გიორგი (გია) მარტიაშვილი კონსტანტინეს ძე დაიბადა 1961 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/188
1968–1978 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 112–ე საშუალო სკოლაში.
1978–79 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის №18 პროფტექნიკურ სასწავლებელში შემლესველ–მომპირკეთებელ მეფილეს სპეციალობით ( IV თანრიგი).
1979-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ალმა–ატაში (სამხედრო წოდება – სერჟანტი).
1986 წელს ჩერნობილში დატრიალებული ტრაგედიის დროს საკუთარი სურვილით წავიდა დასახმარებლად უკრაინაში, რისთვისაც მიღებული აქვს სიგელი და ფულადი ჯილდო. მონაწილეობა მიიღო ასევე ქალაქ სლავუტიჩის აშენებაში და ჯილდოდ გადაეცა ავტომობილი ,,გაზ–24".
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 25 ოქტომბერს დაიკარგა უგზო–უკვლოდ ქ. სოხუმში.
დარჩა დედა– ნარგიზა (ნაზი) და ქალიშვილი–ქრისტინე.