დავით მიხეილის ძე ზურაბაშვილი, დაიბადა 1962 წლის 7 დეკემბერს ქ.დუშეთში.
1991 წლიდან იბრძოდა სამაჩაბლოში. იყო „ავღანელთა კავშირის“ ბატალიონის შემადგენლობაში. 1992-93 წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვისას წარმოებულ ბრძოლისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა.