგოგები ახასიათებდნენ როგორც, აქტიურ და სანიმუშო მოსწავლეს. მონაწილეობდა სკოლის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში, გამოირჩოდა მეგობრებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით, გარდა ამისა, კოტე იყო კარგი მოცეკვავე, ირიცხებოდა გაგრის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლში. მიღებული ჰქონდა არაერთი დიპლომი და მედალი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ საავადმყოფოში - სანიტრად. 1991 წელს ჩაირიცხა ქალაქ სემიპალატინსკის უნივერსიტეტში. 1992 წელს სწავლა გააგრძელა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად მუშაობდა ქალაქ გაგრის პიონერთა სახლის დირექტორის მოაგილედ. 1992 წლის აგვისტოში ანსამბლთან ერთად გასტროლებით პოლონეთში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო მშობური ქალაქის სადარაჯოზე დარჩა.
კოტე კიკაბიძე 1992 წლის 18 აგვიტოდან ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგრის ბატალიონში. უშიშარი და მამაცი მებრძოლი, ბატალიონთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძლო ოპერაციაში.
კოტე კიკაბიძე, 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ გაგრაზე განხორციელებული შტურმის დროს გმირულად დაიღუპა.
ტექსტი აკრიფა გუგა ლომაძე დაბადებული 2001 წელი სოფელი ოზურგეთი ოზურგეთი