ზურაბ დობორჯგინიძე დაიბადა ოზურგეთში 1969 წლის 21 აგვისტოს.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/18
1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 52-ე საშუალო სკოლა.
1987-1992 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1989 წელს გაიწვიეს ერთწლიან სამხედრო სამსახურში.
ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი.
1993 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო საქართველოს უშიშროების სამინისტროში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში დაიკარგა უგზო–უკვლოდ.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით.
ზურა თბილისში დაიბადა, ინტელიგენტების ოჯახში. დაამთავრა 52-ე საშუალო
სკოლა. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ელექტროტექნიკით, ვისაც კი რაიმე ნივთი
გაუფუჭდებოდა, ზურიკოს უხმობდნენ, ისიც მზად იყო დახმარებისათვის. იგი იყო
თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელტექნიკისა და ელექტრომექანიკის
ფაკულტეტის სტუდენტი. 1992 წ. ზურამ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა.
ემზადებოდა სტაჟირებისათვის მოსკოვში გასამგზავრებლად. ამასობაში ზურამ
სამხედრო სავალდებულო სამსახურიც მოიხადა.
ზურაბი უგზო-უკვლოდ დაიკარგა აფხაზეთის ომში 1993 წლის 27 სექტემბერს. იგი
ერთ-ერთი იმ 25 ვაჟკაცთაგანია, ვინც მინისტრთა საბჭოს შენობაში ბატონ ჟიული
შარტავას დასაცავად შეიყვანეს. მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
ზურაბს ათასი ოცნება და ჩანაფიქრი განუხორციელებლი დარჩა, ოჯახს კი უსაზღვრო
სიყვარული და მონატრება დაუტოვა.
ზურაბის მამა, ბატონი ვლადიმერ დობორჯგინიძე საზოგადოება „მოლოდინის“
დამაარსებელია. ის აქტიურად ეძებს, თავის თანამშრომლებთან ერთად, ყველა
დაკარგულს. ღმერთმა ქნას, რომ უმრავლესობა ცოცხალი აღმოჩნდეს.
ზურაბ დობორჯგინიძე ერთ-ერთი იმ 25 ვაჟკაცთაგანია, ვინც მინისტრთა საბჭოს შენობაში ბატონ ჟიული შარტავას დასაცავად შეიყვანეს. მას შემდეგ მისი კვალი იკარგება
ზურაბის მამა, ბატონი ვლადიმერ დობორჯგინიძე საზოგადოება „მოლოდინის“ დამაარსებელია. ის აქტიურად ეძებს, თავის თანამშრომლებთან ერთად, ყველა დაკარგულს. ღმერთმა ქნას, რომ უმრავლესობა ცოცხალი აღმოჩნდეს.
მ – ოლოდინში გაილია ღამე,
ო – რღობებში მიბარბაცებს მთვარე,
ლ – ანდებს ვუხდი გადაუხდელ ვალებს,
ო – ბლობაში დაგროვებულ დარდებს.
დ – ილის სუსხი მიაცილებს ავდრებს,
ი – სევ რაღაც უხარიათ მკვლავდალეწილ ალვებს,
ნ – ამეხარი მუხაც ირჩენს ნატკენს,
ი – ქნებ, ღმერთო! მეც მიშვილო რამე!
ნაზი მარტიაშვილი