ალექსანდრე მარტიაშვილი დავითის ძე 05 იანვარი 1996 წელი კიევი -21/10/2022წწ გარდ. ხერსონი უკრაინა
მამის მამა წასულია საგარეჯოდან თბილისში, მამა დავით მარტიაშვილი (ვეტერანი) 1990-იან წლებში წავიდა უკრაინაში
უკრაინის ეროვნული გვარდიის ოფიცერი და უკრაინის მოქალაქე. ომში პირველად 17 წლის ასაკში წავიდა, შემდეგ აკადემია დაამთავრა და მის მერეც ორი წდლიწადი გარდაცვალებამდე ამ ომში იყო. 4 წელი სწავლობდა ხარკოვის ეროვნული გვარდიის აკადემიაში.
17 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი (წითელი ქუდით) პირველი საბრძოლო ნათლობა, 2014 წლის ფოტო
საშტაბო სამეთაურო ფაკულტეტზე, კურსის უფროსი და ფაკულტეტის უფროსი გადაეკიდნენ. მიზეზი? ყველას ესარჩლებოდა, უსამართლობაზე არ ჩუმდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო რომ სტიპენდიას იღებდა 25 ჯერ მეტს ვიდრე მისი კურსელები რადგან აკადემიაში ომიდან მივიდა.
საქმე იქამდე მივიდა რომ, ფაკელტეტის უფროსმა უთხრა ან შენ იქნები აქ და ან მეო. ეს საკითხი კი ესე გადაწყდა, ალექსანდრე საავტომობილო ფაკულტეტზე გადავიდა და ის ფაკულტეტის უფროსიც დარჩა თავის ადგილზე.
სასიამოვნო არ იყო სამეთაურო ფაკულტეტის დაკარგვა მაგრამ 2014 წლიდან ქვეყანაში ომი მიდიოდა, ავტომობილისტები წინა ხაზზე ნაკლებად არიან, მაგრამ ისკანდერმა შტაბში მოძებნა ისიც და ორი ათეული თანამებრძოლებიც.
ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი" „ისკანდერის“ 9M723-ის ტიპის რაკეტა 3800 კგ-ს იწონის. აქედან თითქმის ნახევარი ტონა საბრძოლო ქობინზე მოდის. ზებგერითი რაკეტის ფრენის სიჩქარე 2100 კმ/სთ-ს აღწევს. არსებული მონაცემების თანახმად, რაკეტის ფრენის მაქსიამლური მანძილი 280-დან 400 კმ-მდე მერყეობს. მაქსიმალურ დისტანციაზე სროლისას, სამიზნიდან რაკეტის გადახრის დისტანცია 30-70 მ-ს შეადგენს.
მამა პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი დაბადებულია 17 ნოემბერი 1972 წელს თბილისში, აფხაზეთის ომის (1992-93წწ) ვეტერანი. წარმატებული სამხედრო კარიერის შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო წავიდა უკრაინაში.