ის გახლდათ მხატვარ დიზაინერი,ხელოვნებათმცოდნე,სამართალმცოდნე,ისტორიკოსი.1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავში ზაალ ამაშუკელიც იჯდა. იგი აფხაზეთის განახლებულ ომში მეგობრებთან ერთად მიდიოდა. სიკვდილსაც მათთან ერთად შეხვდა. დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბიჭები ერთმანეთის გვერდით განისვენებენ. ეს მათთვის მეორე საძმო საფლავია. ზაალ ამაშუკელი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
კარგა ხანს ელოდა დედა ზაალს. შვილის ამგვარად დაღუპვის დაჯერება ძალიან უჭირდა. ბოლოს აღიარა მისი სიკვდილი, მაგრამ ბაბუშერადან გადმოსვენებაზე სასტიკი წინააღმდეგი იყო. „სანამ ჩემი შვილი იქ ასაფლავია, აფხაზეთი საქართველო იქნება“, - ამბობდა დედა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ერთადერთი შვილი შესწირა. ამ ამაღლებული სიტყვების მიღმა დედობრივი სიყვარული და შვილის უსაზღვრო მონატრება მძლავრობდა. ამგვარ ჭიდილში 22 წელიწადი გაატარა - გლოვისა და ტანჯვის მწარე წლები, მეტის გაძლება ვეღარ შეძლო და ამ ქვეყნიდან წავიდა.