სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ზურაბაშვილი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე, 1856-1916წწ. მღვდელმონაზონი,  მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი ზურაბაშვილი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე, 1856-1916წწ. მღვდელმონაზონი,  მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი

1856-1916 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ზურაბაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

ზურაბაშვილი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე, 1856-1916წწ. მღვდელმონაზონი, მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი

1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში შეისწავლა.

1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს.

1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს.

1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის წმინდა იოანეს სახელობის მონასტერში განამწესეს.

1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1891 წლის 12 თებერვალს საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან.

1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.

1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდაიოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1905 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს და ბოდბის დედათა მონასტერში პერიოდულად წირვალოცვის შესრულება დაევალა.

1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1915 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში, თავის ნათესავებთან დასახლდა.

1916 წლის 11 მარტს იგი ხოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0