გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
27 სექტემბერი 1993 წელს სოხუმში, მინისტრთა საბჭოში უგზოუკვლოდ დაკარგულები... გოჩიაშვილი დავით, ფარცვანია ალქსანდე, ქავთარაძე გიორგი.
გიორგი ქავთარაძე დაიბადა 1928 წლის 14 იანვარს ქ.თბილისში. დარჩა მეუღლე და 5 შვილი.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს მუშაობდა თბილისის მე-3 „ტაქსომოტორებში“ მძღოლად. მის ერთ-ერთ მეგობარს აფხაზეთში შვილი დაეღუპა და ამ ორმა ჭარმაგმა ვაჟკაცმა იარაღი აისხა და ფრონტის ხაზს მიაშურა.
ჩვენი „პაპა“, ასე იგონებენ „ავღანელები“, არაფერში ჩამოგვივარდებოდა.გვპატრონობდა და გვივლიდა კიდევაც.მართალია, სანამ ჩარიცხავდნენ „ავღანელთა კავშირში“, მისმა თავმჯდომარემ ბატონმა ნოდარ გიორგაძემ, მისი ასაკის გამო, ყოყმანი დაიწყო, მაგრამ
მალე დარწმუნდა, რომ ბატონი გიორგი ღირსეული ადამიანი იყო და მისი ნდობაც შეიძლებოდა. 65 წელი გაგანია ომის დროს შეუსრულდა და „ავღანელებმა“ შეძლებისდაგვარად მოულოცეს და აღნიშნეს მისი დაბადების დღე.
ეს ის გიორგი გახლდათ, რომელიც წინ გადაუდგა სახელმწიფოს მეთაური მანქანას, როცა ბატონი ედუარდი,ცეცხლმოდებულ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში, სადაც ბატონი ჟიული შარტავა იმყოფებოდა, აპირებდა წასვლას. „დავწვები და მანქანით გადამიარეთ, არ გაგიშვებთ, იქ ასპროცენტიანი სიკვდილი გელოდებათო“ –
თქვა „პაპამ“.
ეს ის გიორგი ქავთარაძეა, მინისტრთა საბჭოს შენობიდან ბატონ ჟიული შარტავასთან ერთად რომ გამოვიდა და დღემდე აღარავის უნახავს.